"ქართველთა ერთობის ტრაქტატს" სამების ტაძარში გადაიტანენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"ქართველთა ერთობის ტრაქტატს" სამების ტაძარში გადაიტანენ სიახლე
15-10-2009, 13:30
[ghn] 18 ოქტომბერს "ქართველთა ერთობის ტრაქტატს" სამების საკათედრო ტაძარში გადაიტანენ. ტრაქტატის ასლი კი საქართველოსa da მსოფლიოში არსებულ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში გადაიგზავნება.

ივერიელთა ახალ ტრაქტატზე ხელისმოწერა საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ყველა ქართველს შეუძლია. ხელმოწერილ დოკუმენტს მომავალ წელს, ისევ სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, პატრიარქი აკურთხებს.

შეგახსენებთ, რომ "ქართველთა ერთობის ახალი ტრაქტატის" მიღების ინიციატივა თავას საქართველოს პატრიარქს ეკუთვნის. ილია მეორემ 14 oqtombers, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის ტაძარში ჩატარებული წირვის შემდეგ გამართული ქადაგებისას მრევლს ტრაქტატის ხელმოწერისკენ მოუწოდა.

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ლოცვა-კურთხევით, მსგავსად "ივერიელთა ერთობის ტრაქტატისა” (1790 წ.), შეიქმნა "ღვთისმშობლის წილხვედრი სრულიად საქართველოს და ყოველთა ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი" (2009-2010 წწ.).

"ვინაიდან ივერიის ყოველნი მკვიდრნი, მცხოვრებნი აფხაზეთს, აჭარას, გურიას, თუშეთს, იმერეთს, კახეთს, ლაზეთს, მესხეთს, მთიულეთს, ოდიშს, რაჭა-ლეჩხუმს, სვანეთს, ფშავ-ხევსურეთს, ქართლს, ხევსა და ჰერეთს და ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამოძმენი ვართ შთამომავალნი ერთი წინაპრისა, საუკუნეთა წინ ერთ ერად ჩამოყალიბებულნი, მრავალფეროვნებით გამორჩეული ერთი ენისა და კულტურის მქონენი, ნათესაობითა და მოყვრობით შესისხლხორცებულნი და ასევე ამ ქვეყნის გულშემატკივარი ყოველნი შვილნი მისნი და თანამდგომნი, საქვეყნოდ ვაცხადებთ: კვლავაც განვამტკიცებთ ჩვენს საუკუნო ერთობას და ყოვლადძლიერი ღმერთის სახელით აღვუთქვამთ საქართველოს ერთგულებას, ერთმანეთს კი _ მტკიცე თანადგომასა და სიყვარულს, გამოხატულს ჩვენსა აზრსა და ქმედებაში, რათა თითოეულმა ჩვენგანმა, გმირი წინაპრების მსგავსად, დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი და ტრადიციები, ჩვენი თავისუფლება და ღირსება", _ ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც პატრიარქმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებული ლიტურგიის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა "ერს უნდა ახსოვდეს, რამ გადაარჩინა".

"ჩვენ გადაგვარჩინა ერთობამ, ერთსულოვნებამ. ჩვენ ვართ სისხლი და ხორცი დავით წინასწარმეტყველისა, თამარ მეფისა და სხვა ჩვენი წინაპრებისა. ჩვენ გვიცავს ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ინტელექტუალური ფასეულობა. დღეს კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ, რომ ვართ ერთი სისხლი და ხორცი და მუდამ ერთად ვიქნებით", - ბრძანა უწმინდესმა.

"ქართველთა ერთობის ტრაქტატი" სვეტიცხოველში მეუფე დანიელმა წაიკითხა. ტრაქტატში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყველა კუთხის მცხოვრებელი, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფნი, ტრაქტატზე ხელმოწერით აღუთქვამენ საქართველოს ერთგულებას და თანადგომას და დაიცავენ ქვეყნის მიწა-წყალს და მის ღირსებას.

ტრაქტატს პირველმა თავად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მოაწერა ხელი.
 
 

ასევე:

  • პატრიარქმა შვილმკვდარ დედებს ძაძების გახდისკენ მოუწოდა
  • პატრიარქმა ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა
  • საქართველოს ეკლესიისა და ტაძრების შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ
  • პატრიარქმა მრევლს ურთიერთშენდობისკენ მოუწოდა
  • დღეს სვეტიცხოვლობაა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge