« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
კონკურს "წეროს" გამარჯვებულები გამოვლინდნენ |
კულტურა, სპორტი |
|
|
მოზარდ მაყურებელთა თეატრში ლიტერატურულ კონკურს "წეროს" გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსის მთავარი პრიზი _ ვერცხლის წერო და 2 000 ლარი მიიღო მარიამ ბექაურმა, მოთხრობისთვის "ბავშვობა, როგორც სინამდვილეში", II ადგილი და 1 000 ლარი _ ალეკო ცქიტიშვილმა, მოთხრობისთვის "მთაზე ასვლა", ხოლო III ადგილი და 500 ლარი _ თეა თოფურიამ, მოთხრობისთვის "Disappearance". სპეციალური პრიზები მიენიჭათ, აგრეთვე, რეზო ნასარიძეს, მოთხრობისთვის "იობის წიგნი", ფირცხალავას, მოთხრობისთვის "ბარონია". მკითხველის პრიზი, ასლარიანი ვაუჩერი წიგნის მაღაზიათა ქსელში, ლელა კოდალაშვილმა მიიღო. ამას გარდა, ოთხი აქტიური მკითხველი 50-50-ლარიანი ვაუჩერებით დაჯილდოვდა |
|
|
ბათუმში "სიყვარულის ქანდაკება" გაიხსნება |
სიახლე, კულტურა, სპორტი |
|
|
ბათუმში "სიყვარულის ქანდაკება" გაიხსნება. ქალისა და მამაკაცის მოძრავი ქანდაკება სანაპიროზე, ქალაქის შემოსასვლელში დგას. 7-მეტრიანი სკულპტურა 8-10 წუთის ინტერვალით მოძრაობს. მისი ავტორი მხატვარი თამარ კვესიტაძეა. სკულპტურა მუდმივი მოძრაობის, სიყვარულისა და ერთიანობის გამომხატველია და 2007 წელს ვენეციის ბიენალეზე მოწონება დაიმსახურა |
|
|
19 წლამდე ქართველ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია |
კულტურა, სპორტი |
|
|
30 ოქტომბერს 19 წლამდე ქართველ მორაგბეთა ნაკრებმა ბელგიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 40:7 დაამარცხა. როგორც ცნობილია, ქართველი 19 წლამდელებმა ფინალში მოსახვედრად პორტუგალიელი თანატოლები ანგარიშით 27-3, ხოლო ნახევრაფინალში რუმინელ თანატოლებს ანგარიშით 29:3 მოუგეს. რუსეთის ნაკრებმა ნახევარფინალი ბელგიელებს 23:11 მოუგო |
|
|
29 ოქტომბერი ასურელი მამების ხსენების დღეა |
კულტურა, სპორტი |
|
|
29 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია ცამეტი ასურელი მამის ხსენების დღეს აღნიშნავს. VI საუკუნის შუა წლებში საქართველოში ქ. ანტიოქიდან მოვიდა სახელგანთქმული სირიელი საეკლესიო მოღვაწე იოანე ზედაზნელი და თან მოიყვანა მრავალი მოწაფე (ასურელი მამები). ზედაზნის მონასტრის დამაარსებელი იოანე ზედაზნელი ჯერ მცხეთაში ცხოვრობდა, შემდეგ მცხეთის მახლობლად, მდინარე არაგვის გაღმა, ზედაზნის მთაზე ააშენა მონასტერი, საიდანაც თავისი მოწაფეები დაგზავნა ქართლისა და კახეთის მხარეებში ქრისტიანობის გასამტკიცებლად და გასავრცელებლად, ეკლესია-მონასტრების დასაარსებლად |
|
|
ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გალაკონცერტი გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
3 ნოემბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორგანიზებით, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გალაკონცერტი გაიმართება. გალაკონცერტს ვიაჩესლავ ბორტნოვსკი უდირიჟორებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი და მომღერლები: ირმა ბერძენიშვილი, სულხან გველესიანი, ირაკლი კახიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, მარიკა მაჩიტიძე, ელენა პუტილოვა, ირინე რატიანი, ინგა ჯახუტაშვილი |
|
|
"გალას" გამარჯვებულები დასახელდნენ |
კულტურა, სპორტი |
|
|
ლიტერატურული კონკურსის, "გალას" გამარჯვებულები დასახელდნენ. ჟიურიმ 24 გამომცემლობიდან შემოსული 120 წიგნიდან გამარჯვებულები 6 ნომინაციაში გამოავლინა. ნომინაციაში წლის წიგნი გაიმარჯვა ზურაბ ლეჟავამ _ "ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში" ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"). ამ ნომინაციაში გამარჯვებული ზურაბ ლეჟავა კულტურის სამინისტროსგან დამატებით საჩუქრად საწერ მაგიდას მიიღებს. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა, რომელმაც წლის წიგნის ნომინაციაში გამარჯვებული დაასახელა. თარგმნილი წიგნის ნომინაციაში გიმარჯვა ლია ჩლაიძემ ორჰან ფამუქის _ "მე მქვია წითელის" თარგმნისთვის ("ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა") |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|