კულტურა, სპორტი » News.GTU.ge



«    მაისი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

დღეს ხარებაა კულტურა, სპორტი
დღეს ხარებაა დღეს, 7 აპრილს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - ხარებას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვას, უწმინდეს მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შეასრულებს. საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე კულტურა, სპორტი
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის 2010 წლის სააღდგომო ეპისტოლე:
6 აპრილი თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეა კულტურა, სპორტი
6 აპრილი თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეა დღეს, 6 აპრილს, თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების გახსნიდან 114 წელი სრულდება. ათენში თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები 1896 წლის 6 აპრილს გაიხსნა.
ოლიმპიური თამაშები უძველესი და ყველაზე პოპულარული დღესასწაული და შეჯიბრებაა ძველ საბერძნეთში. პირველი ოლიმპიური თამაშები ძვ. წ. 773 წელს ქალაქ ოლიმპიაში მოეწყო. თამაშებს შორის ინტერვალი შეადგენდა 1417 დღეს. ოლიმპიური თამაშები თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო კომპლექსური სპორტული შეჯიბრებაა, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს ახალაზრდობის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობასა და პროგრესს

მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობს კულტურა, სპორტი
მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობს დღეს, 4 აპრილს, მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს აღდგომას დღესასწაულობს. აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით აღინიშნება. აღდგომას წინ უძღვის 40-დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა
ქართველმა მოჭიდავეებმა ლატვიაში 8 მედალი აიღეს კულტურა, სპორტი
ქართველმა მოჭიდავეებმა ლატვიაში 8 მედალი აიღეს რიგამ თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრები ლატვიაში 9-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა და 8 მათგანმა ფინალში იჭიდავა.
თენგიზ ჩოჩიშვილმა (60 კგ), დავით მარსაგიშვილმა (84 კგ), თორნიკე ხიდეშელმა (96 კგ) და გიორგი საკანდელიძემ (120 კგ) ყველა მეტოქე დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ
ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს 28 მარტს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას _ ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში შეასრულებს
საქართველოს სამოციქულო ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
საქართველოს სამოციქულო ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს დღეს, 25 მარტს, საქართველოს სამოციქულო ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II 12:00 საათზე სიონის ტაძარში პარაკლისს აღასრულებს.
“ავტოკეფალია“ ბერძნული წარმოშობის სიტყვაა. ბერძნულად “autos“ ნიშნავს “თვით“, ხოლო “kephalē “ - “თავს“, ანუ ავტოკეფალია ესაა საკუთარი თავის მფლობელობა, დამოუკიდებლობა

საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთს 28-ქულიანი სხვაობით მოუგო კულტურა, სპორტი
საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთს 28-ქულიანი სხვაობით მოუგო საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის გუნდს ანგარიშით 36:8 მოუგო. თურქეთის ქალაქ ტრაბზონში აქჩაბაათის სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე ქართველი მორაგბეების უპირატესობა თამაშის დაწყების პირველი წუთიდანვე გამოიკვეთა. ქართველებმა პირველი ლელო მატჩის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ დადეს
ტრაბზონში ქართველ და რუს მორაგბეთა შერკინება გაიმართება კულტურა, სპორტი
ტრაბზონში ქართველ და რუს მორაგბეთა შერკინება გაიმართება დღეს, 20 მარტს, ტრაბზონში საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრები გუნდების შერკინება გაიმართება.
6-ათასადგილიან სტადიონზე 5 ათას შვიდასამდე ქართველი გულშემატკივარი იქნება. მათთვის, ვინც მატჩზე დასწრებას ვერ ახერხებს, შერკინების მსვლელობის ყურება შესაძლებელი იქნება საქართველოს დედაქალაქის სპორტის სასახლეში და სხვადასხვა კლუბში, ასევე ბათუმში, ქუთაისში და თითქმის ყველა ქალაქში სპეციალურ მონიტორებზე
დღეს "ფრანკოფონია 2010"-ის კონკურსების გამარჯვებულებს დააჯილდოებენ კულტურა, სპორტი
დღეს "ფრანკოფონია 2010"-ის კონკურსების გამარჯვებულებს დააჯილდოებენ დღეს, 19 მარტს, 15:00 საათზე, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
ფრანკოფონიის საერთაშორისო დღის ფარგლებში საფრანგეთის საელჩომ საქართველოში ფრანგული ენის შემსწავლელი მოსწავლეების, სტუდენტებისა და ფრანგული ენის პედაგოგებისთვის ორი ლიტერატურული კონკურსი ჩაატარა







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge