« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
დღეს ბარბარობაა |
კულტურა, სპორტი |
|
|
17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დილიდან საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღესრულება. მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წმინდანის, წმინდა დიდმოწამე ბარბარე ხსენების დღე არის ძველი სტილით 4 დეკემბერი, ახალი სტილით - 17 დეკემბერი. წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა |
|
|
T. BLUES MOB-ი მაგთი კლუბში კონცერტს გამართავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
15 დეკემბერს, 14:00 საათზე, მაგთი კლუბში (რუსთაველის გამზ. #22) გაიმართება პრესკონფერენცია T. BLUES MOB-ის კონცერტთან დაკავშირებით. კონცერტი შედგება მაგთი კლუბში 16 დეკემბერს, 20:00 საათზე. T. BLUES MOB _ ვირტუოსი ქართველი მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდია, იგი ცნობილია ბლუზის საკუთარი, უკომპრომისო ვერსიით, რომელიც როკის, ჯაზისა და სოულის ელემენტებს ეფუძნება. ბენდის რეპერტუარი მოიცავს როგორც პოპულარული ჯაზკომპოზიციების ორიგინალურ ვერსიებს, ასევე ნაკლებად ცნობილ, ტრადიციულ ბლუზსიმღერებს; როკისა და სოულის ჟანრში შექმნილ საკუთარ კომპოზიციებს |
|
|
ორთაჭალაში ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია აკურთხეს |
კულტურა, სპორტი |
|
|
თბილისში, ორთაჭალაში, წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია აკურთხეს. ტაძრის კურთხევა და საზეიმო ლიტურღია ცურტავის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჩაატარა. წირვის შემდეგ პარაკლისი საქართველოოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა და მრევლი და ეკლესიის აღმშენებლები დალოცა. ეკლესიის მშენებლობა საქართველოს პროკურატურის მხარდაჭერით დასრულდა. ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის კურთხევა წმიდა მეფის ხსენების დღეს დაემთხვა და მას საქართველოს პროკურატურისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ. დღეს ქართლის მეფის, პოლიტიკური მოღვაწისა და სარდლის, ქართველი წმინდანის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღე აღინიშნება. "გორგასალი" (სპარსულად - მგლისთავა) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელი ჰქონია გამოსახული |
|
|
იუნესკო საქართველოში 7 ახალ პროექტს დააფინანსებს |
კულტურა, სპორტი |
|
|
გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო) საქართველოში კიდევ 7 პროექტს დააფინანსებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილების თანახმად, ამ მიზნით ორგანიზაცია 126 ათას აშშ დოლარს გამოყოფს. "იუნესკოს" თანადაფინანსებით განსახორციელებელ პროექტებს შორისაა: სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დოკუმენტაციის განახლება, ვაშა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ქართულ-ინგლისური საიუბილეო კატალოგის გამოცება, ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის გახსნა, ასევე მოქვის სახარების დიაგნოსტიკა, ციფრულ მატარებლებზე გადატანა და ეროვნული მუზეუმის კოლექციის რეინსტალაცია მოხდება |
|
|
ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 13 დეკემბერს, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის აღსრულების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში გადაიხდის, რომელიც I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარეობს |
|
|
ნეკრესში 40 მოწამის წმიდა ნაწილებს ჩააბრძანებენ |
კულტურა, სპორტი |
|
|
12 დეკემბერს ნეკრესობა - აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღე - აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ნეკრესში 40 მოწამის წმიდა ნაწილებს ჩააბრძანებენ. ტაძარში შესულ მორწმუნეებს წმიდა ნაწილებთან ლოცვის საშუალება მიეცემათ. სადღესასწაულო წირვა დილის 8:00 საათზე ყვარლის ღვთისმშობლის ეკლესიიდან მსვლელობით დაიწყება. აბიბოს ნეკრესელი იყო საეკლესიო მოღვაწე, ერთი ასურელი მამათგანი. საქართველოში მოვიდა სირიიდან VI საუკუნის II ნახევარში. თავდაპირველად მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ განაგებდა ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას. ეწეოდა ფართო მისიონერულ მოღვაწეობას: გააქრისტიანა არაგვისპირის მთიელი კახელები. ებრძოდა ირანის ოფიციალური რელიგიის (ცეცხლთაყვანისმცემლობა) გავლენას. მოსპო ნეკრესის ტაძრის მახლობლად სპარსთა საგზებელი, რისთვისაც VI დამლევს მარზპანის ბრძანებით ჩაქოლეს. დასაფლავებულია სამთავროში (მცხეთა) |
|
|
სტუ-ში "საუნივერსიტეტო რომპეტროლიადამ" აიღო სტარტი |
კულტურა, სპორტი |
|
|
7 დეკემბერს, 15:00 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში ფუტძალის ჩემპიონატით სტარტი "საუნივერსიტეტო რომპეტროლიადამ" აიღო. საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინფორმაციით, ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, რომელიც 16-იდან 28 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მონაწილეობას 16 საუნივერსიტეტო გუნდი მიიღებს. პირველი სატურნირო თამაში „შავი ზღვის უნივერსიტეტსა" და „პეტრე მობილის უნივერსიტეტებს" შორის გაიმართება. „პირველი ეტაპი 16 საუნივერსიტეტო გუნდიდან 8 საუკეთესო მეორე ეტაპზე გადავა, რომელიც 25 იანვარს დაიწყება და 11 თებერვლამდე გასტანს. საერთო ჯამში, გამარჯვებული გუნდის ბაზაზე ჩამოყალიბდება საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრები, რომელიც უკვე 2011 წლის ზაფხულში მსოფლიოსა და ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატებში იასპარეზებს,"- აცხადებს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ნიკოლოზ ამაშუკელი |
|
|
პოეტი ბელა ახმადულინა გარდაიცვალა |
კულტურა, სპორტი |
|
|
73 წლის ასაკში ცნობული რუსი პოეტი, რუსული ინტელიგენციის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი და საქართველოს დიდი მეგობარი, ლეგენადრული პოეტი ბელა ახმადულინა გარდაიცვალა. ბოლო დროს იგი ხშირად ავადმყოფობდა და გარდაცვალების მიზეზიც გულის შეტევა გახდა. ბელა (იზაბელა) ახატის ასული ახმადულინა 1937 წლის 10 აპრილს მოსკოვში დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. ლექსებს ბეჭდავდა 1955 წლიდან. პირველი კრებული, „სიმი“, 1962 წელს გამოსცა. ლირიკული ლექსების გარდა ავტორია პიემების, მოთხრობების, ნარკვევების, ლიტერატურული პორტრეტებისა და ესეებისა. ახმადულინას შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია მხატვრულ თარგმანს. მან პირველმა წარუდგინა რუსულენოვან მკითხველს ანა კალანდაძე, პირველმა დაარღვია გალაკტიონ ტაბიძის უფერულ თარგმანთა სტერეოტიპი და რუსულად ააჟღერა მისი შედევრები. შესანიშნავად თარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ს. ჩიქოვანის, კ. კალაძის, ი. აბაშიძის, გ. აბაშიძის, ი. ნონეშვილის, ა. სულაკაურის, მ. ქვლივიძის, თ. ჭილაძის, ო. ჭილაძის, მ. ფოცხიშვილის, ი. ორჯონიკიძის, აგრეთვე აფხაზი მწერლების: ბ. შინქუბას და ვ. თარბას ნაწარმოებები |
|
|
კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულის ნამუშევრების გამოფენა იხსნება |
კულტურა, სპორტი |
|
|
29 ნოემბერს რუსთავის მე-17 საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულის დავით მაისურაძის ნამუშევრების გამოფენა იხსნება. კონკურსი "ქართული კალიგრაფია" ტარდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "წამის" ორგანიზებით. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ქართული, ებრაული და არაბული კალიგრაფიის 33 ნიმუში. გამოფენის მიზანია ასომთავრული, ნუსხური და მხედრული დამწერლობის პოპულარიზაცია. თემატიკა თავისუფალია |
|
|
2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება |
კულტურა, სპორტი |
|
|
2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება. გადაწყვეტილება ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური ასამბლეის 49 წევრმა მიიღო. ფესტივალის მასპინძლობის სურვილს, თბილისთან ერთად, ჩეხეთის ქალაქი ბრნო გამოთქვამდა. ფარულ კენჭისყრაში 49 დელეგატიდან 26-მა გადაწყვეტილება თბილისის სასარგებლოდ მიიღო. ქართული მხარე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|