News.GTU.ge



«    სექტემბერი 2025    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ეკლესია წმინდა გაბრიელ ქიქოძის ხსენების დღეს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
ეკლესია წმინდა გაბრიელ ქიქოძის ხსენების დღეს აღნიშნავს დღეს, 26 დეკემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გაბრიელ ქიქოძის ხსენების დღეს აღნიშნავს. ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და პედაგოგი, იმერეთის ეპისკოპოსი 1860 - 1896 წლებში, მეუფე გაბრიელი, 1896 წლის 26 დეკემბერს ქუთაისში გარდაიცვალა.
წმინდა გაბრიელი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე, 1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელი ბახვში დაიბადა. 1839 წელს დაამთავრა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სემინარიაში. 1842 წელს შევიდა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1845 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია, ხოლო 1849 წელს - პეტერბურგის სასულიერო აკადემია. პეტერბურგში მყოფი გაბრიელ ქიქოძე საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ისა და მარიამ დედოფლის ვაჟიშვილმა, მიხეილ ბატონიშვილმა შეიკედლა
სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმა“ წლის ადამიანები და კომპანიები გამოავლინა ---
საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ ორგანიზებით "ოქროს პერგამენტი 2010“-ის წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას "ბაგრატიონი 1882"-მა უმასპინძლა. ღონისძიების სპონსორები იყვნენ კომპანია WE ARE, „ითი“ და „არტ ფლორ დიზაინი“.
საკონსულტაციო კვლევითი ჯგუფის, "ჯი-სი-ჯის" მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგად, წლის ადამიანები და კომპანიები გამოვლინდნენ. წლის ადამიანებისა და კომპანიების გამოსავლენად საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 2600-მდე რესპონდეტმა მიიღო.
გამოკითხვის მიხედვით, წლის ადამიანი ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე გახდა. აღსანიშნავია, რომ წლის ადამიანი ერთადერთი ნომინაცია იყო, სადაც "ოქროს პერგამენტის" ფარგლებში გამოკითხულ მოსახლეობას კანდიდატი თავად უნდა დაესახელებინა
25 დეკემბერი პატრიარქის აღსაყდრების დღეა ---
25 დეკემბერი პატრიარქის აღსაყდრების დღეა დღეს, 25 დეკემბერს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების დღეა. 1977 წლის 23 დეკემბერს იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია.
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში. კათალიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა _ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი _ სოფელ სნოდან, დედა _ ნატალია იოსების ასული კობაიძე კი _ სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ქ. ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლეს II-ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს
დღეს "ოქროს პერგამენტი - 2010"-ის ლაურეატები დასახელდებიან სიახლე
დღეს "ოქროს პერგამენტი - 2010"-ის ლაურეატები დასახელდებიან დღეს, 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, "ოქროს პერგამენტის" 2010 წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. წლის ადამიანებისა და კომპანიების გამოსავლენად საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 2600-მდე რესპონდეტმა მიიღო.
ახალი ამბების სააგენტო GHN-ის გენერალიური დირექტოის გოჩა მირცხულავას განცხადებით, წელს ოქროს პერგამენტი 11 ნომინაციაში გაიცემა.
"მიმდინარე წელს გამოკითხვა განსხვავებული ფორმით ჩატარდა. რესპოდენტებს თავისუფალ რეჟიმში შეეძლოთ დაესახელებინათ წლის ადამიანი, სხვა ნომინაციებში კი ანკეტებში შეყვანილი იყვნენ კანდიდატები, რომელებიც საინიციატივო ჯგუფებმა და ცალკეულმა ორგანიზაციებმა წარმოადგინეს", - განაცხადა მირცხულავამ.
წელს ღონისძიებას "ბაგრატიონი" უმასპინძლებს. ღონისძიების სპონსორები არიან კომანია WE ARE, ითი და არტ ფლორ დიზაინი
16-მა ახალგაზრდა მეცნიერმა საზღვარგარეთ სტაჟირება წარმატებით გაიარა მეცნიერება
16-მა ახალგაზრდა მეცნიერმა საზღვარგარეთ სტაჟირება წარმატებით გაიარა 16-მა ქართველმა ახალგაზრდა მეცნიერმა საზღვარგარეთ სტაჟირება წარმატებით გაიარა.
დღეს, 24 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს შეხვდებიან



