News.GTU.ge



«    მაისი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

გლაზგოში წყლის ავტობუსებს ცდიან ტექნოლოგიები
გლაზგოში წყლის ავტობუსებს ცდიან გლაზგოში პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ამფიბია-ავტობუსების გამოცდა გრძელდება. ამფიბია-ავტობუსებს მოძრაობა შეუძლიათ როგორც ხმელეთზე, ასევე - წყალში.
”ამფიბუსის” პირველი საცდელი ჩაშვების დროს, მდინარე კლაიდის გადაცურვისას, კორპუსს დამცავი საჰაერო ბალიში მოსძვრა.
700 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ავტობუსი ნიდერლანდში შექმნეს. ის 45 მგზავრს იტევს.
ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 119 წელი შესრულდა მეცნიერება
ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 119 წელი შესრულდა დღეს, 16 თებერვალს, ნიკო ქართველი მათემატიკოსის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და პირველი პრეზიდენტის, ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 119 წელი შესრულდა.
ნიკოლოზ (ნიკო) მუსხელიშვილი 1891 წლის 16 თებერვალს დაიბადა. 1914 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. 1917-20 წლებში ამავე უნივერსიტეტში პროფესორის თანაშემწე იყო
რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილი ყველა პედაგოგი დასაქმდება სიახლე
რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილი ყველა პედაგოგი დასაქმდება რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილი ყველა ის პედაგოგი, რომელმაც სამუშაო ადგილი დაკარგა, საცხოვრებელი ადგილების მიხედვით დასაქმდება. ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 800 დევნილი პედაგოგიდან 500-მდე უკვე დასაქმებულია
შენდობის კვირას ეკლესია ადამის სამოთხიდან განდევნას იხსენებს კულტურა, სპორტი
შენდობის კვირას ეკლესია ადამის სამოთხიდან განდევნას იხსენებს დღეს, შენდობის კვირას, ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
პირველქმინილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის უქონლობა გახდა. ამიტომ ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება
ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი სავარჯიშო დაშვების დროს დაიღუპა კულტურა, სპორტი
ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი სავარჯიშო დაშვების დროს დაიღუპა ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი სავარჯიშო დაშვების დროს დაიღუპა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი, 21 წლის მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი უისტლერის ტრასაზე 150კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგით ტრასიის ბორტს შეეჯახა. სამწუხაროდ, სპორტსმენის გადარჩენა ვერ მოხერხდა
თბილისში რაგბის ფანკლუბი ჩამოყალიბდება კულტურა, სპორტი
თბილისში რაგბის ფანკლუბი ჩამოყალიბდება 13 თებერვალს, რაგბში საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების მატჩის დროს, ლუდი ნატახტარი - “კასრის" ორგანიზებითა და “საქართველოს რაგბის კავშირის" მხარდაჭერით, თბილისში, რაგბის ფანკლუბი ჩამოყალიბდება.
ფანკლუბის პრეზენტაციის ცერემონიალი თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე, 18:00 საათზე, "ბავარიულ ლუდსახარშში" გაიმართება. სტუმრებს სიტყვით მიმართავენ “ნატახტარის", “რაგბის კავშირის", “საქრთველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს" წარმომადგენლები
Toiota-სა და Honda-ს შემდეგ ბაზრიდან თავის ავტომობილებს Volkswagen-იც გაიწვევს სიახლე
Toiota-სა და Honda-ს შემდეგ ბაზრიდან თავის ავტომობილებს Volkswagen-იც გაიწვევს Toiota-სა და Honda-ს შემდეგ ბაზრიდან თავის ავტომობილებს Volkswagen-იც გაიწვევს. ამის შესახებ ”ბი-ბი-სი” იტყობინება.
საავტომობილო კონცერნი ბრაზილიიდან დაახლოებით 200 მანქანას უკანა საბურავების პრობლემის გამო გაიწვევს.
კომპანია გეგმავს, შეამოწმოს, არის თუ არა საკმარისად დაზეთილი 2009 წელს წარმოებული Novo Gol-ისა და Novo Voyage-ის მოდელების მანქანების უკანა საბურავები
“პეგასი” საბავშვო წიგნების პრეზენტაციას გამართავს კულტურა, სპორტი
“პეგასი” საბავშვო წიგნების პრეზენტაციას გამართავს 14 თებერვალს, 14:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფოიეში გამომცემლობა “პეგასი” საბავშვო წიგნების პრეზენტაციას გამართავს.
“პეგასმა” გამოსცა ორი ახალი საბავშვო წიგნი: ირმა მალაციძის “ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში” და ჯანი როდარის “გონდოლა-აჩრდილი”.
როგორც ირმა მალაციძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, “ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში” _ ეს არის სათავგადასავლო წიგნი ცელქ ბიჭზე, რომელიც ჯადოსნურ ქვეყანაში აღმოჩნდება და ბოროტ ჯადოქარს დაამარცხებს. წიგნის ილუსტრატორია ილია ჭრელაშვილი
Honda მსოფლიო მასშტაბით 437 ათას ავტომობილს გაიწვევს სიახლე
Honda მსოფლიო მასშტაბით  437 ათას ავტომობილს  გაიწვევს იაპონური კომპანია Honda, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მეორე ავტომწარმოებელი კომპანიაა, მსოფლიო მასშტაბით დამატებით 437 ათას ავტომობილს უსაფრთხოების ბალიშების პრობლემის გამო გაიწვევს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
კომპანია ავტომანქანების მნიშვნელოვან ნაწილს აშშ-იდან გაიყვანს. გაწვევა Honda-ს 2001 და 2002 წლების Accord, Civic, Odyssey, Pilot, CL და CR-V მოდელებს და 2002 წელს გამოშვებულ Acura TL-ს ეხება
"ბერლინალე-60" დღეს იხსნება კულტურა, სპორტი
"ბერლინალე-60" დღეს იხსნება დღეს, 11 თებერვალს, ბერლინალე-პალასში ბერლინის მე-60 საერთაშორისო კინოფესტივალი ჩინური ფილმის "ერთად ცალ-ცალკე" (Tuan Yuan) მსოფლიო პრემიერით იხნება. ფილმი საკონკურსო პროგრამაშიც მონაწილეობს.
ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის კულტურის მინისტრი ბერნდ ნოიმანი, მმართველი ბურგომისტრი კლაუს ვოვერაიტი, ჟიურის პრეზიდენტი ვერნერ ჰერცოგი და ბერლინალეს დირექტორი დიტერ კოსლიკი







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge