"გეპეის" დაუსრულებელი ისტერია და დაპირისპირებული მხარეების მორიგი რაუნდი » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"გეპეის" დაუსრულებელი ისტერია და დაპირისპირებული მხარეების მორიგი რაუნდი სტუ
26-03-2014, 01:30
„ქრონიკა+“-ის წინა ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ იურისტ დავით წიქარიშვილთან, რომელმაც განაცხადა რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორი ნეპოტიზმით და არაკვალიფიციური კადრების მოწვევითაა დაკავებული. წიქარისვილი აცხადებდა რომ არჩილ ფრანგიშვილის საახლობლო განაგებს „გეპეის“ და რომ სწორედ ფრანგიშვილის მიერ იქნა „გეპეის“ ქონება გაყიდული. მეტიც, წიქარიშვილი ჩვენთან საუბრისას ფრანგიშვილის მხრიდან პროფესორ ფირან კობიაშვილი იდევნებს, რომ დავით ბაქრაძის დისერტაციის ავტორი ბაქრაძე არაა და ასე შემდეგ. ჩვენ წიქარიშვილის ინტერვიუს, რაკი იქ ბრალდებებზე იყო საუბარი, გავუკეთეთ მინაწერი თუ მეორე მხარეს სურვილი გაუჩნდებოდა ბრალდებებზე ეპასუხა ინტერვიუს ჩასაწერად მხად ვიყავით და გამოხმაურებამაც არ დააყოვნა.
არჩილ ფრანგიშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი:
_ თქვენი ავტორობით გამოქვეყნდა ბატონ დავით წიქარიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც ხაზგასმით ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია მოგაწოდათ რესპოდენტმა. ინტერვიუ დავიწყოთ იმ ეტაპიდან როცა მე მოვედი ტექნიკურ უნივერსიტეტში: 2008 წლის პირველ ნოემბერს ჩემი წინამორბედი, არჩილ მოწონელიძე თავისი სურვილით გადადგა, იმავე დღეს მე ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების მიხედვით, როგორც ერთადერთმა პრორექტორმა, ავტომატურად მივიღე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქცია. ანუ განაცხადი იმისა რომ მე დავინიშნე, არასწორია, მე არავის, არც ერთხელ, არ დავუნიშნივარ! ამის შემდეგ ჩემი ფუნქცია იყო როგორც მოვალეობის შემსრულებელს, ჩამეტარებინა არჩევნები. კანონით დადგენილ ვადაში რექტორის ვაკანტურ ადგილზე მოხდა არჩევნების ჩატარება, რომელშიც ჩემს გარდა მონაწილეობა მიიღეს მათემატიკოსმა, პროფესორმა ალექსანდრე ლაშხმა და ფიზიკოსმა, პროფესორმა პაატა კერვალიშვილმა. 2009 წლის თებერვალში ჩატარდა კონკურსი. თქვენ შეგიძლიათ კითხოთ ამ ორ კონკურენტს რა გარემოში ტარდებოდა არჩევნები. ჩვენ გვყავდა მოწვეული მას მედიის წარმომადგენლები, თავიდან ბოლომდე იქნა გადაღებული ეს პროცესი როგორც ტელევიზიების, ისე ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ. გამოვიყენეთ ტექნიკა და სააქტო დარბაზში, 700 ადამიანი დიდი მონიტორის საშუალებით თვალს ადევნებდა არჩევნების პროცესს. მე არჩეული რექტორი ვარ 2009 წლის თებერვლიდან, კიდევ ერთხელ გავიმეორებ დანიშნული არ ვიყავი.
_ რაკი ამ პროცესს თვალს ადევნებდა მას მედია და მონიტორზე ხდებოდა ჩვენება, რა გამოდის, რას ამბობთ ამით, გაყალბება იყო გამორიცხული და არც თანამშრომლების მიღება ხდებოდა პარტიული ნიშნით?
_ აბსოლურუტად გამჭვირვალე იყო პროცესი, ყველას შეეძლო განაცხადი შემოეტანა. სამივე კანდიდატმა გავაკეთეთ ჩვენი მოხსენებები, ჩვენი სტრატეგიული გეგმები გავაცანით ყველას, ამის შემდეგ ორივე კონკურენტმა ჩათვალა საჭიროდ გამოეტანათ განცხადებები. შეგიძლიათ ორივე პროფესორს დაელაპარაკოთ და კითხოთ იყო თუ არა რაიმე მცდელობა მომხდარიყო ზემოქმედება, დაელაპარაკეთ, ორივე ჩვენი მოქმედი პროფესორია. მე მგონი ჩემი აზრით კარგი პროგრამა წარმოვადგინე და ზუსტად ახლა, დაახლოებით 10 რის წინ, შევიდა კანონში ცვლილება, იმ გზით განვირთარდეთ რაც ჩვენ ჯერ კიდევ 2009 წელს გვინდოდა. ეს არის ე.წ. ტექნოპარკების შექმნა, ანუ სტანდარტული სქემიდან სასწავლო და სამეცნიერო პროცესიდან, წარმოებაზე გადასვლა. ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გადაიქცეს, სამეცნიერო-სასწავლო-საწარმოო დაწესებულებად.
_ ეს ევროპული მოდელია?
_ არა, ეს არის ჩვენებური მოდელი, ქართული! თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გერმანიის, ჩინეთის მაგალითები, სადაც მსგავსი სქემების დამუშავება დაიწყეს უნივერსიტეტებმა, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ რომ თავის დროზე ჩვენ ვიყავით პირველები. ეს არის ის რაც ჭირდება დღეს ქვეყნის განვითარებას, ანუ ეკონომიკა და სწავლება პრაქტიკულად მთლიანობაა და დანაწევრება არ შეიძლება. თქვენი კითხვის მეორე ნაწილს რაც ეხება, ტექნიკური უნივერსიტეტი არასდროს ყოფილა არავისთვის თავშესაფარი, არასოდეს მომხდარა პროფესორ-მასწავლებლის პოლიტიკური ნიშნით მიღება. თქვენ ვერ დამისახელებთ თუნდაც ერთ ფაქტს როცა თანამშრომელი გავათავისუფლეთ პოლიტიკური ნიშნით.
_ წინსვლას სათანადო ფინანსები ჭირდება, საიდან ხდება მოზიდვა თანხების?
_ არის უცხოური ფონდები საიდანაც ჩვენ შეგვიძლია უპროცენტო სესხების აღება. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება სახელმწიფოსთან ამ კუთხით, საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი (მინიმალური 5 მლნ. ევრო), ლაპარაკია 16 წლიან უპროცენტო კრედიტზე. მეორე, პირველადი და მთავარი ფული რომელიც ჭირდება ინსტიტუციას იმისათვის რომ განავითაროს გეგმა, ეს არის საწყისი კაპიტალი, რომელიც გჭირდება მარკეტინგული კვლევებისთვის, ბიზნეს გეგმის შედგენისთვის. ჩვენ ეს არ გვჭირდება და რატომ? არ უნდა დაგავიწყდეთ რომ ჩვენ არა ვართ მხოლოდ საინჟინრო ინსტიტუტი, ჩვენ გვყავს ძალიან კვალიფიციური ეკონომისტები, მარკეტოლოგები, იურისტები, ანუ ჩვენ შეგვიძლია ის რაზედაც სხვებს სესხი ჭირდებათ, ჩვენ ჩვენით გავაკეთოთ და შიგნითვე შევქმნათ ბიზნესგეგმა, ტექნოლოგიები, რომლის ტირაჟირებაზედაც დავიწყებთ მუშაობას. აი, ეს არის ჩვენი დიდი უპირატესობა და არანაირ რისკზე არ მივდივართ.
