სიახლე



«    მაისი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

დღეს ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელის პრეზენტაცია გაიმართება სიახლე
დღეს ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელის პრეზენტაცია გაიმართება 17 ნოემბერს, 14:00 საათზე, ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელის პრეზენტაცია გაიმართება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის სკოლების 200-მდე მეთორმეტეკლასელს ელექტრონული საგამოცდო ტესტის ნიმუშს წარუდგენენ და საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხებენ
სტუ-ში ანტინარკოტიკული კვირეული ტარდება სიახლე
სტუ-ში ანტინარკოტიკული კვირეული ტარდება 16 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში სტუ-ის სტუდენტური მოძრაობის ორგანიზებით, "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობით, პროექტ "ანტინარკოტიკული კვირეულის" პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში ჩატარდა საჯარო ლექცია სასულიერო პირების მონაწილეობით. საჯარო ლექცია წაიკითხა თაბორის მთის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა ბართლომემ
მეთორმეტეკლასელებს ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელი გააცნეს სიახლე
მეთორმეტეკლასელებს ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელი გააცნეს	11 ნოემბერს 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის №1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთა ფიზიკის აბიტურის საათის მიმდინარეობას გაეცნო და მოსწავლეებს იმ ახალ, ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელზე გაესაუბრა, რომლითაც საატესტატო გამოცდები პირველად ჩატარდება
სტუ-ის სტუდენტებმა აშშ-ში იმიტირებულ საარბიტრაჟო პროცესებში საუკეთესო შედეგი აჩვენეს სიახლე
სტუ-ის სტუდენტებმა აშშ-ში იმიტირებულ საარბიტრაჟო პროცესებში საუკეთესო შედეგი აჩვენეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სამართლის კლინიკის გუნდმა მონაწილეობა მიიღო სამართლებრივი განათლების საერთაშორისო ცენტრის (CILS), ლონდონის სამეფო კოლეჯის, გერმანიის საარბიტრაჟო ინსტიტუტის (CIS), სუფფოლკის უნივერსიტეტის (აშშ) და პეპერდინის სამართლის სკოლის (აშშ) მიერ ორგანიზებულ ინგლისურენოვან პროექტში - უცხოური ინვესტიციების იმიტირებულ საარბიტრაჟო პროცესები. აღნიშნული პროცესები 22-24 ოქტომბერს აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, პეპერდინის უნივერსიტეტში გაიმართა.

სტუ-ის გუნდი წარმოდგნილი იყო შემდეგი შემადგენლობით: კობა ჩიხლაძე, გიორგი მთიულიშვილი, ქეთევან ცინცაძე, დავით ჩიტაიშვილი, ვანო ზარდიაშვილი და გვანცა მეუნარგია

სტუ-ის თასის მფლობელი ინფორმატიკის ფაკულტეტის საფეხბურთო გუნდი გახდა სიახლე, კულტურა, სპორტი
სტუ-ის თასის მფლობელი ინფორმატიკის ფაკულტეტის საფეხბურთო გუნდი გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების გუნდებს შორის ფინალური საფეხბურთო მატჩი გაიმართა.

სტუ-ის თასის ფინალურში ერთმანეთს ინფორმატიკისა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ
"ენგურჰესი" უმაღლესი კატეგორიის პლატინის ჯილდოს მფლობელი გახდა სიახლე
"ენგურჰესი" უმაღლესი კატეგორიის პლატინის ჯილდოს მფლობელი გახდა "ენგურჰესი" უმაღლესი კატეგორიის პლატინის ჯილდოს მფლობელი გახდა. მართვის სისტემების გაუმჯობესებისა და ხარისხის მიღწევების კვლევებისა და შეფასების შედეგად ბიზნესის ინიციატივათა საერთაშორისო კომიტეტმა (BID) "ენგურჰესს" უმაღლესი კატეგორიის ჯილდო გადასცა.
ბიზნესის ინიციატივათა საერთაშორისო კომიტეტი (BID) ყოველწლიურად ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის იმ კომპანიების შეფასებას, რომელთაც წარმატება მიაღწიეს ტექნოლოგიებისა და ხარისხის სისტემების დანერგვაში, წარმოების განვითარებასა და მენეჯმენტში
თბილისში ტრამვაის აღდგენის თემაზე სტუ-ში პრეზენტაცია გაიმართა სიახლე
თბილისში ტრამვაის აღდგენის თემაზე სტუ-ში პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საკრებულოს ინიციატივით გაიმართა კონფერენცია – „თანამედროვე ტრამვაი თანამედროვე თბილისში“, რომელიც თბილისში ტრამვაის, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, აღდგენას ეხებოდა.
პრეზენტაცია წარმოადგინა საინიციატივო ჯგუფმა “თბილისის ტრამვაი".
კონფერენციას თბილისის მერი გიგი უგულავა, დედაქალაქის საკრებულოს წევრები კონსტანტინე იონათამიშვილი, ჯაბა სამუშია, ვიქტორ დოლიძე, გიორგი ტყემალაძე, გიორგი ჩაჩანიძე, ექსპერტები თენგიზ ფხალაძე, სოსო ცინცაძე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და საინიციატივო ჯგუფ ,,თბილისის ტრამვაის’’ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა გახსნა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა, რომელმაც ისაუბრა ქვეყნის მასშტაბით ენერგეტიკასა და სატრანსპორტო სისტემაში მიმდინარე კომპლექსურ, ფართომასშტაბიან პროექტებზე
ბათუმში "სიყვარულის ქანდაკება" გაიხსნება სიახლე, კულტურა, სპორტი
ბათუმში "სიყვარულის ქანდაკება" გაიხსნება ბათუმში "სიყვარულის ქანდაკება" გაიხსნება. ქალისა და მამაკაცის მოძრავი ქანდაკება სანაპიროზე, ქალაქის შემოსასვლელში დგას.

7-მეტრიანი სკულპტურა 8-10 წუთის ინტერვალით მოძრაობს. მისი ავტორი მხატვარი თამარ კვესიტაძეა.

სკულპტურა მუდმივი მოძრაობის, სიყვარულისა და ერთიანობის გამომხატველია და 2007 წელს ვენეციის ბიენალეზე მოწონება დაიმსახურა
თბილისში მცენარეთა დაცვისა და კარანტინის შესახებ სემინარი ჩატარდება სიახლე
თბილისში მცენარეთა დაცვისა და კარანტინის შესახებ სემინარი ჩატარდება 1-6 ნოემბერს თბილისში მცენარეთა დაცვისა და კარანტინის ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ორგანიზაციის (EPPO) აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ის ქვეყნებისთვის სემინარი გაიმართება. სემინარს 1-ელ ნოემბერს სასტუმრო "ვარაზში" 10:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი გახსნის
სტუ-ში მუშაობა დაიწყო ე. წ. ტვინინგის პროექტმა სიახლე
სტუ-ში მუშაობა დაიწყო ე. წ. ტვინინგის პროექტმა 27 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო ე. წ. ტვინინგის პროექტმა (Twinning Project), სახელწოდებით "შესაძლებლობების გაძლიერება ბოლონიის პროცესის ამოცანების განსახორციელებლად" (CEIBAL). ამავე დღეს ჩატარდა სემინარი თემაზე "საგანმანათლებლო პროგრამების კვლევა: სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების გამოცდილება საფრანგეთიდან".
შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა. სემინარს დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დავით კერესელიძე.
კონფერენცია 29 ოქტომბერს დასრულდება







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge