News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

აკადემქალაქში "საქართველოს ნაციონალური ატლასის" პრეზენტაცია გაიმართება სიახლე
აკადემქალაქში "საქართველოს ნაციონალური ატლასის" პრეზენტაცია გაიმართება 15 დეკემბერს, 14:00 საათზე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში (მ. ალექსიძის ქ. 1/8 - აკადემქალაქი) შედგება საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის "საქართველოს ნაციონალური ატლასი" პრეზენტაცია
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში გამოფენა გაიხსნება სიახლე
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში გამოფენა გაიხსნება 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში (ნ. ნიკოლაძის 7) ბრიტანეთის საბჭოს შემოქმედებითი თანამშრომლობის პროგრამის 2009 წლის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ეს არის ერთადერთი გამარჯვებული პროექტი სამხრეთ კავკასიიდან
ტაბაკინის წმინდა გიორგის მამათა მონასტერს დახმარება სჭირდება კულტურა, სპორტი
ტაბაკინის წმინდა გიორგის მამათა მონასტერს დახმარება სჭირდება VII საუკუნის ტაბაკინის წმინდა გიორგის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა იაკობი (ჭოხონელიძე) საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ზამთრის პერიოდთან დაკავშირებით, მონასტერს ესაჭიროება საკვები პროდუქტისა და სხვა საჭირო მასალის შეძენა.
მონასტრის წინამძღვარი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს
“ქარავანში’’ “ღია ბარათების” პრეზენტაცია გაიმართება კულტურა, სპორტი
“ქარავანში’’ “ღია ბარათების” პრეზენტაცია გაიმართება 13 დეკემბრს არტკაფე “ქარავანში’’ პოეტ ბელა ჩეკურიშვილის წიგნის, “ღია ბარათების’’, პრეზენტაცია და პოეზიის საღამო გაიმართება. წიგნი “მერიდიანმა” გამოსცა. მასში პოეტის ძველი და ახალი ლექსებია შესული. კრებულის რედაქტორია გიორგი ლობჟანიძე. წიგნის მხატვრობა კი სოფიკო ვარაზს ეკუთვნის
ქართველი მოფარიკავეები ევროპის თასის გათამაშებაში მონაწილეობენ კულტურა, სპორტი
ქართველი მოფარიკავეები ევროპის თასის გათამაშებაში მონაწილეობენ 12-13 დეკემბერს ქალაქი გიოპინგენი კადეტთა შორის მოფარიკავეთა (დისციპლინა ხმალი) ევროპის თასს მასპინძლობს. ევროპის თასზე 200 მოფარიკავე მოსიჯავს ძალებს. საქართველო გერმანიაში სამი სპორტსმენით გამოვა: სანდრო ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და თეოდორა კახიანი. ნაკრების მთავარი მწვრთნელია მერაბ ბაზაძე
დღეს "გვიანი შემოდგომის სიღნაღი” გაიმართება სიახლე
დღეს "გვიანი შემოდგომის სიღნაღი” გაიმართება 12 დეკემბერს სიღნაღში ღონისძიება "გვიანი შემოდგომის სიღნაღი” გაიმართება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრშიდან აცხადებენ. როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნოდარ კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, ღონისძიებისთვის სიღნაღში ბევრ სტუმარს ელოდებიან
იტალიის საელჩო დევნილი ბავშვებისთვის ახალ პროექტს იწყებს სიახლე
იტალიის საელჩო დევნილი ბავშვებისთვის ახალ პროექტს იწყებს იტალიის საელჩო დევნილი ბავშვებისთვის ახალ პროექტს - "არგო" იწყებს. პროექტის პრეზენტაცია 11 დეკემბერს, 10.00 საათზე თბილისში, "ევროპულ სახლში" მოხდება (თავისუფლების მოედანი, ლესელიძისა და დადიანის კუთხე)
დღეს ახალი აუდიოწიგნების პრეზენტაცია გაიმართება კულტურა, სპორტი
დღეს ახალი აუდიოწიგნების პრეზენტაცია გაიმართება 10 დეკემბერს, 18:00 საათზე, პარნასის პუშკინის ფილიალში (მის.: პუშკინის #10) ახალი აუდიოწიგნების პრეზენტაცია გაიმართება. სტუდია "ჩემი ბიბლიოთეკა" მსმენელს სთავაზობს ცნობილი ქართველი მსახიობების მიერ გახმოვანებულ ცნობილ ნაწარმოებებს
კინომსახიობთა თეატრში ტენესი უილიამსის "კამინო რეალის" პრემიერაა კულტურა, სპორტი
კინომსახიობთა თეატრში ტენესი უილიამსის "კამინო რეალის" პრემიერაა 10 დეკემბერს მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და ფესტივალი "საჩუქარი" წარმოადგენენ ტენესი უილიამსის "კამინო რეალის" პრემიერას. სპექტაკლი ინგლისელმა რეჟისორმა ჰილარი ვუდმა დადგა. მხატვრული გაფორმება შოთა გლურჯიძეს ეკუთვნის
ოსლოში ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება უცხოეთში
ოსლოში ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება 10 დეკემბერს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება. 2009 წლის ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიენიჭა; ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია წელს გერმანელმა მწერალმა ქალმა ჰერტა მიულერმა მიიღო; ფიზიკის დარგში პრემია სამმა მეცნიერმა გაინაწილა: პრემიის ნახევარ ჩარლზ კაოს ხვდა წილად, მეორე ნახევარი კი _ ჯორჯ სმიტსა და უილარდ ბოილს; სამი ნობელიანტი დასახელდა ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგშიც: ელიზაბეტ ბლეკბერნი, კეროლ გრეიდერი და ჯეკ შოსტაკი; ეკონომიკის სფეროში პრემია ამერიკელმა ეკონომისტმა ქალმა ელინორ ოსტრომმა მიიღო; ქიმიის დარგში კი ჯილდო სამ მეცნიერს შორისგანაწილდა, ესენი არიან ბრიტანელი ვენკატრამან რამაკრიშნანი, ამერიკელი ტომას სტაიცი და ადა იონატი – ისრაელიდან







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge