|
6-01-2011, 02:41
2011 წელს მთავრობის პრიორიტეტი კვლავ განათლება, ჯანდაცვის სექტორი და ეონომიკის "ახალი კურსი" იქნება, _ ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინსტრმა ნიკოლოზ გილაურმა გააკეთა.
მისი განმარტებით, 2010 წელს მთავრობის მთავარი ფოკუსი განათლება, ჯანდაცვის სექტორი და ეკონომიკის ახალი კურსი იყო და ზუსტად იგივე იქნება 2011 წელშიც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2010 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ 2010 წლის ფონზე 2011 წელი უფრო წარმატებული იქნება.
"2010 წელი წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით რთული იყო, თუმცა იყო საკმაოდ წარმატებულიც. 2010 წელს ეკონომიკის ზრდა ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდერე ამას ჩვენ და საერთაშორისო ექსპერტები ვვარაუდობდით", _ განაცხადა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრი აღიარებს, რომ 2001 წელს ინფლაციური ზეწოლაც მაღალი იყო.
"2010 წელს ინფლაციური ზეწოლა იყო მაღალი, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია ზოგადად ეკონომიკაზე", - განაცხადა გილაურმა. ghn |
|