ამერიკელები “მფრინავ Humvee“-ს აწყობენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ამერიკელები “მფრინავ Humvee“-ს აწყობენ ტექნოლოგიები
19-07-2010, 17:03
2010 წლის დასაწყისში სამეცნიერო-კვლევითმა სააგენტომ (Defense Advanced Research Projects Agency, DARPA), ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი “მფრინავი Humvee“-ის შექმნაზე, რომელიც ოთხ მეომარს იტევს. ეს არის მოწყობილობა ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის შესაძლებლობლობით, რომელსაც ასევე მიწაზე სიარულის შესაძლებლობა აქვს — როგორც ტრასაზე, ისევე ცუდ გზებზე.

ფირმა AVX Aircraft-მა ფორტ-უორტიდან (ტეხასის შტატი) წარმოადგინა თავისი პროექტი. მოწყობილობას აქვს ორი დიდი პროპელერი. ეს დიდი პროპელერები მიწაზე დაშვებისას იკეცება, რაც ძალიან კომპაქტურია; ვერტალიოტის მანქანად ტრანსფორმირებას სულ რაღაც ერთი წუთი სჭირდება.

AVX Aircraft მანქანის მონაცემები ასეთია: მაქსიმალური ტვირთის რაოდენობა — 472კგ, ფრენის მანძილი 402კმ, მაქსიმალური სიჩქარე მიწაზე — 129კმ/სთ, ჰაერში 225კმ/სთ, მაქს. ფრენის სიმაღლე — 3კმ.

AVX — DARPA-ის მეორე კონკურსანტია. პირველი იყო კომპანია Logi Aerospace. მან წარმოადგინა ნამუშევარი, რომელიც შექმნილია ნახშირბადის ქსოვილებისგან და მისი სახელია Tyrannos. ეს არის მოწყობილობა დასაკეცი ფრთებით, მაქსიმალური ტვირთის რაოდენობა 500კგ (817 კგ ჰორიზონტალური აფრენისას), ფრენის ფრენის მანძილი - 463კმ, მიწაზე მაქსიმალური სოსწრაფე მიწაზე — 93კმ/სთ ჰაერში — 250კმ/სთ მაქსიმალური ფრენის სიმაღლე 3კმ. Tyrannos AVR-ისგან განსხვავებით, აქვს ავტოპილოტით აფრენისა და დაჯდომის შესაძლებლობა.

“მფრინავი Humvee”-ის გამოყენება ყველაზე უკეთ შეიძლება დიდ ქალაქებში არეულობების ჩასახშობად; არც ისე ძლიერი ბრონი მანქანას ადვილად ხელმისაწვდომს ხდის აფრენისას და დაბალ სიჩქარეზე ფრენისას.

იმის მიუხედავად, რომ Logi Aerospace უფრო მძიმე და ძვირიცაა, მას აქვს დიდი პროპაგანდულ-კინომატოგრაფიული პოტენციალი — თავის ჰორიზონტალური აფრენის შესაძლებლობით, მას მხოლოდ 54-მეტრიანი სწორი ზედაპირი სჭირდება.
 
 

ასევე:

  • მზის ბატარეებიანი აპარატი კვირაზე მეტია, მიწაზე დაუშვებლად დაფრინავს
  • სტუ-ში პატრიარქის წმინდა მიწაზე მოგზაურობის ამსახველი ფილმის ჩვენება გაიმართება
  • ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
  • გამოცდების ქულებისა და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება
  • გამოცდის პირველ სესიაზე 335 აბიტურიენტი არ გამოცხადდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge