« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტები დაასახელეს |
კულტურა, სპორტი |
|
|
ლიტერატურული კონკურსი „საბას” პირველი ეტაპი დასრულდა _ კონკურსის ჟიურიმ „საბას” წლევანდელი ფინალისტები გამოავლინა. ავტორებისა და გამომცემლობების მიერ კონკურსზე წარმოდგენილი 140 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე 39 საუკეთესო მოხვდა. ივნისის მიწურულს თიბისი ბანკში “საბას” მერვე დაჯილდოება საზეიმოდ გაიმართება. „საბას” პრიზსა და ფულად პრემიებს 2009 წლის საუკეთესო წიგნების ავტორები მიიღებენ |
|
|
თბილისში სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ამირანი" გაიხსნა |
კულტურა, სპორტი |
|
|
თბილისში, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ამირანი" გაიხსნა. საზეიმო გახსნის ცერემონიალზე აღინიშნა, რომ ფესტივალში მონაწილეობს 57 ფილმი მსოფლიოს 14 ქვეყნიდან: სამხრეთ აფრიკა, ბულგარეთი, ჩინეთი, კუბა, ესპანეთი, გერმანია, უნგრეთი, ხაზახეთი, ლიბანი, ლიტვა, პოლონეთი, პორტუგალია, უკრაინა და საქართველო |
|
|
ბათუმში "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა მოეწყობა |
კულტურა, სპორტი |
|
|
17 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-ის ინიციატივით, "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა მოეწყობა. წლევანდელი ღონისძიების დევიზია: "ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა." "ვეფხისტყაოსნის" კითხვაში მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი მიიღებს: სტუდენტები, მათ შორის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სკოლის მოსწავლეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დამსვენებლები, თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან ჩასული სტუმრები |
|
|
ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 106 და გარდაცვალებიდან 57 წელი შესრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
14 ივნისს ქართველი კინომსახიობის, ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 106 და გარდაცვალებიდან 57 წელი შესრულდა. ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს ვარშავაში დაიბადა და 1953 წლის 14 ივნისს, თავისივე დაბადების დღეზე, ავიაკატასტროფის დროს გარდაიცვალა. 18:30 საათზე საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დავით არსენიშვილის საგამოფენო დარბაზში ნატო ვაჩნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება |
|
|
მსოფლიო ჩემპიონატი 2010 იწყება |
კულტურა, სპორტი |
|
|
11 ივნისს სამხრეთ აფრიკაში ფეხბურთში მე-19 მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. მუნდიალი ზუსტად ერთ თვეს გასტანს და 11 ივლისს დასრულდება. მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი სამხრეთ აფრიკისა და მექსიკის ნაკრები გუნდების შეხვედრით გაიხსნება, რომელიც 11 ივნისს, თბილისის დროით, 18:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩი სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგში, "სოკერ-სიტის" სტადიონზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ამავე სტადიონზე ჩატარდება ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი და 11 ივლისს გასამართი ფინალური მატჩი |
|
|
რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას საიუბილეო ალბომის პრეზენტაცია გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 9 ივნისს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რეჟისორ რობერტ სტურუას საიუბილეო ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აცხადებენ, ალბომი "რობერ სტურუა" ორი ტომისგან შედგება და მასში რეჟისორი წინაპრებზე, ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან ეტაპებზე, შემოქმედებით ძიებებსა და აღმოჩენებზე იუმორით ყვება |
|
|
“საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი” კონკურსს აცხადებს |
კულტურა, სპორტი |
|
|
“საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი” აცხადებს საბავშვო წიგნის კონკურსს “ბავშვების რჩეული-2009”. კონკურსის წესების თანახმად, ჟიურის წევრები ბავშვები იქნებიან. მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს შეუძლია (3-6 კლასი). კონკურსის ორგანიზატორთა განცხადებით, ბავშვებმა უნდა წაიკითხონ 2009 წელს გამოცემული ქართული საბავშვო წიგნები და დაასახელონ საუკეთესო |
|
|
გერმანიაში თომას მანის იუბილეს აღნიშნავენ |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 6 ივნისს, გერმანიაში თომას მანის დაბადებიდან 135 წლის იუბილეს აღნიშნავენ. დიდი გერმანელი მწერალი, ესეისტი, ეპიკური რომანების ოსტატი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში(1929) პაულ თომას მანი 1875 წელს გერმანიაში, ლიუბეკში დაიბადა. იგი იყო არანაკლებ ცნობილი მწერლის, ჰაინრიხ მანის ძმა და მწერალ კლაუს მანისა და მწერალ და მსახიობ ერიკა მანის მამა |
|
|
ალექსანდრე პუშკინის დაბადებიდან 211 წელი შესრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 6 ივნისს, რუსი მწერლის, ალექსანდრე პუშკინის დაბადებიდან 211 წელი შესრულდა. პუშკინის 210 წლის იუბილე გასულ წელს რუსეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში საზეიმოდ აღინიშნა. რუსი პოეტი, მწერალი, ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი ალექსანდრე სერგეის ძე პუშკინი 1799 წლის 6 ივნისს მოსკოვში დაიბადა. ალექსანდრეს მამა, იმხანად გაღარიბებული აზნაური, სერგეი ლევის ძე, ძველი სახელოვანი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო; დედა, ნადეჟდა ოსიპის ასული, პეტრე I-ის აღზრდილის, აბრამ ჰანიბალის შვილიშვილი |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|