« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
დღეს 82 წლის ასაკში ბიძინა კვერნაძე გარდაიცვალა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 8 ივლისს, 82 წლის ასაკში ქართველ კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე გარდაიცვალა. როდის და სად დაკრძალავენ ქართველ კომპოზიტორს, ჯერჯერობით უცნობია. ბიძინა კვერნაძე დაიბადა 1928 წელს 29 ივლისს ქ. სიღნაღში. 1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება; 1981 წელს ზაქარია ფალიაშვილის, ხოლო 1985 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი გახდა. 1996 წელს - თბილისის საპატიო მოქალაქე. 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2003 წელს, თბილისში ფილარმონიის წინ, ბიძინა კვერნაძის სახ. ვარსკვლავი გაიხსნა |
|
|
ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
7 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემელი, სახარებების (მათე, მარკოზი) თანახმად, იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი, რომელმაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა. ცხოვრობდა უდაბნოში (ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის ელიას მსგავსად), ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა მონანიებისაკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, აგრეთვე იესო ქრისტე მდ. იორდანეში |
|
|
ლიტერატურულ კონკურს "საბას" გამარჯვებულები გამოვლინდნენ |
კულტურა, სპორტი |
|
|
“თიბისი ბანკში” ლიტერატურულ კონკურს "საბას" მერვე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წლის საუკეთესო პოეტურ კრებულად დასახელდა ზვიად რატიანის "ნეგატივი" ("დიოგენე"); წლის საუკეთესო პროზაულ კრებულად _ კოტე ჯანდიერის "კონკიას ღამე" ("დიოგენე"); წლის საუკეთესო რომანად _ ნაირა გელაშვილის "პირველი 2 წრე" ("კავკასიური სახლი"); წლის საუკეთესო დებიუტად _ მაკა ლდოკონენის - "ქიშმიშიანი ამბები" ("დიოგენე"); წლის საუკეთესო პიესად _ თამარ ბართაიას "მთავარი როლი" ("დიოგენე"); წლის საუკეთესო თარგმანად _ მანანა ღარიბაშვილის გაიუს ვალერიუს კატულუსი - "ლექსების წიგნი", ("ლოგოსი"), წლის საუკეთესო კრიტიკად, ესეისტიკად და დოკუმენტური პროზად _ ზურაბ ქარუმიძის "ჯაზის ცხოვრება" ("სიესტა"). ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლიტერატურული პრემია "საბა" გადაეცა მწერალს გურამ დოჩანაშვილს |
|
|
ხელოვნების მუზეუმში ქართველი ებრაელების ისტორიისა და კულტურის ამსახველი გამოფენა გაიხსნება |
კულტურა, სპორტი |
|
|
4 ივლისს ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება გამოფენა "ქართველი ებრაელები _ მათი ისტორია და კულტურა". გამოფენა იერუსალიმის ბენ ცვის ებრაული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას ეძღვნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და მცხეთის მუზეუმში დაცული ქართველ ებრაელთა უძველესი ისტორიისა და კულტურის ამსახველი ასზე მეტი ძეგლი: ფერწერული და გრაფიკული ტილოები, ეროვნული სამოსი, ფოტოები, საკულტო-რელიგიური და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი |
|
|
ეკლესია ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 26 ივნისს, მართლმადიდებელი ეკლესია ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავს. მწიგნობარი, მესტამბე, განმანათლებელი, პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე, ვლახეთის მიტროპოლიტი (1708 წელს), წარმოშობით ქართველი ანთიმოზ (ანთიმ) ივერიელი 1650 (სხვა ვერსიით 1660) წელს დაიბადა. საქართველოდან გადაცებული და კონსტანტინოპოლს მონად გაყიდული მოხვდა ვლახეთში, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმად, ანთიმოზ ივერიელი საქართველოდან იმ ასაკისა გაიტაცეს, როცა სავსებით ჩამოყალიბებული პიროვნება იყო |
|
|
ახაშენში ღვთისმშობლის ფრესკა აღმოაჩინეს |
კულტურა, სპორტი |
|
|
გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, სვეტიცხოვლის სახელობის ერთნავიანი დარბაზული ეკლესიის საკურთხეველში, ღვთისმშობლის ფრესკა აღმოჩნდა. ეკლესია მე-15-16 საუკუნის ძეგლია. ამის შესახებ “კახეთის საინფორმაციო ცენტრში” აცხადებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, ფრესკა მეცნიერულ შესწავლას და გამოკვლევას საჭიროებს |
|
|
დღეს რუსულ-ქართული ფესტივალი გაიხსნება |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 20 ივნისს, გაიხსნება IV საერთაშორისო რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალი "პოეზიის სამყარო - სამყარო ომის გარეშე". ფესტივალი ზედიზედ მეოთხედ ტარდება. ორგანიზატორები არიან საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "რუსული კლუბი" და რუს მწერალთა საერთაშორისო ფედერაცია. მისალმება ფესტივალის მისამართით გაგზავნეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარმა ილია II-მ და მოსკოვისა და სრულსად რუსეთის პატრიარქმა კირილემ |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|