« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას საიუბილეო ალბომის პრეზენტაცია გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 9 ივნისს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რეჟისორ რობერტ სტურუას საიუბილეო ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აცხადებენ, ალბომი "რობერ სტურუა" ორი ტომისგან შედგება და მასში რეჟისორი წინაპრებზე, ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან ეტაპებზე, შემოქმედებით ძიებებსა და აღმოჩენებზე იუმორით ყვება |
|
|
მოზარდებში მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილების გამოსავლენად კვლევა ჩატარდება |
სიახლე |
|
|
მოზარდებში კრიმინალური ქცევის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და სხვა მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილების გამოსავლენად კვლევა ჩატარდება. როგორც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდში აცხადებენ, პირველად საქართველოში, მშობლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, გაარკვიონ, აქვთ თუ არა მათ შვილებს მიდრეკილება კრიმინალური ქცევის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და სხვა მავნე ჩვევებისადმი |
|
|
“საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი” კონკურსს აცხადებს |
კულტურა, სპორტი |
|
|
“საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი” აცხადებს საბავშვო წიგნის კონკურსს “ბავშვების რჩეული-2009”. კონკურსის წესების თანახმად, ჟიურის წევრები ბავშვები იქნებიან. მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს შეუძლია (3-6 კლასი). კონკურსის ორგანიზატორთა განცხადებით, ბავშვებმა უნდა წაიკითხონ 2009 წელს გამოცემული ქართული საბავშვო წიგნები და დაასახელონ საუკეთესო |
|
|
გერმანიაში თომას მანის იუბილეს აღნიშნავენ |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 6 ივნისს, გერმანიაში თომას მანის დაბადებიდან 135 წლის იუბილეს აღნიშნავენ. დიდი გერმანელი მწერალი, ესეისტი, ეპიკური რომანების ოსტატი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში(1929) პაულ თომას მანი 1875 წელს გერმანიაში, ლიუბეკში დაიბადა. იგი იყო არანაკლებ ცნობილი მწერლის, ჰაინრიხ მანის ძმა და მწერალ კლაუს მანისა და მწერალ და მსახიობ ერიკა მანის მამა |
|
|
ალექსანდრე პუშკინის დაბადებიდან 211 წელი შესრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 6 ივნისს, რუსი მწერლის, ალექსანდრე პუშკინის დაბადებიდან 211 წელი შესრულდა. პუშკინის 210 წლის იუბილე გასულ წელს რუსეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში საზეიმოდ აღინიშნა. რუსი პოეტი, მწერალი, ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი ალექსანდრე სერგეის ძე პუშკინი 1799 წლის 6 ივნისს მოსკოვში დაიბადა. ალექსანდრეს მამა, იმხანად გაღარიბებული აზნაური, სერგეი ლევის ძე, ძველი სახელოვანი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო; დედა, ნადეჟდა ოსიპის ასული, პეტრე I-ის აღზრდილის, აბრამ ჰანიბალის შვილიშვილი |
|
|
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა |
--- |
|
|
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელსაც მთელი მსოფლიოს გარემოსდაცვითი ორგანიზაციები და მათ შორის, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრები - საქართველო” აღნიშნავს. საქართველოს მწვანეთა მოძრაობას დაგეგმილი აქვს მშვიდობიანი მსვლელობითი აქცია თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია), მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე |
|
|
ბოდბის მონასტერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ეწვევიან |
სიახლე |
|
|
5 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ბოდბის დედათა მონასტერი უმასპინძლებს. აფხაზეთის განათლებისა კულტურის სამინისტროს პროექტის "ჩვენ ერთად ვართ" ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ბოდბის სამონასტრო კომპლექს დაათვალიერებენ. ტრენერები ბავშვებს სარეაბილიტაციო აქტივობებს შესთავაზებენ, რომელიც მათ გონებრივ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას ემსახურება |
|
|
საქართველოში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საფოსტო მარკა გამოვა |
სიახლე |
|
|
დღეს, 4 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ტრაგიკულად დაღუპული წევრის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის ესკიზის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესრებიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა და ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრები |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|