« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
სტუ-ის პროფესორი შალვა ფიჩხაძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა |
სტუ |
|
|
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბმა პოლიტოლოგ შალვა ფიჩხაძის სახელობის პრემიის პირველი ლაურეატები დაასახელა. ღონისძიება კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის ოფისში გაიმართა. ლაურეატებად დასახელდნენ საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" გენერალური დირექტორი გოჩა მირცხულავა, ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი ირაკლი შეყრილაძე და გაზეთ "ლანჩხუთი +"-ის პოლიტიკური მიმომხილველი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი თამაზ იმნაიშვილი, რომელთაც პრემიის სიმბოლო და სიგელები გადაეცა |
|
|
სტუ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ითანამშრომლებენ |
სტუ |
|
|
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო წიქარიშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტის საინჟინრო გეოდეზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ თევზაძემ |
|
|
გლდანის პოლიგონის ეკოქიმიური მონიტორინგის თემაზე სემინარი ჩატარდა |
სტუ |
|
|
11 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პრეზიდენტის 2010 წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსში # 2-5/16 გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სემინარი თემაზე: “ქ. თბილისის გლდანის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მონიტორინგი და გარემოზე ზემოქმედების შერბილების გზები” |
|
|
ინფორმაციის ბუნებისა და სინერგიის თემაზე კონფერენცია ტარდება |
სტუ |
|
|
20-24 აპრილს თბილისში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია “ინფორმაციის ბუნება და სინერგია: მდგრადობა და უსაფრთხოება”. ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; მას მხარს უჭერენ რამდენიმე ცნობილი ევროპისა და აშშ-ის აკადემიური და საგანმანათლებლო ორგანიზაცია |
|
|
14 თებერვლიდან ძვირფასი ლითონების ექპერტ-შემფასებელთა კურსი იწყება |
სტუ |
|
|
14 თებერვლიდან 7 მარტამდე ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტთან არსებული “ძვირფასი ლითონების’’ ექპერტ-შემფასებელთა მომზადების სპეციალიზებული კურსი. მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საჭირო საბუთები: 1. ფოტოსურათი 3X4 – 2 ცალი; 2. პირადობის მოწმობის ქსეროასლი; 3. დიპლომის ქსეროასლი; 4. CV ან ავტობიოგრაფია |
|
|
სტუ-ში პირველმა დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია |
სტუ |
|
|
7 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველმა დოქტორანტმა, არჩილ კოხტაშვილმა დისერტაცია დაიცვა. სადოქტორო ნაშრომი - “ენერგოსისტემაში უეცრად წარმოქმნილი აქტიური სიმძლავრის დეფიციტის ან ნაჭარბის ლიკვიდაცია” - ავტორმა სტუ-ის ენრგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე დაიცვა. სადისერტაციო საბჭოს კოლეგიამ არჩილ კოხტაშვილს დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა |
|
|
სტუ |
სტუ |
|
|
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკვე მეშვიდედ ტარდება. 2005 წელს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მისაღები გამოცდების ძველი, საბჭოური სისტემა ახლით შეიცვალა. მისაღები გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა ქვეყანაში. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და დანერგილი მოდელი შეფასების სამართლიან, გამჭვირვალე, უნიფიცირებულ, მერიტოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო აბიტურიენტების შერჩევას უმაღლესი სასწავლებლებისთვის |
|
|
თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სტუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა |
სტუ |
|
|
დღეს, 1-ელ თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარემ, მამია ფხაკაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა მოაწერეს |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|