|
31-07-2010, 22:03
მსოფლიოში პირველი პატენტის გაცემიდან 220 წელი გავიდა. პირველი პატენტი 1790 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიცა.
პატენტი ექსკლუზიური უფლებების პაკეტია, რომელსაც სახელმწიფო ანიჭებს პირს (როგორც წესი გამომგონებელს) დროის გარვეული ფიქსირებული პერიოდის განმავლობაში. იგი ასევე მოიცავს გამოგონების შესახებ გარკვეული დეტალების, მეთოდის, პროცესისა და შემადგენლობის საზოგადოებისთვის გამხელას.
ექსკლუზიური უფლებები მინიჭებული პატენტის მფლობელისთვის უკრძალავს სხვებს დაპატენტებული გამოგონების შექმნას, გამოყენებას ან გაყიდვას. პატენტის მფლობელმაც გარკვეული პირობები უნდა დაიცვას ადგილობრივი საპატენტო კონანმდებლობის მიხედვით. მაგალითად, ფარმაცევტულმა კომპანიამ შეიძლება პატენტი მიიღოს ახალი სამედიცინო პრეპარატისთვის, მაგრამ ვერ შეძლებს მის მარკეტინგს სპეციალური სამედიცინო ნებართვის მიღების გარეშე; ან კიდევ გამომგონებელმა შეიძლება გააუმჯობეოს ლაზერის გარკვეული სახეობა, თუმცა ვერ შეძლებს გაუმჯობესებული დიზაინის გაყიდვას ძველი უფრო ვრცელი პატენტის მფლობელისგან ლიცენზიის მიუღებლად.
ტერმინი ”პატენტი” მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან პატერე, რომელიც ნიშნავს ”გახსნილად მყოფს” (ანუ საზოგადოებისთვის მისაწვდომს). |
|