საშემოდგომო სემესტრის მობილობაში მონაწილეობის უფლება 3510 სტუდენტს მიენიჭა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საშემოდგომო სემესტრის მობილობაში მონაწილეობის უფლება 3510 სტუდენტს მიენიჭა სიახლე
1-10-2015, 22:37
2015-16 წლების საშემოდგომო სემესტრის მობილობაში მონაწილეობის უფლება 3510 სტუდენტს მიენიჭა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის, ნინო წერეთელის ინფორმაციით, შემოდგომის სემესტრის მობილობაში მონაწილეობა 63 უმაღლესმა სასწავლებელმა მიიღო და 13 797 ვაკანტური ადგილი დარეგისტრირდა. აღნიშნული უნივერსიტეტებიდან 18 სახელმწიფო, ხოლო 45 კერძო უნივერსიტეტი იყო.

მისი თქმით, 5137 სტუდენტმა გააკეთა განაცხადი ელექტრონულ პორტალზე, რომელთაგან მხოლოდ 4254 მსურველს დაუდასტურდა განაცხადი. ამასთან, მისივე განმარტებით, ელექტრონული პოტრალი არ არის საბოლოო ვარიანტი, არამედ პროცესი შემდგომაც გრძელდება, რის საფუძველზეც, დადებითი დასკვნა საბოლოოდ 3510-მა სტუდენტმა მიიღო.
როგორც წერეთელმა “პირველ პრესკლუბში” განმარტა, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შედეგები 24 აგვისტოს დადო, რომლის მიხედვით, 2015-16 წლების საშემოდგომო სემესტრის მობილობის შედეგები ტოპ 5 ადგილის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

ყველაზე მეტი განაცხადი იქნა გაკეთებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტში – სეუ, თსუ ში და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ფაკულტეტების მიხედვით კი პირველი 5 ადგილი ასე გამოიყურება: პირველ ადგილს სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ იკავებს ბიზნესის მართვის ფაკულტეტით, შემდეგ მოდის ილიაუნის ბიზნესის სკოლა, შემდეგი ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია მეცნიერების და ხელოვნების ნფაკულტეტი, მეოთხე ადგილზეც იგივე უნივერსიტეტი გავიდა სამართლის სკოლადა ბოლო, მეხუთე ადგილზეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სატრანსპორტო და მანქანათშენებლობის ფაკულტეტით.

პროცენტულად ერთ ადგილზე ყველაზე დიდი კონკურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იყო – 1 ადგილზე 4 ადამიანით მედიცინის ფაკულტეტზე, შემდეგი იყო თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე ერთ ადგილაზე სამი ადამიანით, თეატრისა და კინოხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტსი კინოტელეხელოვნების ფაკულტეტზე მოდიოდა 3 ადამიანი და ასევე 3-3 ადამიანი იყო ილიას სამართლის სკოლასა და მეცნიერება და ხელოვნებაზე.

რაც შეეხება პროგრამების მიხედვით, პირველ ადგილას ყველაზე დიდი რაოდენობა
გამოცხადებული იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – ბიზნესსკოლა, შემდეგია ისევ ილიაუნი შემდეგი მიმართულებით, ესაა: ბიზნესის სკოლა, მეცნიერება და ხელოვნების ფაკულტეტი და სამართლის სკოლა. მეოთხე-მეხუთე ადგილასაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის და ინფორმატიკისა და მართვის სისტემები.

ყველაზე მაღალი კონკურსი თსუ-ს ეკონომიკა და ბიზნესის პროგრამაზე დაფიქსირდა, რომელზეც ერთ ადგილზე 5 ადამიანი მოდიოდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ასევე 5 ადამიანი, მერე მოდის კონსერვატორია - საშემსრულებლო 4 ადამიანი ერთ ვაკანტურ ადგილზე, თსუ მეორდება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერები და ბოლოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის პროგრამაზე ერთ ადგილას 4 ადამიანი იყო.

რაც შეეხება იმას, თუ სად გადავიდა და საიდან გადმოვიდა ყველაზე მეტი სტუდენტი,
უნივერსიტეტები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

ყველაზე მეტი გადავიდა სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტიდან სეუ – 670 სტუდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 484, მესამე ადგილზე გავიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 312 სტუდენტით , სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 214 და ბოლო არის თსუ 167 სტუდენტით. სტუდენტების ყველაზე დიდი რაოდენობა კი გავიდა თსუ-დან – 697 სტუდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან – 280 სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან- 179, ხოლო კავკასიის უნივერსიტეტიდან 116 სტუდენტი გადავიდა.

როგორც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსმა, ნინო წერეთელმა განმარტა, აღნიშნული რიცხვები ოდნავ შეიძლება შეიცვლება მას შემდეგ, რაც მობილობის პროცესი 10 ოქტომბერს მთლიანად დამთავრდება.
კანონმდებლობით ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორე უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტებს გადასვლის უფლება წელლიწადში ორჯერ აქვთ. მობილობის პროცესი 3 ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი ესაა – უნივერსიტეტების მიერ ვაკანტური ადგილების დარეგისტრირება, მეორე ეტაპი -თავად სტუდენტების მიერ ელექტრონულ პორტალზე განაცხადის განთავსება და ბოლო ეტაპია, როდესაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შედეგად დადებით ან უარყოფით დასკვნას გასცემს თითოეულ სტუდენტთან მიმართებით.
 
 

ასევე:

  • სტუდენტთა მობილობის მოთხოვნის მხრივ, სტუ მეორე ადგილზეა
  • მობილობის პროცედურა დაიწყო
  • მობილობის პროცედურა დაიწყო
  • სააბიტურიენტო განაცხადების მიხედვით სტუ ლიდერობს
  • „შემოდგომის ლეგენდა 2011“–ის პირველი ტური დასრულდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge