News.GTU.ge



«    მაისი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

რუსთავში მსხვილი კომპანიები “გაერთიანებული ტელეკომის" ქსელში ერთვებიან სიახლე
რუსთავში მსხვილი კომპანიები “გაერთიანებული ტელეკომის" ქსელში ერთვებიან “გაერთიანებული ტელეკომის" “ქვემო ქართლის" ფილიალი თავის აბონენტებს რამდენიმე აქციას თავაზობს. რუსთაველებისთვის 15 თებერვლამდე ინტერნეტქსელში ჩართვა უფასოა. ასევე თებერვლის ბოლომდე გრძელდება სპეციალური ფასდაკლება ფიქსირებული ტელეფონის დადგმაზე. აქციის განმავლობაში რუსთაველებს შეუძლიათ “გაერთიანებული ტელეკომის" ქსელში 40 ლარად ჩაერთონ
ოთარ იოსელიანს 76 წელი შეუსრულდა კულტურა, სპორტი
ოთარ იოსელიანს 76 წელი შეუსრულდა 2 თებერვალს ქართველი კინორეჟისორს, ოთარ იოსელიანს, დაბადებიდან 76 წელი შეუსრულდა. იგი 1934 წლის 2 თებერვალს დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის, დირიჟორისა და ფორტეპიანოს განხრით. 1953 წელს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ორი წლის განმავლობაში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1961 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (ВГИК), სადაც უშუალოდ ალექსანდრე დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის მოსწავლე იყო
ჯეიმზ ჯოისის დაბადებიდან 128 წელი შესრულდა კულტურა, სპორტი
ჯეიმზ ჯოისის დაბადებიდან 128 წელი შესრულდა 2 თებერვალს ირლანდიელი მწერლის, ჯეიმზ ჯოისის დაბადებიდან 128 წელი შესრულდა.
XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ირლანდიელი მწერალი და პოეტი ჯეიმზ აუგუსტინ ჯოისი 1882 წლის 2 თებერვალს რეთგერში, დუბლინის გარეუბანში დაიბადა
კომპიუტერის თაგვი თაგვის გარეშე ტექნოლოგიები
კომპიუტერის თაგვი თაგვის გარეშე კანადურმა კომპანია ”DeanMark”-მა კომპიუტერის თაგვი ”AirMouse” შექმნა, რომელსაც, წინა მოდელებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი მანიპულატორი არ გააჩნია, _ წერს ”Gizmag”. ”AirMouse” ხელთათმანის მსგავსად უნდა ჩაიცვათ. თაგვი მაჯასა და ორ თითზე მაგრდება.
უკაბელო მოწყობილობა მოძრაობის აღსაქმელად ლაზერს იყენებს და დამუხტვის გარეშე მუშაობა ერთი კვირის განმავლობაში შეუძლია
"REGGAEon"-ი ბობ მარლისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს კულტურა, სპორტი
"REGGAEon"-ი ბობ მარლისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს 6 თებერვალს, 19:00 საათზე, კლუბ “33 ა”-ში ჯგუფი "REGGAEon"-ი ბობ მარლისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს. 2010 წლის 6 თებერვალს მუსიკოსს 65 წელი შეუსრულდებოდა.
როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, "REGGAEon"-ის წევრმა მიხეილ იაშაღაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ასეთი საღამო წელს პირველად ტარდება, თუმცა ამას მომავალში ტრადიციული სახე მიეცემა
"ქარავნში" ზვიად რატიანის ახალი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა კულტურა, სპორტი
"ქარავნში" ზვიად რატიანის ახალი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა არტკაფე "ქარავნში"'პოეტ ზვიად რატიანის ახალი კრებულის, "ნეგატივის", პრეზენტაცია და პოეზიის საღამო გაიმართა.
"ქარავანში" შეკრებილ საზოგადოებას რატიანმა ლექსები წაუკითხა და მათ შეკითხვებს უპასუხა. საღამოს ესწრებოდნენ თანამედროვე ქართველი პოეტები, მწერლები და მთარგმნელები
"თბილისის მსოფლიო თასი" დასრულდა კულტურა, სპორტი
"თბილისის მსოფლიო თასი" დასრულდასაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა "თბილისის მსოფლიოს თასი" 4 ოქროს, 4 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ტურნირის ჩემპიონები გახდნენ დავით ასუმბანი (60 კგ.), შალვა ქარდავა (66 კგ),
ლევან წიკლაური (81 კგ.), მინდია ბოდაველი (90 კგ). ვერცხლს მედლები ერგოთ ბეთქილ შუკვანს (60 კგ.), ხვიჩა ხუციშვილს (81 კგ.), რევაზ ჩიკოიძეს (100 კგ.) ადამ ოქრუაშვილს (+100 კგ)
31 იანვარს გაიმართება ღონისძიება "დაიზღვიე ბედი, შეიკარი ღვედი" სიახლე
31 იანვარს გაიმართება ღონისძიება "დაიზღვიე ბედი, შეიკარი ღვედი" 31 იანვარს, 12:00 საათზე, ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" პროექტის "უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია საქართველოში" მართავს ღონისძიებას, სახელწოდებით "დაიზღვიე ბედი, შეიკარი ღვედი", რომელშიც მონაწილეობენ საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები
თბილისში ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება კულტურა, სპორტი
თბილისში ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება 30-31 იანვარს თბილისში ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება, რომელშიც სომხეთის, ავსტრიის, აზერბაიჯანის, ხორვატიის, საფრანგეთის, საქართველოს, საბერძნეთის, უნგრეთის, ისრაელის, იაპონიის, ლატვიის, ჰოლანდიის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთის, უკრაინის ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას
ქუთაისში ინდურ-ქართულმა მეტალურგიულმა ქარხანამ პირველი პროდუქცია გამოუშვა სიახლე
ქუთაისში ინდურ-ქართულმა მეტალურგიულმა ქარხანამ პირველი პროდუქცია გამოუშვა ქუთაისში ინდურ-ქართულმა მეტალურგიულმა ქარხანამ პირველი პროდუქცია გამოუშვა. ექვს თვეში რვა ათასი ტონა არმატურის წარმოებით კომპანია "ევრაზიამ" მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა. ქარხანაში დღეს საქართველოს პრეზიდენტი მივიდა და ქარხნის საქმიანობას გაეცნო.
წლის განმავლობაში სულ 100 ათასი ტონა არმატურის გამოშვებაა დაგეგმილი. დღეიდან ქართულ-ინდურ საწარმოში მუშაობის მეორე ეტაპი იწყება, რომელიც წარმოების ორჯერ გაზრდას გულისხმობს







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge