« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
ქუთაისში ინდურ-ქართულმა მეტალურგიულმა ქარხანამ პირველი პროდუქცია გამოუშვა |
სიახლე |
|
|
ქუთაისში ინდურ-ქართულმა მეტალურგიულმა ქარხანამ პირველი პროდუქცია გამოუშვა. ექვს თვეში რვა ათასი ტონა არმატურის წარმოებით კომპანია "ევრაზიამ" მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა. ქარხანაში დღეს საქართველოს პრეზიდენტი მივიდა და ქარხნის საქმიანობას გაეცნო. წლის განმავლობაში სულ 100 ათასი ტონა არმატურის გამოშვებაა დაგეგმილი. დღეიდან ქართულ-ინდურ საწარმოში მუშაობის მეორე ეტაპი იწყება, რომელიც წარმოების ორჯერ გაზრდას გულისხმობს |
|
|
კონკურსის "ალიანტე 2010" დასკვნითი ნაწილი საქართველოში გაიმართება |
სიახლე |
|
|
უსაფრთხოების საკითხებისა და ნატოს შესახებ საერთაშორისო ახალგაზრდული კონკურსის "ალიანტე 2010" დასკვნითი ნაწილი საქართველოში გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კონკურსის საერთაშორისო ორგანიზატორებთან ერთად მიიღო. კონკურსი, რომელსაც ნატოს მხარდაჭერით საფუძველი 2000 წელს ჩაეყარა, უსაფრთხოების საკითხებსა და ნატოს შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად |
|
|
სტუ-სა და ევროპულ აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა |
სიახლე |
|
|
28 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გიორგი ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში ხელი მოეწერა ხელშეკრულების მემორანდუმს მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა, ხოლო ავსტრიის მხრიდან - აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა ფელიქს უნგერმა. მემორანდუმზე ხელმოწერის შემდგომ უნგერი როგორც საქართველოსთვის, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გაწეული მრავალმხრივი დახმარებისთვის სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდებითა და საპატიო მედალით დაჯილდოვდა |
|
|
პატრიარქი 500 ბავშვს მონათლავს |
სიახლე |
|
|
27 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 500 ბავშვს მონათლავს. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურში განაცხადეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე გაიმართება. ეს პატრიარქის მიერ ბავშვების რიგით მეათე ნათლობაა. პატარებს საჩუქრად სახარება, ჯვრები და ნათლობის სიგელი გადაეცემათ |
|
|
დღეს წლის საუკეთესო ნავთობკომპანია გამოვლინდება |
სიახლე |
|
|
26 იანვარს, 18:00 საათზე, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, სადაც ნავთობპროდუქტების ბიზნესში 2009 წლის შედეგებით სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ორგანიზაცია დასახელდება. კავშირის ინფორმაციით, ძირითადი ნომინაციაა - 2009 წელს ნავთობპროდუქტების სექტორში სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ორგანიზაცია |
|
|
"ერეკლე II-ის საზოგადოებამ" რუსული ენის უფასო კურსები გახსნა |
სიახლე |
|
|
საქართველოში რუსული ენის შემსწავლელი "სამეფო" კურსები გახსნა. კურსები უფასოა. ამ მეთოდით ცდილობს "ერეკლე II-ის საზოგადოება" თბილისსა და მოსკოვს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას. კურსების მთავარი ამოცანა ორი უმდიდრესი კულტურის _ ქართული და რუსული კულტურის _ პროპაგანდაა. მეცადინეობების რუსულ ენაში კვირაში სამჯერ ჩატარდება. ორგანიზაციამ უკვე მიმართა ორივე ქვეყნის ბიზნესნებს ფინანსური დახმარებისთვის |
|
|
საქართველოში არსებული ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ |
სიახლე |
|
|
საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოში არსებული ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ. მათი განცხადებით, ა. წ. 25-29 იანვარს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალ სესიაზე სხვა საკითხებთან ერთად იგეგმება "სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და სქესის იდენტიფიკაციის” კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალიზმის და სხვა სექსუალური გადახრების ლეგალიზებას გულისხმობს. ამავე სესიაზე გამოტანილი იქნება დოკუმენტი, რომელიც აბორტს წარმოგვიდგენს როგორც ქალის უფლებასა და ოჯახის დაგეგმვის საშუალებას |
|
|
"თელასის" ფინანსური მხარდაჭერით სტუ-ში სასწავლო ცენტრი გაიხსნება |
სიახლე |
|
|
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად კომპანია “თელასი" უმაღლესის სასწავლებლის ბაზაზე თანამედროვე სასწავლო ცენტრს გახსნის. პროფესიული მომზადების ცენტრი, რომელსაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ანალოგი არ აქვს, ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტების თეორიულ-პრაქტიკულ მომზადებას, “თელასისა" და საქართველოში მოქმედი სხვა ენერგეტიკული კომპანიების თანამშრომლების პროფესიული კვალიფიკაციის დონის ამაღლებას მოემსახურება. ერთობლივი პროექტის განსახორციელებლად “თელასმა" 300 ათასი ლარი (182 ათასი აშშ დოლარი) გამოყო |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|