|
29-09-2014, 17:02
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველკურსელი, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, მაგთიკომისგან ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. კომპანიის წარმომადგენელი სტუ-ის სტუდენტს ხვალ დააჯილდოებს.
მაგთიკომი სტუდენტებს და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. კომპანია ტრადიციას აგრძელებს და საუკეთესო სტუდენტებს სტიპენდიას ანიჭებს: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების 11 პირველკურსელი, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს, მაგთიკომისგან ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ყველა სტუდენტს და მოსწავლეს კი მაგთიკომი ბალის კლუბში იწვევს და ყოველთვე 100 მეგაბაიტით, 30 წუთით და 100 სმს-ით ასაჩუქრებს, ასევე სპეციალურ, შეღავათიან ტარიფსაც სთავაზობს. ბალის კლუბში გაწევრიანება უფასოა და 27 წლამდე ასაკის ნებისმიერი ახალგაზრდისათვისაა შესაძლებელი. „მაგთიკომი მუდმივად ზრუნავს თავის ახალგაზრდა მომხმარებლებზე და მათ საინტერესო სიახლეებს სთავაზობს“, - აცხადებენ კომპანიაში.
|
|