სტუ-ის 2014 წლის პირადი პირველობა პროგრამირებაში » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის 2014 წლის პირადი პირველობა პროგრამირებაში სტუ
31-05-2014, 09:14
1-ელ ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ზედა კომპიუტერულ კლასში ჩატარდება პროგრამირებაში 2014 წლის სტუ-ის პირადი პირველობა (პროფესორ იუზა ვერულავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2014 წლის პირადი პირველობა პროგრამირებაში). შეჯიბრება ჩატარდება იმავე წესებით, რა წესებითაც ტარდება უმაღლეს სასწავლებელთა შორის სტუდენტთა მსოფლიო ჩემპიონატები, ანუ მონაწილეს ამოცანა შესრულებულად ჩაეთვლება მხოლოდ მაშინ, თუ იგი წარმატებულად გაივლის ყველა შეთავაზებულ ტესტს. შეჯიბრება გასტანს 4 საათს. რეგლამენტით გათვალისწინებულია ძირითადი ტურის დაწყებამდე ე.წ. პრაქტიკული, ანუ საცდელი ტურის ჩატარება. საცდელი ტურის დანიშნულებაა, მონაწილეები გაეცნონ საშეჯიბრო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს შეჯიბრების პროცესში მონაწილეებისთვის მათ მიერ შესრულებული ამოცანების შესამოწმებლად გაგზავნას სერვერზე, შემოწმების შედეგების დაბრუნებას, საჭიროების შემთხვევაში, ჟიურისთან კავშირს და შეჯიბრების მიმდინარე მდგომარეობის ამსახველი მონიტორის წარმართვას.

მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ანა ბუზალაძესთან, ან სტუდენტურ თვითმმართველობაში დავით სირბილაძესთან. დარეგისტრირების ბოლო ვადაა 30 მაისი.

შარშან ჩატარებულ სტუ-ის პირად პირველობაში მონაწილეობა მიიღო 22-მა სტუდენტმა. აქედან არანულოვანი შედეგი აჩვენა 10-მა სტუდენტმა, 5-მა ამოხსნა 2-2 ამოცანა, ხოლო კიდევ ხუთმა – ბოლომდე შეასრულა თითო თითო ამოცანა. დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, პირველი 5 ადგილი განაწილდა შემდეგი თანმიმდევრობით: გიორგი დარჩიაშვილი, უშანგი მიქელაძე, გურამ მიქიაშვილი, დავით სირბილაძე, ნოდარ დარჩიაშვილი. მომდევნო 5 ადგილი მონაწილეებმა დაიკავეს შემდეგი თანმიმდევრობით: დავით ვარამაშვილი, ლიდა ხუციშვილი, ლევან ზედელაშვილი, გიორგი მინდიაშვილი, ზურაბ დადიანი. ყველა ეს სტუდენტი წარმოადგენდა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს.

პროგრამირეაბში სტუ-ის პირადი პირველობის ჩატარების მიზნით შექმნილია საორგანიზაციო კომიტეტი აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით. ჟიურის თავმჯდომარეა პროფესორი ჰამლეტ მელაძე, ტექნიკურ კომიტეტს ხელმძღვანელობს პროფესორი ზურაბ წვერაიძე, ღონისძიების დირექტორია თეოდორე ზარქუა.

პროგრამირებაში სტუ-ის წლევანდელ პირად პირველობას ჰყავს 2 მხარდამჭერი ორგანიზაცია. ესენია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე) და პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაცია.

მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ შარშანდელი პირადი პირველობის ამოცანების პირობებს. პროგრამირებაში სტუ-ის პირად პირველობას დამატებით ეკისრება დამდეგი სეზონის საერთაშორისო და რესპუბლიკური ოლიმპიდებისთვის სტუ-ის ნაკრები გუნდების შემადგენლობების შერჩევის ფუნქცია.

აღსანიშნავია, რომ სტუ-ის წლევანდელი პირადი პირველობა ეძღვნება პროფესორ იუზა ვერულავას ხსოვნას.

იუზა შალვას ძე ვერულავა იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ”მშენებლობასა და არქიტექტურაში ავტომატიზებული პროექტირების” კათედრის დამაარსებელი და პირველი გემგე, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი. მრავალი წიგნისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
 
 

ასევე:

  • პროგრამირებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირადი პირველობა
  • სტუ-ის 2014 წლის ჩემპიონი პროგრამირებაში ნოდარ დარჩიაშვილი გახდა
  • 5 აპრილს ჩატარდება სტუ-ის 2015 წლის პირადი პირველობა პროგრამირებაში
  • დღეს ტარდება სამხრეთ კავკასიის ღია პირადი პირველობა პროგრამირებაში
  • ჩატარდა სტუ-ის პირადი პირველობა დაპროგრამებაში






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge