« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
დღეს ხარებაა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 7 აპრილს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - ხარებას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვას, უწმინდეს მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შეასრულებს. საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება |
|
|
6 აპრილი თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 6 აპრილს, თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების გახსნიდან 114 წელი სრულდება. ათენში თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები 1896 წლის 6 აპრილს გაიხსნა. ოლიმპიური თამაშები უძველესი და ყველაზე პოპულარული დღესასწაული და შეჯიბრებაა ძველ საბერძნეთში. პირველი ოლიმპიური თამაშები ძვ. წ. 773 წელს ქალაქ ოლიმპიაში მოეწყო. თამაშებს შორის ინტერვალი შეადგენდა 1417 დღეს. ოლიმპიური თამაშები თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო კომპლექსური სპორტული შეჯიბრებაა, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს ახალაზრდობის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობასა და პროგრესს |
|
|
მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობს |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 4 აპრილს, მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობს. აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით აღინიშნება. აღდგომას წინ უძღვის 40-დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა |
|
|
ქართველმა მოჭიდავეებმა ლატვიაში 8 მედალი აიღეს |
კულტურა, სპორტი |
|
|
რიგამ თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრები ლატვიაში 9-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა და 8 მათგანმა ფინალში იჭიდავა. თენგიზ ჩოჩიშვილმა (60 კგ), დავით მარსაგიშვილმა (84 კგ), თორნიკე ხიდეშელმა (96 კგ) და გიორგი საკანდელიძემ (120 კგ) ყველა მეტოქე დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ |
|
|
ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
28 მარტს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას _ ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში შეასრულებს |
|
|
საქართველოს სამოციქულო ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 25 მარტს, საქართველოს სამოციქულო ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II 12:00 საათზე სიონის ტაძარში პარაკლისს აღასრულებს. “ავტოკეფალია“ ბერძნული წარმოშობის სიტყვაა. ბერძნულად “autos“ ნიშნავს “თვით“, ხოლო “kephalē “ - “თავს“, ანუ ავტოკეფალია ესაა საკუთარი თავის მფლობელობა, დამოუკიდებლობა |
|
|
ტრაბზონში ქართველ და რუს მორაგბეთა შერკინება გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 20 მარტს, ტრაბზონში საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრები გუნდების შერკინება გაიმართება. 6-ათასადგილიან სტადიონზე 5 ათას შვიდასამდე ქართველი გულშემატკივარი იქნება. მათთვის, ვინც მატჩზე დასწრებას ვერ ახერხებს, შერკინების მსვლელობის ყურება შესაძლებელი იქნება საქართველოს დედაქალაქის სპორტის სასახლეში და სხვადასხვა კლუბში, ასევე ბათუმში, ქუთაისში და თითქმის ყველა ქალაქში სპეციალურ მონიტორებზე |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|