« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
არაქართველი მოსწავლეებისთვის ორენოვანი სახელმძღვანელოები გამოიცა |
სიახლე |
|
|
16 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მარნეულში ჩავა. შაშკინი ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძესთან ერთად მარნეულის მესამე საჯარო სკოლას ესტუმრება და მოსწავლეებს ახალ მულტიბილინგურ სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ გადასცემს. პირველად საქართველოში არაქართველი მოსწავლეებისთვის ორენოვანი სახელმძღვანელოები გამოიცა, სადაც სასწავლო მასალის 35 პროცენტი ქართულ ენაზეა. სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ითარგმნა მე-7, მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 კლასების ისტორიისა და გეოგრაფიის წიგნები, რომლებიც მოსწავლეებს უფასოდ გადაეცემათ |
|
|
საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა იწყება |
სიახლე |
|
|
15 სექტემბერს საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა იწყება. 14 სექტემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა "პრაიმ ტაიმის" ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებს 2010-2011 სასწავლო წლის სიახლეები გააცნო. შაშკინის განცხადებით, ტრიმესტრების ნაცვლად, სკოლებში სასწავლო წელი სემესტრებად დაიყოფა, იცვლება შეფასების სისტემა. ამიერიდან, ექვსის ნაცვლად ბავშვები სამი კომპონენტით შეფასდებიან - საშინაო დავალება, საკლასო დავალება და შემაჯამებელი. მინისტრის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან თბილისისა და ბათუმის ყველა სკოლაში სერთიფიცირებული მანდატურები შევლენ. წლის ბოლომდე კი ზუგდიდის, რუსთავის, ქუთაისისა და გორის სკოლებს მოიცავენ |
|
|
სტეფანწმინდაში ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნა |
სიახლე |
|
|
სტეფანწმინდაში ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნა. საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძესთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგი თევზაძესთან ერთად სტეფანწმინდაში ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტი ოფიციალურად გახსნა. სამინისტროს ინფორმაციით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ისტიტუტი კვლევითი ცენტრია, სადაც სხვადასხვა დარგის მეცნირებისთვის მუშაობისა და კვლევის თანამედროვე პირობებია შექმნილი |
|
|
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა |
სიახლე |
|
|
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი 25381 ათასი აბიტურიენტი გახდა, მათგან 3276 უმაღლესი პროფესიული პროგრამების. 2085 აბიტურიენტი მეორადი ჩარიცხვების შედეგად გახდა სტუდენტი – პირველადი ჩარიცხვებით რეგისტრირებული 36 ათასზე მეტი აბიტურიენტიდან სტუდენტი გახდა 23296 |
|
|
წარმატებულ პედაგოგებს სერთიფიკატები და კომპიუტერები გადასცეს |
სიახლე |
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რამდენიმე მასწავლებელს, რომელთაც წარმატებით გაიარეს სასერთიფიკატო გამოცდები, სერთიფიკატები და პერსონალური კომპიუტერები გადასცა. შაშკინმა პედაგოგებს, რომელთაც ცოდნის მაღალი დონე აჩვენეს, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა |
|
|
მთაწმინდის პარკში გიგანტური ბორბალი გაიხსნა |
სიახლე |
|
|
მთაწმინდის პარკ "ბომბორაში" გიგანტური ბორბალი საზეიმოდ გაიხსნა. რეკონსტრუირებული ატრქციონის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო. საღამო თბილისის ბიგ-ბენდმა გახსნა. 62 მეტრის სიმაღლის ბორბალი 44 დახურული ტიპის გონდოლისგან შედგება |
|
|
2 სექტემბერს საქართველოში ისრაელის კვირეული გაიხსნება |
სიახლე |
|
|
2 სექტემბერს საქართველოში ისრაელის კვირეული გაიხსნება, რომელიც 9 სექტემბერს დაიხურება. 6 სექტემბერს, 19:00 საათზე, "შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი", საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და ებრაული სააგენტო "ისრაელისთვის" ორგანიზატორობით, ისრაელის კვირეულის დასკვნით საღამოს უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოში ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის ოფიციალური აქტივობის 20 წლის იუბილესადმია მიძღვნილი |
|
|
სტუ-ში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განიხილეს |
სიახლე |
|
|
დღეს, 1-ელ სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვის კომისიის შეხვედრაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა გაიმართა. განხილვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრო. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეხვედრა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, რომელიც ფიზიკოსია, სტუ-ის კურსდამთავრებულია და დისერტაციაც სტუ-ში აქვს დაცული |
|
|
"იტალიური ეკონომიკური დიპლომატიის" ნომერი საქართველოს მიეძღვნა |
სიახლე |
|
|
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საინფორმაციო სააგენტო "Il Sole 24 Ore Radiocor"-მა, თბილისში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, მოამზადეს და საქართველოს მიუძღვნეს სპეციალური ცამეტგვერდიანი დოსიე, რომელიც გამოქვეყნდა ორკვირეულ ბიულეტენში "Diplomazia Economica Italiana" ("იტალიის ეკონომიკური დიპლომატია") |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|