ბათუმში ლექსებისა და მინიატიურების გამოფენა გაიმართა კონკურსანტები და მსმენელ-დამთვალიერებლები სტენდებზე გამოკრულ საკონკურსო ლექსებს ეცნობოდნენ, მსჯელობენ და ფავორიტებსაც იქვე ირჩევენ.
ლექსებისა და 100-სიტყვიანი მინიატიურების გამოფენა ბათუმში უკვე მესამე წელია ტარდება და მას ლიტერატურული ფორუმის სახე აქვს. 2 დღის განმავლობაში ახალგაზრდა პოეტები და პროზაიკოსები საქართველოს ყველა კუთხიდან, ერთმანეთის ნააზრევს ეცნობიან.
როგორც მწერალმა დათო ტურაშვილმა აღნიშნა, მწერალთა თაობები ისე იზრდებოდნენ საქართველოში, ერთმანეთს არ იცნობდნენ, მათი ერთადერთი შეხვედრის ადგილი თბილისი იყო. ასეთი ფორუმები კი, პირველ რიგში, მწერალთა გაცნობასა და დამეგობრებას ემსახურება. ხოლო როცა მსგავსი სახის შეხვედრები თუ ფესტივალები დედაქალაქის გარეთ იწყებს დამკვიდრებას, ეს სხვა თუ არაფერი, ერთიანი საქართველოს აღქმაში გვეხმარება.
წლევანდელი გამოფენაზე 78 ლექსი და 46 პროზაული მინიატიურა იყო წარმოდგენული. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ნინო ქოქოსაძე 100-სიტყვიანი მინიატურით "ლიდია~ და ნიკა ჩერქეზიშვილი, ლექსით "შალის წინდები~. მეორე-მესამე ადგილები ასე განაწილდა: მარი თინაშვილი, თამთა რეხვიაშვილი, დიმიტრი ბახუტაშვილი, გიორგი არაბული.
ბათუმის ლექსების გამოფენის შესახებ ინფორმაცია ლიტერატურულ საიტებზე დაახლოებით თვე-ნახევრის წინ გავრცელდა. დასახელდა 7-კაციანი ჟიურიც: პოეტები ნინო გოგიაშვილი, გიო საჯაია, ემზარ კვიცარიძე, ერეკლე საღლიანი, მწერალი დატო ტურაშვილი, ჟურნალ "ჭოროხის~ რედაქტორი სანდრო ბერიძე და სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია.