« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა პროექტის "მოხატული ისტორიული დოკუმენტები საქართველოს სიძველეთსაცავებიდან" პრეზენტაცია, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტი "მოხატული ისტორიული დოკუმენტები საქართველოს სიძველეთსაცავებიდან" მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მუზეუმებში დაცული ქართული, სპარსული და ოსმალური მოხატული დოკუმენტების გამოვლენას, დიგიტალიზაციასა და ინტერდისციპლინარულ კვლევას, კვლევის შედეგების მიწოდებას მკვლევართათვის, საერთაშორისო საზოგადოების ფართო წრისათვის და მის ჩართვას სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებში |
|
|
დღეს ნინოობაა |
კულტურა, სპორტი |
|
|
27 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, სიღნაღში, ბოდბის მონასტერში ელოდებიან. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ნინოობასთან დაკავშირებით მონასტერში წირვას პატრიარქი აღავლენს |
|
|
გუდაური "ხევსურულ საღამოს" მასპინძლობს |
კულტურა, სპორტი |
|
|
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და გუდაურის დეველოპერული კომპანიის, ასევე, ტურისტული კომპანია "თებულოტურის" ორგანიზებით, 22 იანვარს გუდაურში, ღია ცის ქვეშ, გრანდიოზული ხევსურული საღამოს მოწყობა იგეგმება |
|
|
ეკლესია აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
21 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია აბო თბილელის (ისმაიტელყოფილის) ხსენების დღეს აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ქრისტიანობისთვის წამებული არაბი, ნერსე ქართლის ერისმთავრის მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი აბო თბილელი VIII საუკუნეში ცხოვრობდა და ეწამა. წმინდანი ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით. იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო |
|
|
დღეს ნათლისღების დღესასწაული აღინიშნება |
კულტურა, სპორტი |
|
|
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღების სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ლოცვას შეასრულებს. ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძარში 530 ბავშვს მონათლავს. მონათვლის მსურველთა რეგისტრაცია 2010 წლის 19, 20 და 21 დეკემბერს მიმდინარეობდა |
|
|
მაია ჩიბურდანიძეს 50 წელი შეუსრულდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
ქართველ მოჭადრაკეს, მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონს, მაია ჩიბურდანიძეს, 50 წელი შეუსრულდა. ჩიბურდანიძე 1961 წლის 17 იანვარს ქუთაისში დაიბადა. მაია ჩიბურდანიძე არის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალთა შორის (1978-1991). მსოფლიო ჩემპიონი 17 წლის ასაკში გახდა და ყველაზე ახალგაზრდა ქალია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. მაია ჩიბურდანიძე არის საერთშორისო დიდოსტატი ქალთა (1977) და ვაჟთა (1984) შორის. სსრ კავშირის ჩემპიონი (1977) და ვიცე-ჩემპიონი (1979). საჭადრაკო ოსკარის ოთხგზის (1984,1985,1986,1987) მფლობელი |
|
|
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა |
კულტურა, სპორტი |
|
|
14 იანვარს ქართული თეატრის დაარსებიდან 161-ე წლისთავი აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებული ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ღონისძიებები გაიმართება. ქუთაისში იმ ადამიანებს დააჯილდოებენ, რომლებიც ქართულ თეატრში აქტიურად მოღვაწეობდნენ. 14 იანვარს ქუთაისში თეატრის მოღვაწეთა კავშირის 130 წლისთავსაც აღნიშნავენ |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|