|
8-10-2010, 03:52
დღეიდან, 8 ოქტომბრიდან, კიბერდანაშაულზე გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმები ძალში შედის. საკანონმდებლო ცვლილებებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იურიდიულ პირებზედაც გავრცელდება, რაც მათ ლიკვიდაციას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ჯარიმას ან ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლებრივი დანაშაულად ჩაითვლება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შესვლა, ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის პაროლით და კერძო კომუნიკაციის გაცნობა. იკრძალება კერძო საუბრის გარკვევის მიზნით კომპიუტერული პროგრამის, კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისთვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება. ასევე კომპიუტერულ სისტემაში კერძო ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება.
სამ წლამდე პატიმრობით შეიძლება დაისაჯოს კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება ან გავრცელება. აღნიშნული ქმედებებისთვის დაისჯებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. ghn.ge |
|