_ დავუბრუნდეთ გამოქვეყნებულ ინტერვიუს, სადაც ჩემი რესპოდენტი საუბრობდა იმ ნაციონალურ კადრებზე „რომელთაც ჰაბიტუსზეც კი ეტყობათ“ პარტიული ნიშანი.
_ მე უკვე გითხარით ვერ დამისახელებთ გვარს რომელიც პოლიტიკური ნიშნით იქნა ტექნიკური უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული. თქვენს სტატიაში ჩამოთვლილია გვარები, მივყვეთ ამ ჩამონათვალს, დავიწყოთ ზურაბ გასიტაშვილისაგან. აქ ნათქვამია რომ ის არის ჩემი მეჯვარე, გეუბნებით: არ არის ბატონი ზურაბი ჩემი მეჯვარე. სტატიაში წერია რომ ის არის მამაჩემის მოწაფე, მოგახსენებთ: გასიტაშვილს მსოფლიოში ბრწყინვალე სკოლა აქვს გავლილი ერთ-ერთ ლიდერ ორგანიზაციაში, რომელიც არის მართვის პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მოსკოვში იყო და რომლის დირექტორიც იყო მამაჩემი ივერი ფრანგიშვილი. მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ სწორედ იქ გაზრდილი ქართული კადრები ბრუნდებოდნენ სამშობლოში და აქ ფეხზე აყენებდნენ ინფომატიკას, გამოთვილთ ტექნიკას. მეტსაც გეტყვით, მე ვიყავი ბატონი გასიტაშვილის სადოქტორო თენის ხელმძრვანელი და შემილია გითხრათ რომ ის არის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მეცნიერებათა დოქტორი ინფორმატიკის მიმართულებით. ხაზგასმით ვამბობ, ის ჩემი მეჯვარე არ არის და არც არანაირი ნათესაური კავშირი არა მაქვს. შემდეგი, ბატონი ლევან კლიმიაშვილი. ის 1977 წლიდან მუშაობს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ის იყო კათედრის გამგე, არის მეცნიერებათა დოქტორი, ყველა საფეხური ავქს ტექნიკურ უნივერსიტეტში გავლილი, არის მაღალი კვალიფიკაციის. მას აქვს ბიზნეს სკოლა დამთავრებული და ნაცვლად იმისა წასულიყო ბიზნესში, არის ტექნიკურ უნივერსიტეტში. რაში ხედავთ პრობლემას? ხან ვლაპარაკობთ რომ კადრები გვიბერდება, ხან კიდევ არ მოგვწონს რომ ახალგაზრდა მუშაობს.
_ ნიკა გილაურს ასახელებენ მის ახლობლად.
_ კარგით, მოდით ასე ვთქვათ, იგივე კლიმიაშვილი, იგივე ოთარ ზუმბურიძე, ჩემს მიერ 2009 წლის მაისში დაინიშნენ თანამდებობაზე, სად იყო ამ დროს გილაური პრემიერ-მინისტრი? რა შუაშია ამ ხალხთან მიმართებაში გილაური?
_ მაგრამ ნაციონალური სახე გილაური ამ დროს არსებობდა.
_ კიდევ ერთხელ გეკითხებით, რა შუაშია ნიკა გილაური? 1977 წლიდან მუშაობს ლევან კლიმიაშვილი მუდმივად ტექნიკურ უნივერსიტეტში. თუ ვინმეს შეუძლია საქართველოში თქვას რომ ტელეკომუნიკაციაში ოთარ ზუმბურიძე არ არის ერთ-ერთი ლიდერი, სხვა თემაა. ეს არის დიდი ბედნიერება როცა ამ დონის მეცნიერები გყავს და თანხმდებიან იმაზე რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს ემსახურონ. არც ერთს არ ქონია არა მხოლოდ ნაციონალურ არამედ სხვა პარტიებთან.
_ წიქარისვილმა ბევრი თანამსრომელი ჩამოთვალა, რომელთაც კავშირი მამათქვენთან ქონდა, მაგალითად სოხაძე.
_ არასდროს არ ყოფილა ივერი ფრანგიშვილის არც თანაშემწე და არც მოადგილე, მსგავსი რამ არ ყოფილა. ვანო გორგიძეც არ ყოფილა მამაჩემის მოწაფე, ის იყო სხვა გამჩენილი მეცნიერის მოწაფე, თუმცაღა გორგიძე იყო საინჟინრო აკადემიის (რომლის ხელმძღვანელიც გახლდათ ივერი ფრანგიშვილი) აკადემიკოს-მდივანი, დღესაც არის. ივანე გორგიძე იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო-საწარმო გაერთიანების „ალგორითმის“ გენერალური დირექტორი. გეკითხებით, ეს ადამიანი რექტორის თანაშემწის ფუნქციას ვერ შეასრულებს?
_ მისი ძმა?
_ იყო ასეთი დიდი მეცნიერი, ალექსი გორგიძე, მამა დავით და ივანე გორგიძეების, რომელმაც მუსხელიშვილთან ერთად დაარსა თეორიული მექანიკის კათედრა, ამ კათედრაზე მოღვაწეობს ბატონი დავითი, არის ტექნიკურ-მეცნიერებათა დოქრტორი და რამდენი წელია იცით? დაახლოებით 40 წელი! რა ვქნათ ახლა? გავაგდოთ ბატონი დავითი იმის გამო რომ ბატონი ალექსის ვაჟი იყო? სტატიაში საუბარია თეიმურაზ ლოლაძის ვაჟზე და ეს არის მოხსენიებული როგორც ძალიან ცუდი ფაქტი. რა არის ცუდი? ის რომ ის იყო ძალიან ძლიერი რექტორი, რომლის დროსაც პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა მიაღწია უმაღლეს დონეს? თქვენ საუბრობთ მის შვილზე, ბრწყინვალე პროფესიონალზე, ნახეთ მისი შრომები, ლექციებს მოუსმინეთ. მამუკა მაცაბერიძე თურმე ჩემი ნათესავია, არავითარ შემთხვევაში! არანაირი ნათესაური კავშირი არა მაქვს მასთან! ეს არის უნიჭიერესი კაცი, რომელსაც ცოდნის ვეებერთელა დიაპაზონი აქვს! ინტერვიუში არის დავით თავხელიძეზე საუბარი, თურმე ის არ უნდა იყოს აქ, იმიტომ რომ ის არის დავით თავხელიძის შვილი. დავით თავხელიძე არის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, ტექნიკურ უნივერსიტეტში მას უკავია მეცნიერების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა, ამავდროულად არის სრული პროფესორი მანქანათმშენებლობის დარგში. დღეს ის არის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა მანქანათმშენებლობაში და მამამისი იყო (დიდი ხანია გარდაცვლილია) გამოჩენილი მეცნიერი. იმიტომ რომ მამა იყო გამოჩენილი მეცნიერი შვილი არ შეიძლება იყოს მეცნიერი და არ მოღვაწეობდეს ტექნიკურ უნივერსიტეტში?
_ იგორ კვესელავა არ არის თქვენი ნათესავი?
_ იგორ კვესელავა 1967 წლიდანაა პოლიტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომელი, 2000 წლიდან არის ტექნიკური უნივერსიტეტის კათედრის გამგე, არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ის გაცილებით ადრე იყო აქ ვიდრე მე მოვიდოდი, არ დამიწინაურებია, ერთი და იგივე პოზიციაზე მუშაობს. რას მიღცევთ თქვენ, გავუშვა? მიზეზიც დამისახელეთ.
_ მიუხედავად თქვენი რანგისა, ისევე როგორც ბატონი წიქარიშვილი, თქვენც აგებთ პასუხს ყველა სიტყვაზე.
_ რა თქმა უნდა! ყველა სიტყვაზე ვაგებ პასუხს.
_ სადისერტაციო თემების დაცვასთან დაკავშირებით არის ბევრი დარღვევა, რაზედაც წიქარიშვილი საუბრობს „ქრონიკა+“-თან. ბატონმა წიქარიშვილმა ჩამოთვალა საბჭოს 12 წევრი... აქ არის საუბარი ბატონ ფირან კობიაშვილზე რომელიც ფაქტიურად იბლოკება.
_ გასაგებია. დაცვა ხდება საბჭოზე, შეგიძლიათ მიმართოთ მათ და ყველა თქვენს კითხვაზე გასცემენ პასუხს. ბატონ წიქარიშვილს ფირან კობიაშვილი მოყავს ძალიან დიდ მეცნიერად და მოხსენიებულია როგორც მეცნიერებათა დოქტორი. არანაირი მეცნიერებათა დოქტორი კობიაშვილი არაა, მან სამი თუ ოთხი წლის წინ დაიცვა დისერტაცია აკადემიური ხარისხი აქვს მას და ეს არავითარ შემთხვევაში არაა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი! მეტიც, არანაირი დიდი კვალიფიკაციის მეცნიერი არაა ბატონი ფირანი, თქვენ შეგიძლიათ მიბრძანდეთ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტზე, დაელაპარაკოთ იქ მოქმედ მეცნიერებს და ძალიან დიდი თხოვნა მექნება მიმართოთ საბჭოს სადაც კობიაშვილს ქონდა დაცვა და ისინი ძალიან საინტერესო ინფორმაციას მოგაწოდებენ.
_ მაგრამ თქვენ გიჩივით სასამართლოში კობიაშვილი.
_ კი, ბატონო. ინტერვიუში წერთ რომ თურმე ბატონ ფირანს რუსთაველის ფონდში ჩვენ დავუბლოკეთ სამეცნიერო ნაშრომი. ამას ის ამბობს უკვე რამოდენიმე წელია, კიდევ ავხსნი: რუსთაველის ფონდის დაფინანსების დროს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რომლითაც ფონდი წარდგენილ თემატიკას აფასებს, არის იმ ხალხის კომპეტენცია ვინც მონაწილეობს ამ თემაში. ბატონმა ფირანმა ეს დოკუმენტაცია წარმოადგინა ჩვენთან. მას ქონდა თემა თავის შემსრულებლებით წარმოდგენილი, ამ თემის კომპეტენცია იყო ნულოვანი! მას ქონდა მითითებული ლიტერატირა და თემაში არც ერთი გვარი არ იყო. მთავარი კი ეს არის, რა ქონდა გაკეთებული ამ მიმართულებით აქამდე! თუ ამას ვერ აკმაყოფილებ ეს არის ტყუილად გადაგდებული თემა. მეტსაც გეტყვით, იცით ვიზე იყო მითითებული? ვის ნაშრომებზე? არჩილ ფრანგიშვილის, ანუ ჩემი! რა შუაშია ჩემი ნაშრომი მის კომპეტენციასთან? გეკითხებით და მიპასუხეთ! კიდევ ქონდა მითითებული სხვა ნაშრომელი, რომელიც ბატონ ფირანთან არანაირ კავშირში არაა და მას უნდოდა ჩვენ ეს გაგვეგზავნა რუსთაველის ფონდში? რათქმა უნდა ჩვენ ვთქით უარი, მიბრძანდით ფონდში და აგიხსნიან რა და როგორ ხდება! იმ დიდ თემატიკებში რომელშიც ბატონი ფირანი ღებულობდა მონაწილეობას იყო ჩვეულებრივი, უბრალო კლერკი და არავითარი სხვა, თუ გნებავთ შესაბამისი მეცნიერები გეტყვიან რა და როგორ იყო.
_ ამიტომ დაუნიშნეთ ფსიქოლოგი?
_ არა ბატონო, ესეც ტყუილია, ჩვენ მისთვის არ დაგვინიშნავს ფსიქოლოგი. საბჭომ გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელია დავნერგოთ საერთაშორისო პრაქტიკა. მთავარი რაა იცით? თქვენთვის ინტერვიუს მომცემს ვერ გაურკვევია სხვაობა ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიას შორის. ყველა ფაკულტეტზე იყო თითო ფსიქოლოგი წარმოდგენილი და ვთვლი რომ ეს არის სწორი. ფსიქოლოგების გარდა იყო ყველა დარგის სპეციალისტი, რას ქვია ფსიქოლოგმა დაიწუნა მხოლოდ? სასამართლოშია ეს საქმე და ნახავთ შედეგს! რა შუაშია ფსიქოლოგი? ადამიანი ტყუის, მუდმივად ტყუის! რატომ ფიქრობს ბატონი ფირანი რომ ის უნდა გასულიყო? ის არ ყოფილა პროფესორი, ის იყო მასწავლებელი, რომელსაც დაუმთავრდა კონტრაქტი, ჩვენ ის არ გაგვიგდია! ტექნიკური უნივერსისტეტის კონკურსის შემდეგ ბათუმში უნივერსიტეტში მიიღო მონაწილეობა, იქაც ვერ გაიარა კონკურსი. ფსიქოლოგმა კი არა კომისიამ დაიწუნა! მეტსაც გეტყვით, ბატონი ფირანი ჩემთან არა ერთხელ ბრძანდებოდა და მთხოვდა სამსახური მომეცი და ყველაფერს მოვყვები ვინ დგას ჩემს უკანო. მე მას ვუთხარი არ მაინტერესებს ეს-მეთქი. ორი წელია მედია სივრცეში ბრუნავს ეს თემა, რამდენჯერ გავცე პასუხი?
_ თქვენი კაბინეტიდან მომხდარ გატაცებაზეა საუბარი.
_ კი, ბატონო, მერე? იყო საუბარი რომ ჩემი კაბინეტიდან მოხდა სტუდენტების გატაცება, ჩემდა საბედნიეროდ, როცა სტუდენტებთან შეხვედრა იყო ამას ესწრებოდა მას მედია, მათ და ჩვენმა ობიექტივმა გადაიღო ყველაფერი. კადრებში კარგად ჩანს როგორ გავიდნენ ეს ბავშვები ჩემი კაბინეტიდან, ჩემს მიერ ეს მასალები გადაიგზავნა პროკურატურაში. გეუბნებით ეს არის ტყუილი.
_ დავით წიქარიშვილი იურისტია და რას მეუბნებით ახლა ტყუილებზე ააგო დაცვა?
_ გადაამოწმეთ ყველა ჩემი სიტყვა, მსგავსი სტატიებით აპირებენ გავიდნენ ფონს? არც ერთი ფაქტი, რომელიც მოყვანილი არის, არაა სიმართლე! წერენ რომ 12 კაციანია აკადემიური საბჭო, არც ეს იციან არამთუ სხვა რამ. საბჭო არის 17 კაციანი, მე ვთავმჯდომარეობ. ისიც არ იციან რომ საბჭო კი არ უნდა შეიცვალოს, როტაცია უნდა მოხდეს. ნახონ რამდენი წევრი გამოიცვალა საბჭოში. ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ფაკულტეტზე იმარჯვებენ ეს ადამიანები და გვიგზავნიან ფაკულტეტები გამარჯვებულებს. რომელი ერთია ვინც საბჭოშია ვინმეს გასალანძღი? ინტერვიუში საუბარია თამაზ ბაციკაძეზე, ის იყო ბევრი რექტორის პრორექტორი, ერთი ნახეთ რომელიმე რექტორთან თუ იტო მისაღები კომისიის წევრი, ნახეთ! წევრიც რომ ყოფილიყო, ეს გაფუჭებას ნიშნავს? კარგით რა...
_ გაბერილი შტატები?
_ საქრთველოში ყველაზე კარგი მაჩვენებელი უნივერსიტეტებს შორის ტექნიკურ უნოვერსიტეტს აქვს ადმინისტრაციულ პერსონალთან მიმართებაში. სულ მთელი ადმინისტრაციული პერსონალი შეადგენს სახელფასო ფონდის 17%. მსგავსი დაბალი მაჩვენებელი არაა არსად. ინტერვიუს წიქარიშვილი იქყებს იმით თუ რა ხდება მსოფლიოს წამყვან უნოვერსიტეტებში, ჩაიხედოს და ნახოს რამდენი ადამიანი ემსახურება სასწავლო პროცესს. 2000-მდე პროფესორ-მასწავლებელი გვყავს, მთელი დამხმარე პერსონალი 1300-ის, არ დაგავიწყდეთ რომ არის ფაკულტეტები სადაც ლაბორანტის ფუნქციები აქვთ სპეციალისტებს, იმიტომ რომ იქ ასეთი სპეციფიური ლაბორატორიებია. ეს არის ცუდი? საშინელებები წერია ამ ინტერვიუში, წერია რომ თურმე მე გავყიდე მეშვიდე კორპუსი და იქ შევასახლე ხალხი. დოკუმენტებს სად უნდა გავექცეთ? 1959 წლიდან (მე ჯერ დაბადებული არ ვიყავი) ამ კორპუსში იყო მეტალურგიის ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი, რაც პოლიტექნიკურთან არანაირ კავშირში არ იყო. აქ თანამშრომლებიც და სტუდენტებიც ცხოვრობდნენ, შემდეგ წლებში კორპუსის ნაწილი პოლიტექნიკურს გადასცეს, ნაწილი მეტალუგრიის ინსტიტუტს დარჩა, 1997 წელს როცა პრივატიზების შესახებ შემოვიდა კანონი, იმ ადამიანებმა ვინც მანდ ცხოვრობდა ოფიციალურად დაიკანონა ფართი, არც ერთი კაცი არაა შესახლებული იმ ნაწილში, რომელიც პოლიტექნიკურს დარჩა. ანუ როგორ შეიძლება დამაბრალოთ მე ის რაც ჩემს დაბადებამდე მოხდა? ეს ხომ სირცხვილია! ინტერვიუში საუბარია რომ თურმე მე გავყიდე უნივერსიტეტის ფილიალები და ქონება. 2007 წელს შემოვიდა კანონი რომელიც უნივერსიტეტებს ფილიალების არსებობას უკრძალავდა, 2007 წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტიდან გავიდა ყველა ფილიალი, მე რა შუაში ვარ ამიხსენით რა... კიდევ ვიმეორებ მიიღეს კანონი და მეორეც , მე აქ 2009 წლიდან ვარ. სინდისი ხომ არსებობს, არა? კარგით რა... ეს ხომ ყველაფერი დოკუმენტებშია ასახული.
_ მაგრამ არაა დოკუმენტებში ასახული, მაგალითად დავით ბაქრაძის დისერტაციის შემქმნელები...
_ ბატონ ქევანიშვილს ასახელებს წიქარიშვილი. ქევანიშვილი არის მაღალი დონის სპეციალისტი, პროფესორი და ბატონმა გურამმა დაუწერა თუ არა ბატონ დავითს დისერტაცია, ეს ალბათ მას უნდა კითხოთ. 1998 წელს მოხდა ესო ამბობს წიქარიშვილი, მე რა შუაში ვარ გეკითხებით... აქ არის გარკვეული პირები... პირდაპირ გეტყვით 6 ადამიანია დაინტერესებული ამ ასე ვთქვათ არეულობით...
_ ვინ არიან?
_ ტექნიკური უნივერსიტეტიდან 6 ადამიანია, სტუდენტებიდან 4 სტუდენტი, ისინი ამით არიან დაინტერესებულები და აქვთ თავისი ინტერესები, როცა მათ ინტერესებს სერიოზული პრობლემა გაუჩნდა დაიწყეს პასკვილების ბეჭდვა. ესაა სულ... როდესაც საუბარია ზონდერებზე, დამისახელონ ვინ არიან ისინი. რა ვქნა გავაჩერო ყველაფერი? მობრძანდით ბატონო და გაჩვენებთ რა ხდება და როგორ ტექნიკურ უნივერსიტეტში?
_ კარგით, ბოლოს ის მითხარით თუ გავქთ ტექნიკურ უნივერსიტეტს ვინმესთან უღთიერთობა, რათქმა უნდა საერთაშორისო სპექტრს ვგულისხმობ.
_ მსოფლიოში წამყვან ორგანიზაციებთან. მარტო „ცერნი“ არის საკმარისი იმისათვის რომ ვთქვატ ტექნიკურ უნივერსიტეტში არის ბირთვული ინჟინერიის ცენრტი რომელიც ასრულებს „ცერნის“ სამ პროექტს წელიწადში, იგივე ხდება ბირთვული მიმართულებით გერმანიის იუნიხის ცენტრთან, იგივე მიართულებაა „ფოლცვაგენის“, „ნისანის“, „ბოინგის“ და „სიმენსის“ მიმართულებით. ნახეთ რა დონის ლაბორატორიებს ვაკეთებთ, ნახეთ რა ცვლილებებია ტექნიკურ უნივერისტეტში, ასე არ შეიძლება ლაპარაკი! ვერ იქნები მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციაბთან კოლაბორაციაში თუ არაფერს წარმოადგენ, ეს ხომ რეალობაა და ესეც ხომ დოკუმენტურადაა დადასტურებული. ზეპირად არ ვლაპარაკობ, დოკუმენტებით გელაპარაკებით. იგივე ხდება ფიზიკაში, მანქანათმშენებლობაში, არ დაგავიწყდეთ მთავარი, ოდესღაც, რასაც უყურებთ სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის გამოშვებული ინჟინრების შექმნილია, დღეს სამშენებლო მიმართულებით ლაბორატორია რომელიც ჩვენს მიერაა შექმნილი ექსპერტიზას „ჰილტონს“ რომ უკეთებს? მოვა „ჰილტონი“ შენთან საშენ მასალებზე და ასე შემდეგ ექსპერტიზის ჩასატარებლად თუ არაფერს წარმოადგენ? ის, რაც კეთდებოდა გერმანიასა და თურქეთში უკვე 2 წელია ტექნიკურ უნივერსიტეტში კეთდება... ასე ხომ არ სეიძლება ვიღაცას თავში რაღაც მოუვიდეს და თქვას? ერთი დოკუმენტი მაინც წარმოადგინოს წიქარიშვილმა და სხვებმა, სირცხვილია... საუბრობენ რატომ არის თამაზ სეფერთელაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში. სეფერთელაძე მხოლოდ „ცისფერი ტრიოა“? ნახეთ მისი ბიოგრაფია... კარგით რა, ყველაფერს აქვს საზღვარი. არ მომიყვანია არავინ ჩემი ნათესაობის გამო. ინტერვიუში ბატონი წიქარიშვილი საუბრობს რომ ყალბი დიპლომების დამზადებისათვის დაკავებული იქნა რამდენიმე პირი, არც ერთი არაა ჩვენი თანამშრომნელი! დაამზადეს კარგ აპარატურაზე კარგად გაყალბებული დიპლომები, არანაირი კავშირი ტექნიკურ უნივერსიტეტთან ამას არა აქვს, ესეც დოკუმენტებით შემიძლია დაგიდასტუროთ. არავინ გამიშვია პოლიტიკური ნიშნით, არავინ მიმიღია ნათესაური ნიშნით...

ნელი ვარდიაშვილი

გაზეთი "ქრონიკა+", 25.03.2014

იხ.: http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=2307911&name=25.03.2014+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge
 
 

ასევე:

  • რექტორის კომენტარი აქციასთან დაკავშირებით
  • გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრის მშენებლობა დაიწყო
  • დიზაინის საერთაშორისო სკოლა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი)
  • ენერგეტიკის სამინისტრომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში ტექნიკურ უნივერსიტეტში წარადგინა
  • სერგო თოფურიას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge