« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ქვილთის გამოფენა გაიხსნება |
კულტურა, სპორტი |
|
|
23 თებერვალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსნება ძველი და ახალი ქვილთის (სადა ქსოვილებზე ფერადი ნაჭრებით შედგენილი კომპოზიცია) გამოფენა. საქართველოში ქვილთის ტრადიციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ამას მოწმობს უძველესი გადასაფარებლები თუ კედლის პანოები, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ მოწყობილ ექსპედიციებში მოძიებული ქვილთის უიშვიათესი ნიმუშები |
|
|
ოპერის თეატრის საბალეტო დასი იაპონიაში მიემგზავრება |
კულტურა, სპორტი |
|
|
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასი, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, საგასტროლოდ იაპონიაში მიემგზავრება. იაპონიაში ეს დასის მეორე დიდი გასტროლია, რომელიც 24 თებერვალს ქალაქ ნაგოიაში დაიწყება და 14 მარტს ტოკიოში დასრულდება. საგასტროლო ტურნე 2007 წელს იაპონიაში საბალეტო დასის პირველი წარმატებული გასტროლის დროს დაიგეგმა |
|
|
ეროვნულ არქივში ნიკოლოზ საღარაძის ფოტოალბომების რესტავრაცია მიმდინარეობს |
კულტურა, სპორტი |
|
|
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში ცნობილი ფოტოგრაფის, ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციის რესტავრაცია მიმდინარეობს. კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების არქივს ნიკოლოზ საღარაძემ მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფოტოსურათების 15 ალბომი 1959-1960 წლებში გადასცა. ფოტოები აერთიანებს დასავლეთ საქართველოში მცხოვრებთა ტიპაჟებს |
|
|
შენდობის კვირას ეკლესია ადამის სამოთხიდან განდევნას იხსენებს |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, შენდობის კვირას, ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. პირველქმინილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის უქონლობა გახდა. ამიტომ ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება |
|
|
თბილისში რაგბის ფანკლუბი ჩამოყალიბდება |
კულტურა, სპორტი |
|
|
13 თებერვალს, რაგბში საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების მატჩის დროს, ლუდი ნატახტარი - “კასრის" ორგანიზებითა და “საქართველოს რაგბის კავშირის" მხარდაჭერით, თბილისში, რაგბის ფანკლუბი ჩამოყალიბდება. ფანკლუბის პრეზენტაციის ცერემონიალი თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე, 18:00 საათზე, "ბავარიულ ლუდსახარშში" გაიმართება. სტუმრებს სიტყვით მიმართავენ “ნატახტარის", “რაგბის კავშირის", “საქრთველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს" წარმომადგენლები |
|
|
“პეგასი” საბავშვო წიგნების პრეზენტაციას გამართავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
14 თებერვალს, 14:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფოიეში გამომცემლობა “პეგასი” საბავშვო წიგნების პრეზენტაციას გამართავს. “პეგასმა” გამოსცა ორი ახალი საბავშვო წიგნი: ირმა მალაციძის “ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში” და ჯანი როდარის “გონდოლა-აჩრდილი”. როგორც ირმა მალაციძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, “ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში” _ ეს არის სათავგადასავლო წიგნი ცელქ ბიჭზე, რომელიც ჯადოსნურ ქვეყანაში აღმოჩნდება და ბოროტ ჯადოქარს დაამარცხებს. წიგნის ილუსტრატორია ილია ჭრელაშვილი |
|
|
"ბერლინალე-60" დღეს იხსნება |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 11 თებერვალს, ბერლინალე-პალასში ბერლინის მე-60 საერთაშორისო კინოფესტივალი ჩინური ფილმის "ერთად ცალ-ცალკე" (Tuan Yuan) მსოფლიო პრემიერით იხნება. ფილმი საკონკურსო პროგრამაშიც მონაწილეობს. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის კულტურის მინისტრი ბერნდ ნოიმანი, მმართველი ბურგომისტრი კლაუს ვოვერაიტი, ჟიურის პრეზიდენტი ვერნერ ჰერცოგი და ბერლინალეს დირექტორი დიტერ კოსლიკი |
|
|
ქართველი მკვლევარი ირანის წლის საუკეთესო წიგნის ლაურეატი გახდა |
კულტურა, სპორტი |
|
|
ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 31-ე წლისთავთან დაკავშირებით თეირანში გაიმართა წლის საუკეთესო წიგნის მე-17 დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადი ნეჯადი, კულტურის მინისტრი მოჰამად ჰოსეინი, ხელოვნების აკადემიის თავმჯდომარე ჰადად ადელი და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|