« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
წყნეთის საზაფხულო სკოლის მოსწავლეთა შორის კრიკეტში ჩემპიონატი გაიმართა |
კულტურა, სპორტი |
|
|
წყნეთის BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლის მოსწავლეთა შორის ინგლისურ პოპულარულ თამაშში - კრიკეტი (Cricket) ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. კრიკეტი (Cricket) ბურთის ერთგვარი თამაშია, სადაც ორ ჯგუფად გაყოფილი მოთამაშეები ცდილობენ, ჯოხით შეაგდონ ბურთი მოწინააღმდეგის კარში. თამაში ფართოდაა გავრცელებული ინგლისში და მოზარდებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩემპიონატის ჩატარების იდეა დიმიტრი შაშკინს ეკუთვნის. ეს იდეა მინისტრმა წყნეთის საზაფხოლო სკოლაში პირველი სტუმრობისას გააჟღერა |
|
|
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო |
სიახლე |
|
|
24 ივლისს ერთიანი ეროვნული საგამოცდო ნაშრომების გამოქვეყნება ზოგადი უნარების ტესტების შედგებით დაიწყო. აბიტურიენტებს გასწორებული ნაშრომების ნახვა ცენტრის ვებ-გვერდ www.naec.ge-ზე შეეძლებათ. ყველა გამოცდის შედეგების გამოცხადება 10 აგვისტოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება |
|
|
დღეს 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ბოლო გამოცდა ტარდება |
სიახლე |
|
|
23 ივლისს 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ბოლო გამოცდა ქიმიაში ჩატარდება. 17:00 საათზე დაგეგმილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის პრესკონფერენცია, რომლებიც ეროვნული გამოცდების ჩატარებას შეაფასებენ. აღსანიშნავია, რომ წელს ეროვნულმა გამოცდებმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა და საგამოცდო სესიაზე აბიტურიენტთა 97% გამოცხადდა, რაც წინა წლების მონაცემები შედარებით მაღალი პროცენტია |
|
|
კოსმოსურ სივრცეში ქართული კოსმოსური ობიექტის გასვლიდან 11 წელი სრულდება |
ტექნოლოგიები |
|
|
23 ივლისს ღია კოსმოსურ სივრცეში ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის _ “რეფლექტორის” გასვლიდან 11 წელი სრულდება. 1999 წლის 23 ივლისს ღია კოსმოსურ სივრცეში გავიდა ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი _ “რეფლექტორი”. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი, “რეფლექტორი” ღია კოსმოსურ სივრცეში სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის (მაშინდელი კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის) ძალისხმევით გავიდა. გენერალური კონსტრუქტორი იყო სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი |
|
|
ტურისტული კომპანია ახალ მარშრუტებს გვთავაზობს |
სიახლე |
|
|
ტურისტული კომპანია "თებულოტური" წარმოადგენს ახალ მარშრუტებს საქართველოს რეგონებში. "ძველ და უკვე პოპულარულ მარშრუტებს დაემატა რამდენიმე ახალი ტური: ლაშქრობა რაჭიდან ქვემო და ზემო სვანეთში ისტორიული მარშრუტით - ომიანობის დროს განძსა და სიწმინდეებს სვანეთში მალავდნენ, ამ ლაშქრობაში გავივლით გზას, თუ როგორ გადადიაოდნენ რაჭა-სვანეთის მარშრუტს ჩვენი წინაპრები. შაბათ-კვირას შავ ზღვაზე და კოლხეთის ეროვნულ პარკში მოვინახულებთ პალიასტომის ტბისა და მდ. ფიჩორის უნიკალურ ბუნებას. გადაადგილება ხდება "პანტონის" ტიპის ნავით. 3-დღიანი ტური სვანეთში: ზუგდიდი - დადიანების სასახლე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, უშგული - ლამარიას (ღვთისმშობლის) ეკლესია, ეთნოგრაფიული მუზეუმი უშგულში, მესტია, მესტიის ეთნოგრაფიული და მიხეილ ხერგიანის სახლ მუზეუმები, ლაღამის, ლატალისა და ლენჯერის ეკლესიები", _ აცხადებენ კომპანიაში |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|