« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
ქართველები “NASA-ს” მხარდაჭერით მარსზე მცენარეების დარგვას აპირებენ |
ტექნოლოგიები |
|
|
ქართველ მეცნიერთა ჯგუფი კოსმოსის კვლევის აშშ-ის სახელმწიფო ორგანიზაციიდან (NASA) დაბრუნდა, სადაც ისინი საერთაშორისო სამეცნიერო ასტრობიოლოგიურ კონფერენციაზე იყვნენ მიწვეულნი. NASA-ში მათ პლანეტა მარსის შესახებ ახალი თეზისები და 3-წლიანი კვლევის შედეგები ჩაიტანეს, რომლითაც NASA დაინტერესდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის კათედრის მეცნიერები საქართველოში კოსმოსის კვლევის აშშ-ის სახელმწიფო ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენლებად დანიშნა |
|
|
3D-კამერას უკვე 3D-ეკრანიც აქვს |
ტექნოლოგიები |
|
|
კომპანია Hammacher Schlemmer-მა 3D-კამერა 3D-ეკრანით გაამდიდრა. აპარატს სამმეგაპიქსელიანი მატრიცა აქვს, რომელიც 640X480 პიქსელის ვედეოგამოსახულების გადაღების საშუალებას იძლევა. კამერას ახლავს 3,25- დიუმიანი 3D-ეკრანი, რომელსაც შეუძლია სტერეოგამოსახულების სპეციალური სათვალის გარეშე ჩვენება |
|
|
iPhone-ის მეოთხე მოდელი რეკორდული ტემპით იყიდება |
ტექნოლოგიები |
|
|
iPhone-ის მეოთხე მოდელი რეკორდული ტემპით იყიდება. კომპანია Apple-ის ახალი სმარტფონები iPhone 4 პირველივე დღეს წარმატებით გაიყიდა. კომპანიის მესვეურებს მობოდიშებაც კი მოუხდათ, რადგან მზარდი ინტერესის გამო, გაიჭედა ოპერატორ AT&T-ის ვებგვერდი, რომელსაც აშშ-ში iPhone-ის გაყიდვის ექსკლუზიური უფლება აქვს. საგულისხმოა, რომ პირველსავე დღეს საიტზე შეკვეთის გაკეთება 13 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოინდომა |
|
|
"მაიკროსოფტმა" Xbox 360-ის ახალი ვერსია გამოუშვა |
ტექნოლოგიები |
|
|
კომპანია "მაიკროსოფტმა" სათამაშო კონსოლის Xbox 360-ის თხელი ვარიანტი გამოუშვა. დანადგარი აშშ-ის მაღაზიებში მალე გამოჩნდება. როგორც კომპანიის მესვეურები აცხადებენ, Xbox 360-ის ახალი მოდელის კომპლექტაციაში შედის 250-გიგაბაიტიანი მყარი დისკი. |
|
|
Nintendo-მ ახალი სათამაშო კონსოლი 3DS წარმოადგინა |
ტექნოლოგიები |
|
|
კომპანია Nintendo-მ ლოს ანჯელესში ახალი პორტატული სათამაშო აპარატი წარმოადგინა, რომლის ეკრანზე სამგანზომილებიანი გამოსახულების ხილვა სპეციალური სათვალის გარეშეა შესაძლებელი. კონსოლი წარმოდგენილია ორი, ერთმანეთის მიყოლებით განლაგებული ეკრანით. ქვედა ეკრანი ჩვეულებრივი სენსორული დისპლეის ფუნქციას ასრულებს. სამგანზომილებიანი გამოსახულების ეფექტს კი მაყურებელი ზედა ეკრანზე ცქერისას მიიღებს |
|
|
"მაიკროსოფტმა" Office 2010-ის გაყიდვა დაიწყო |
ტექნოლოგიები |
|
|
კორპორაცია "მაიკროსოფტმა" Office 2010-ის პაკეტის საცალო ვაჭრობა დაიწყო. მყიდველთათვის საოფისე პროგრამების პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება 35 ათას მაღაზიასა და საიტზე Office.com. "მაიკროსოფთმა" პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა ისეთ წამყვან კომპიუტერულ ფირმებთან, როგორებიცაა: HP, Acer, Asus, Dell და Lenovo. შესაბამისად, მწარმოებლებს საშუალება ექნებათ, Office 2010 ახალ კომპიუტერებსა და ნოუთბუქებში დააყენონ. |
|
|
Toshiba-მ რეკორდული მეხსიერების ახალი ჩიპი წარმოადგინა |
ტექნოლოგიები |
|
|
კომპანია "ტოშიბამ" რეკორდული მოცულობის ფლეშ-მეხსიერების მოდული წარმოადგინა. 128-გიგაბაიტიანი ჩიპის გამოყენება შესაძლებელი იქნება სმარტფონებზე, პლანშეტურ კომპიუტერებზე და სხვა პორტატულ აპარატებზე. მოდულის სიგრძე-სიგანე 2,2 და 1.7 სანტიმეტრი, სისქე კი 1,4 მილიმეტრია. მისი სერიული წარმოება უკვე ამ წლის ბოლოდან დაიწყება და 2011 წლის დასაწყისიდან ბაზარზედაც გამოჩნდება |
|
|
თემაზე: "თანამედროვე SCADA სისტემები სტუ-ში გამოყენების მაგალითზე" სემინარი გაიმართება |
ტექნოლოგიები |
|
|
დღეს, 1-ელ ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების # 89 მიმართულებაზე გაიმართება ტრადიციული Online სემინარი თემაზე: "თანამედროვე SCADA სისტემები სტუ-ში გამოყენების მაგალითზე". სემინარს გაუძღვება პროფესორი ლევან იმნაიშვილი. სემინარს დაესწრებიან და დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას სტუ-ის რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი და რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი |
|
|
საქართველოსა და ისრაელის საგზაო უწყებები ითანამშრომლებენ |
ტექნოლოგიები |
|
|
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ისრაელის ეროვნული საავტომობილო გზების კომპანია თანამშრომლობას გეგმავენ. შესაბამისი მემორანდუმი დღეს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა და ისრაელის ეროვნული საავტომობილო გზების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ვიჟნიცერმა გააფორმეს |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|