|
25-03-2010, 14:21
საინჟინრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჭაბურღილების ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიის კათედრის ( # 88 ) დამაარსებელსა და ამჟამად ამავე სახელწოდების მიმართულების ხელმძღვანელს, ირაკლი გოგუაძეს, უნივერსიტეტში მოღვაწეობის 55 წელი უსრულდება.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ წარმოებაში მუშაობდა. პრაქტიკულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებების გამო, მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ლაბორანტის თანამდებობით დაიწყო მუშაობა და წლების შემდეგ პროფესორი გახდა. მუშაობდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე – დეკანის მოადგილიდან პრორექტორამდე. ირაკლი გოგუაძის უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის III კორპუსი, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი საბურთალოზე, ნუცუბიძის პლატოზე, საწარმოო ბაზა, “შახტა-ლაბორატორია” და მრავალი სხვა ნაგებობა.
ირაკლი გოგუაძემ ჩამოაყალიბა დააარსა საკმაოდ ძლიერი და წარმატებული კათედრა. თავად არის მრავალი შრომის, სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი, გამოქვეყნებული აქვს 170 სამეცნიერო ნაშრომი. ირაკლი გოგუაძემ დააფუძნა ჟურნალი “საქართველოს ნავთობი და გაზი”.
სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კოლექტივი ულოცავს ირაკლი გოგუაძეს საიუბილეო თარიღს და მადლობას უხდის შეუპოვარი გარჯისთვის ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში.
“ვულოცავთ პროფესორ ირაკლი გოგუაძეს სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავს. Mისი გამოცდილება ძვირფასია ყოველი ჩვენგანისთვის. მივესალმებით და ვუსურვებთ ჯანმრთელობას”, _ ნათქვამია მისალოც წერილში. |
|