საპატრიარქოში წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ მასალის შემსწავლელი კომისია შეიქმნება სიახლე
საპატრიარქოში წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ მასალის შემსწავლელი კომისია შეიქმნება საპატრიარქოში შეიქმნება წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წმინდა სინოდის განჩინებით, კომისია შემდეგი შემადგენლობით: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი).
როგორც სასულიერო პირები განმარტავენ, კანონიზაციის ძირითადი პრაქტიკა ასეთია: ჯერ დაწვრილებით განიხილება წმინდანად შერაცხვის სასურველი კანდიდატის ცხოვრების ბიოგრაფია და მისი ზეპირი თუ წერილობითი ფორმის ნააზრევი, რომელშიც კაცობრივი უძლურებით რა ცოდვაცა თუ ცდომილებაც ჰქონდა დაშვებული, შესაბამისი საჯარო სინანულით აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამოსყიდული

ბათუმში ახალი ქართული როკ-ოპერის პრემიერა იგეგმება კულტურა, სპორტი
ბათუმში ახალი ქართული როკ-ოპერის პრემიერა იგეგმება დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში ახალი ქართული როკ-ოპერის - მინდია ხითარიშვილის “თავფარავნელის ბალადის” პრემიერა იგეგმება.
პროექტის იდეის ავტორია მუსიკისმცოდნე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის ხელმძღვანელი თენგიზ შამილაძე, რომელმაც ახალგაზრდა კომპოზიტორს, მინდია ხითარიშვილს შესთავაზა, თამაზ ჭილაძის პიესის, „თავფარავნელი ჭაბუკის" მიხედვით დაეწერა როკ-ოპერა. პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო. მასში იმთავითვე ჩაერთო კომპოზიტორი მინდია ხითარიშვილი. ლიბრეტოს ავტორია ირმა გურიელი, რეჟისორი - გიორგი თავაძე. აღსანიშნავია, რომ თამაზ ჭილაძის პიესა ქართულ დრამატული თეატრების სცენებზე ჯერ არ განხორციელებულა. ამ სიუჟეტზე განსხვავებული მუსიკალურ-სიუჟეტური ლიბრეტო შექმნა პოეტმა ირმა გურიელმა
სტუ-ში პროექტის “რატომ NATO?” დახურვა გაიმართა სიახლე
სტუ-ში პროექტის “რატომ NATO?” დახურვა გაიმართადღეს, 21 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში “საზოგადოებრივ ინიციატივათა ალიანსის“ ორგანიზებითა და სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა პროექტის “რატომ NATO?” დახურვა.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ექვსი უმაღლესი სასწავლებლის სუდენტებმა, რომლებმაც მოისმინეს სემინარი NATO-ს შესახებ.
სემინარის დახურვაზე ნაჩვენები იყო პროექტთან დაკავშრებით გადაღებული ვიდეოკლიპი. პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს და სტუდენტებმა ხელმოწერით დაადასტურეს, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პოლიტიკა მართებულია და აუცილებელია, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს

"ენგურჰესმა" წლის უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მიიღო სიახლე
"ენგურჰესმა" წლის უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მიიღო "ენგურჰესი" წლის უმაღლესი კატეგორიის ჯილდოთი ევროპის საერთაშორისო ხარისხის ასოციაცია "პარიზის კლუბმა" ოფიციალურად დააჯილდოვა. "ენრგურჰესს" ჯილდო საზეიმო ცერემონიაზე ჟენევაში გადაეცა.
"ენგურჰესი" უმაღლესი კატეგორიის პლატინის ჯილდოს მფლობელი გახდა. მართვის სისტემების გაუმჯობესებისა და ხარისხის მიღწევების კვლევებისა და შეფასების შედეგად ბიზნესის ინიციატივათა საერთაშორისო კომიტეტმა (BID) "ენგურჰესს" უმაღლესი კატეგორიის ჯილდო გადასცა.
ბიზნესის ინიციატივათა საერთაშორისო კომიტეტი (BID) ყოველწლიურად ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის იმ კომპანიების შეფასებას, რომელთაც წარმატება მიაღწიეს ტექნოლოგიებისა და ხარისხის სისტემების დანერგვაში, წარმოების განვითარებასა და მენეჯმენტში
კულტურის სამინისტროში ნუგზარ შატაიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება კულტურა, სპორტი
კულტურის სამინისტროში ნუგზარ შატაიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება 20 დეკემბერს, 14:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგება პრეზენტაცია წიგნისა "შეხვედრა," რომელიც მწერლის, სცენატრისტისა და დრამატურგის ნუგზარ შატაიძის შემოქმედებას წარმოადგენს. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული ბიოგრაფიული ცენტრის მიერაა გამოცემული.
კრებულში შესულია მწერლის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი მინიატიურები, ნოველები და მოთხრობები, რომლებიც წიგნის შემდგენელთა განცხადებით, ყველაზე კარგად ასახავს მისი შემოქმედების სხადასხვა ეტაპს. ამ ნაწარმოებთა ნაწილი კრებულის სახით პირველად დაიბეჭდა







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge