არჩილ ფრანგიშვილი რექტორთა საბჭოს გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

არჩილ ფრანგიშვილი რექტორთა საბჭოს გაფართოებულ სხდომაში მონაწილეობდა სიახლე
24-03-2015, 01:11
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორები მონაწილეობდნენ, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის: „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს“ პროექტი, რომელიც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან. ასევე იქნა განხილული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სწავლებისა და მეცნიერული კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტასა და მოგვარებას. საბჭომ ასევე იმსჯელა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის საკითხზე და სხვ.

რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხდება მოსაზრებების შეჯერება და მიიღება ერთობლივი გადაწყევტილებები. აღნიშნულ რეჯიმში საბჭო მომავალშიც გეგმავს შეხვედრების ორგანიზებას და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი თემების განხილვას.
 
 

ასევე:

  • დღეს ”ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს” პრეზენტაცია გაიმართება
  • ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება
  • საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ელექტრონული სწავლება დაინერგა
  • განათლების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო
  • უმაღლესი სასწავლებლები სახელმძღვანელოებს გამარტივებული წესით შეიძენენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge