|
7-10-2010, 00:34
7 ოქტომბერს, 10.30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე კორპორაცია “ინტელის’’ წარმომადგენელ რობერტ ფოგელთან ერთად გამართავს ბრიფინგს თემაზე “კომპიუტერი ყველასთვის’’. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს კომპიუტერებისა და ნოუთბუქების ხელმისაწვდომობას. ნებისმიერ ადამიანს საშუალება ექნება კომპიუტერი დღეში მხოლოდ ერთ ლარად შეიძინოს.
პრესკონფერენციას ასევე დაესწრებიან კომპანია „ალგორითმის’’, „ალტასა’’ და „ტაოპრივატბანკის’’ წარმომადგენლები. |
|