პროგრამირებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირადი პირველობა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პროგრამირებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირადი პირველობა სტუ
8-05-2014, 16:30
1-ელ ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ზედა კომპიუტერულ კლასში ჩატარდება პროგრამირებაში 2014 წლის სტუ-ის პირადი პირველობა. შეჯიბრება ჩატარდება იმავე წესებით, რა წესებითაც ტარდება უმაღლეს სასწავლებელთა შორის სტუდენტთა მსოფლიო ჩემპიონატები, ანუ, მონაწილეს ამოცანა შესრულებულად ჩაეთვლება მხოლოდ მაშინ, თუ იგი წარმატებულად გაივლის ყველა შეთავაზებულ ტესტს. შეჯიბრება გასტანს 3 საათს.

მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ანა ბუზალაძესთან, ან სტუდენტურ თვითმმართველობაში დავით სირბილაძესთან. დარეგისტრირების ბოლო ვადაა 16 მაისი.

შარშან ჩატარებულ სტუ-ის პირად პირველობაში მონაწილეობა მიიღო 22-მა სტუდენტმა. აქედან არანულოვანი შედეგი აჩვენა 10-მა სტუდენტმა, 5-მა ამოხსნა 2-2 ამოცანა, ხოლო კიდევ ხუთმა – ბოლომდე შეასრულა თითო თითო ამოცანა. დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, პირველი 5 ადგილი განაწილდა შემდეგი თანმიმდევრობით: გიორგი დარჩიაშვილი, უშანგი მიქელაძე, გურამ მიქიაშვილი, დავით სირბილაძე, ნოდარ დარჩიაშვილი. მომდევნო 5 ადგილი მონაწილეებმა დაიკავეს შემდეგი თანმიმდევრობით: დავით ვარამაშვილი, ლიდა ხუციშვილი, ლევან ზედელაშვილი, გიორგი მინდიაშვილი, ზურაბ დადიანი. ყველა ეს სტუდენტი წარმოადგენდა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს.

პროგრამირეაბში სტუ-ის პირადი პირველობის ჩატარების მიზნით შექმნილია საორგანიზაციო კომიტეტი აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით. ჟიურის თავმჯდომარეა პროფესორი ჰამლეტ მელაძე, ტექნიკურ კომიტეტს ხელმძღვანელობს პროფესორი ზურაბ წვერაიძე, ღონისძიების დირექტორია თეოდორე ზარქუა.

მსურველებს შეუძლია გაეცნოს შარშანდელი პირადი პირველობის ამოცანების პირობებს.

პროგრამირებაში სტუ-ის პირად პირველობას დამატებით ეკისრება ილია ვეკუას თასზე მერვე საერთაშორისო ოლიმპიდისთვის სტუ-ის ნაკრები გუნდების შემადგენლობების შერჩევის ფუნქცია.

აღსანიშნავია, რომ სტუ-ის პირადი პირველობა ეძღვნება პროფესორ იუზა ვერულავას ხსოვნას. იუზა შალვას ძე ვერულავა იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ”მშენებლობასა და არქიტექტურაში ავტომატიზებული პროექტირების” კათედრის დამაარსებელი და პირველი გემგე, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი. მრავალი წიგნისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
 
 

ასევე:

  • სტუ-ის 2014 წლის პირადი პირველობა პროგრამირებაში
  • სტუ-ის 2014 წლის ჩემპიონი პროგრამირებაში ნოდარ დარჩიაშვილი გახდა
  • 5 აპრილს ჩატარდება სტუ-ის 2015 წლის პირადი პირველობა პროგრამირებაში
  • ჩატარდა სტუ-ის პირადი პირველობა დაპროგრამებაში
  • დღეს ტარდება სამხრეთ კავკასიის ღია პირადი პირველობა პროგრამირებაში






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge