« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
საპატრიარქოში ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური ამოქმედდება |
სიახლე |
|
|
საქართველოს საპატრიარქოში უფასო ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური ამოქმედდება. საპატრიარქოს ინფორმაციით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასო სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარებით ისარგებლოს. სამსახური სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და მუდმივმოქმედი იქნება |
|
|
სამეგრელოს სამთავროს გაუქმებიდან 143 წელი გავიდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
4 იანვარს სამეგრელოს სამთავროს გაუქმებიდან 143 წელი გავიდა. 1867 წლის 4 იანვარს, ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით, სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო ფორმალურადაც გაუქმდა. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო, ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XIV-XIX საუკუნეებში. ჩამოყალიბდა ოდიშის საერისთავოს ბაზაზე. სამეგრელოს სამთავროს ძირითად მოსახლეობას მეგრელები შეადგენენ, რის გამოც ამ კუთხეს XIX საუკუნის დასაწყისში სამეგრელოს უწოდებენ |
|
|
ისააკ ნიუტონის დაბადებიდან 367 წელი გავიდა |
მეცნიერება |
|
|
4 იანვარს ინგლისელი ფიზიკოსის, მათემატიკოსის, ასტრონომის, ალქიმიკოსისა და ფილოსოფოსის, ისააკ ნიუტონის დაბადებიდან 367 წელი გავიდა. სერ ისააკ ნიუტონი 1643წელს გრემთემის მახლობლად, სულსთორპში დაიბადა. მისი მოღვაწეობა კავშირშია მეცნიერულ რევოლუციასა და ჰელიოცენტრიზმის განვითარებასთან. ნიუტონი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გავლენიანი მეცნიერი ისტორიაში |
|
|
გრიგორიანული კალენდარი, შესაძლოა, 2012 წელს შეიცვალოს |
სიახლე |
|
|
კალენდრების მსოფლიო ასოციაცია ამჟამად მოქმედი გრიგორიანული კალენდრის შეცვლის ინიციატივით გამოდის. ასოციაციის ხელმძღვანელი უეინ რიჩარდსონი აცხადებს, რომ მე-16 საუკუნეში შემოღებული გრიგორიანული კალენდარი, შესაძლოა, 2012 წელს შეიცვალოს. ასოციაციის მიერ წარმოდგენილია წელიწადის ათვლის ახალი მოდელი. ახალი კალენდარიც 365 დღეს ითვლის, თუმცა ყოველი ახალი წელი, რომელიც იწყება კვირა დღეს, ერთ დამატებით დღეს _ მეორე შაბათს შეიცავს. ასეთი ვითარება სწორედ 2012 წელს იქნება |
|
|
პატრიარქს დაბადებიდან 77 წელი შეუსრულდა |
სიახლე |
|
|
4 იანვარს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, დაბადებიდან 77 წელი შეუსრულდა. საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში პატრიარქის სახელზე პარაკლისი აღევლინება. პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვა მრევლს სიონის საკათედრო ტაძარში შეეძლება. საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, რადგან მრევლის მხრიდან დიდია სურვილი, პირადად მიულოცოს ეს დღე პატრიარქს, ამის საშუალება მათ მიეცემათ სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც მისი უწმიდესობა, სამღვდელოებასთან ერთად, ორშაბათს საღამოს, 18:00 საათზე, გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს მრევლს |
|
|
"გაერთიანებული ტელეკომი" უსადენო ქსელის გაფართოებას გეგმავს |
სიახლე |
|
|
“გაერთიანებული ტელეკომი" უსადენო ქსელის (CDMA) გაფართოებას გეგმავს. იანვრიდან თბილისსა და რეგიონებში ახალი საბაზო სადგურები დამონტაჟდება, რაც 3 თვის განმავლობაში დამატებით 70 000 აბონენტის ჩართვის შესაძლებლობას მისცემს კომპანიას. ამას გარდა, მიმდინარეობს უკვე არსებული სადგურების განახლება (Upgrade), ფართოვდება უკაბელო ქსელის დაფარვის ზონები და უფრო მეტი მომხმარებლის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი, მათ შორის უკაბელო ტექნოლოგიის მაღალსიჩქარიანი ინტერენტით (EV-DO REV A) |
|
|
ეროვნულ მუზეუმში საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყობა |
კულტურა, სპორტი |
|
|
4 იანვარს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ძველი და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყობა. გამოფენის ორგანიზატორები არიან ეროვნული მუზეუმი და საქართველოს საპატრიაქო. იგი ილია II-ის დაბადების დღეს ეძღვნება. გამოფენის მიზანია, ერთ საგამოფენო სივრცეში წარმოადგინოს შუა საუკუნეებისა და XX-XXI სს-ის საეკლესიო ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნამუშევრები _ ფერწერული და ჭედური ხატები, ქვაზე და ხეზე კვეთილობის, ნაქარგობისა და ტიხრული მინანქრის ნიმუშები |
|
|
რომში პიკასოს მიერ გაკეთებული სათამაშო გიტარა აღმოაჩინეს |
უცხოეთში |
|
|
რომის პოლიციამ 52 წლის იტალიელი ბიზნესმენის სახლში აღმოაჩინა სათამაშო გიტარა, რომელიც მხატვარმა პაბლო პიკასომ თავისი შვილისთვის გააკეთა. პოლიციამ ნივთი ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ იპოვა, რომელიც პიკასოს მეგობრის, მხატვარ ჯუზეპე ვიტორიო პარისის ქვრივის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|