|
23-01-2010, 00:18
/GHN/ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 103 პროექტისა და ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული 31 პროექტისთვის ბიუჯეტიდან წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. 1000-ზე მეტი დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ შეფასებული პროექტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება სამეცნიერო სამეცნიერო საბჭომ 22 იანვარს დაამტკიცა. სამეცნიერო საგრანტო კონკურსებს ადმინისტრირებას სსიპ საქართველოს ეროვნული სამენციერო ფონდი უწევს. სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, რომელიც თავმჯდომარის რანგში სხდომას პირველად უძღვებოდა, განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეცნიერება განვითარდეს. "საგრანტო სისტემის შემოღებამ შესაძლებლობა მოგვცა, პროექტში ჩართული მეცნიერების ხელფასი მინიმუმ ოცჯერ გაიზარდოს. ამჟამად 350-ზე მეტ პროექტში ორი ათასზე მეტი მეცნიერი და ათასზე მეტი დამხამარე პერსონალია ჩართული. ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამეცნიერო კვლევების დაფინანსებაზე 20 მილიონ ლარამდე იხარჯება", - განაცხადა მინისტრმა. |
|