ჩატარდა სტუ-ის პირადი პირველობა დაპროგრამებაში » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ჩატარდა სტუ-ის პირადი პირველობა დაპროგრამებაში სტუ
6-04-2015, 12:32
ჩატარდა სტუ-ის პირადი პირველობა დაპროგრამებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ზედა კომპიუტერულ დარბაზში ჩატარდა სტუ-ის 2015 წლის პირადი პირველობა დაპროგრამებაში.

სტუ-ს 2015 წლის პირადი პირველობის დირექტორის თემურ ზარქუას განცხადებით, მონაწილეებს ჰქონდათ ყველა პირობა შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოსავლენად. შეჯიბრების დროს არ ჰქონია ადგილი არც ერთ საორგანიზაციო ან ტექნიკურ მტყუნებას.

სტუ-ის შარშანდელმა ჩემპიონმა, ნოდარ დარჩიაშვილმა, შეძლო ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება.

„სასიამოვნოა, რომ ეს ყმაწვილი წლიდან წლამდე აუმჯობესებს თავის შედეგებს. წელს მან 5 ამოცანა ამოხსნა ამოცანათა საკმაოდ რთული კომპლექტიდან (შარშანდელ და შარშანწინდელ გამარჯვებულებს ქონდათ ამოხსნილი, შესაბამისად, 4 და 2 ამოცანა)“, - განაცხადა თემურ ზარქუამ.

როგორც მან აღნიშნა, მაღალი კლასი დაადასტურა გამარჯვებულის ძმამ, გიორგი დარჩიაშვილმა (2013 წლის პირველობის გამარჯვებულმა). გიორგი დარჩიაშვილმა 3 ამოცანა ამოხსნა. თანაც იგი იყო ეღთადერთი, ვინც ამოხსნა საკმაოდ რთული მომენტების შემცველი ამოცანა D. გიორგი დარჩიაშვილი მეორე ადგილზე გავიდა.

მესამე ადგილი კი დაიკავა გამოცდილმა ოლიმპიელმა, დავით სირბილაძემ, რომელიც დაგვიანებით შეუერთდა ოლიმპიადის მონაწილეებს.

„გამარჯვებულთა შედეგები ცხადყოფს, რომ ისინი კარგ ფორმაში არიან, რაც გვაძლევს საფუძველს მათგან კარგ შედეგებს ველოდოთ ილია ვეკუას ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც წელს ჩატარდება 18-19 აპრილს“, - განაცხადა თემურ ზარქუამ.

მისი განცხადებით, სამწუხაროდ, რამდენიმე გამოცდილმა ოლიმპიელმა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ შეძლო წლევანდელ შეჯიბრებაში მონაწილეობა. მთლიანობაში, გამოჩნდა, რომ აუცილებელია საგანგებო ზომების გატარება, რათა მოხერხდეს დაპროგრამების სიღრმისეული შესწავლით დაინტერესებული უნარიანი სტუდენტების გამოვლენა და საოლიმპიადო მზადების პროცესში ჩართვა. როგორც ცნობილია, ოლიმპიადებში მონაწილეობის გამოცდილების მქონე ახალგაზრდებს შემდგომში თვისობრივად უკეთესი შესაძლებლობები ეძლევათ წარმატებული კარიერისთვის. გარდა ამისა, ეს დამატებითი მოტივატორია დაპროგრამების ციკლის საგნების სწავლების ხარისხის შემდგომი ამაღლებისთვის.

„უკვე ტრადაციად იქცა ასეთი შეჯიბრებების ორგანიზების მაღალი დონე, რაც, პირველ რიგში, შედეგია იმ ყურადღებისა, რასაც ავლენს ამ პროფილის ღონისძიებების მიმართ მთლიანად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელმძღვანელობა“, - განაცხადა თემურ ზარქუამ.
ჩატარდა სტუ-ის პირადი პირველობა დაპროგრამებაში



 
 

ასევე:

  • 5 აპრილს ჩატარდება სტუ-ის 2015 წლის პირადი პირველობა პროგრამირებაში
  • სტუ-ის 2014 წლის ჩემპიონი პროგრამირებაში ნოდარ დარჩიაშვილი გახდა
  • სტუ-ში გაიმართა სამხრეთ კავკასიის პირადი პირველობა პროგრამირებაში
  • პროგრამირებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირადი პირველობა
  • სტუ-ის 2014 წლის პირადი პირველობა პროგრამირებაში






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge