5 აპრილს ჩატარდება სტუ-ის 2015 წლის პირადი პირველობა პროგრამირებაში » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

5 აპრილს ჩატარდება სტუ-ის 2015 წლის პირადი პირველობა პროგრამირებაში სტუ
19-03-2015, 16:29
5 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ზედა კომპიუტერულ დარბაზში ჩატარდება სტუ-ის 2015 წლის პირადი პირველობა პროგრამირებაში.

შეჯიბრება დაიწყება 11:00-ზე და გასტანს 4 საათს. შეჯიბრება ჩატარდეება სტანდარტული ACM-ის წესებით, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეს ამოცანა ეთვლება შესრულებულად მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუ იგი გადის ყველა შეთავაზებულ ტესტს. მონაწილეთა რანჟირება ხდება შესრულებული ამოცანების რაოდენობის მიხედვით, ხოლო ამ მაჩვენებლით თანაბარი მონაწილეების რანჟირება კი მოხდება ჩაბარებულ ამოცანებზე ჯამურად დახარჯული წუთების მიხედვით (რაც ნაკლები, მით უკეთესი). ამ დროს, თუ ამოცანის ჩაბარებას წინ უძღოდა წარუმატებელი მცდელობები, თითო წარუმატებელ მცდელობაზე მონაწილე ჯარიმდება 20 წუთით (მიაქციეთ ყურადღება, რომ ჯარიმების დარიცხვა ხდება მხოლოდ წარმატებულად ჩაბარებულ ამოცანაზე). უფრო დაწვრილებით ACM-ის წესები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
http://neerc.ifmo.ru/information/contest-rules.html

ამოცანების ამოხსნა შესაძლებელი იქნება დაპროგრამების ენებზე C/C++ და Java.

ძირითად შეჯიბრებამდე მონაწილეებს შევთავაზებთ საცდელ ტურს, რათა გაეცნონ საშეჯიბრო სისტემას. გამოყენებული იქნება იგივე საშეჯიბრო სისტემა, რომელზედაც ტარდება საერთაშორისო ღია თასი.

საცდელი ტური დაიწყება შეჯიბრების დღეს 10:15-ზე და გასტანს 30 წუთს.

იმის გათვალისწინებით, რომ სტუ-ში არის რუსული სექტორი, წელს პიროვები იქნება როგორც ქართულად ასევე რუსულად.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ანა ბუზალაძესთან. ამისათვის მათ უნდა გაუგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე გზავნილი თემით ”სტუ-ს 2015 წლის პირველობა დაპროგრამებაში”, ხოლო თავად წერილში მიუთითონ გვარი, სახელი, ფაკულტეტი, კურსი, ჯგუფი და საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა და ტელეფონი).
ქ-ნ ანას ელ-ფოსტაა:
a.buzaladze@gtu.ge

მომავალი კვირიდან იგეგმება სპეციალური მეცადინეობები, რომლებზედაც გაირჩევა გასული წლების ოლიმპიადების ამოცანები.

შეგახსენებთ, რომ სტუ-ს 2013 წლის პირველობის გარამრჯვებული გახდა გიორგი დარჩიაშვილი, ხოლო 2014 წლის პირადი პირველობა მოიგო ნოდარ დარჩიაშვილმა.
 
 

ასევე:

  • პროგრამირებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირადი პირველობა
  • სტუ-ის 2014 წლის პირადი პირველობა პროგრამირებაში
  • ჩატარდა სტუ-ის პირადი პირველობა დაპროგრამებაში
  • სტუ-ის 2014 წლის ჩემპიონი პროგრამირებაში ნოდარ დარჩიაშვილი გახდა
  • დღეს ტარდება სამხრეთ კავკასიის ღია პირადი პირველობა პროგრამირებაში






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge