« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
2009 წელს ტურისტების რაოდენობა 85 პროცენტით გაიზარდა |
სიახლე |
|
|
დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2009 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით, 2009 წელს ტურისტების რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია, მაშინ, როცა 2008 წლის მონაცემებით, 53 000 ტურისტი დაფიქსირდა |
|
|
ქართულ-იტალიური საზოგადოების პრეზიდენტი ნინო ყაუხჩიშვილი გარდაიცვალა |
სიახლე |
|
|
იტალიაში მილანის ქართულ-იტალიური საზოგადოების _ "სამშობლო - გულით სატარებელი" _ პრეზიდენტი ნინო ყაუხჩიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს. ნინო ყაუხჩიშვილი ცნობილი ქართველი მეცნიერის, სიმონ ყაუხჩიშვილის ძმის შვილი იყო. ნინო ყაუხჩიშვილის მამა 1921 წელს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად უცხოეთში წავიდა. თავად ნინო ბერლინში დაიბადა. მან მთელი ცხოვრება ემიგრაციაში გაატარა |
|
|
საპატრიარქოში ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური ამოქმედდება |
სიახლე |
|
|
საქართველოს საპატრიარქოში უფასო ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური ამოქმედდება. საპატრიარქოს ინფორმაციით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასო სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარებით ისარგებლოს. სამსახური სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და მუდმივმოქმედი იქნება |
|
|
გრიგორიანული კალენდარი, შესაძლოა, 2012 წელს შეიცვალოს |
სიახლე |
|
|
კალენდრების მსოფლიო ასოციაცია ამჟამად მოქმედი გრიგორიანული კალენდრის შეცვლის ინიციატივით გამოდის. ასოციაციის ხელმძღვანელი უეინ რიჩარდსონი აცხადებს, რომ მე-16 საუკუნეში შემოღებული გრიგორიანული კალენდარი, შესაძლოა, 2012 წელს შეიცვალოს. ასოციაციის მიერ წარმოდგენილია წელიწადის ათვლის ახალი მოდელი. ახალი კალენდარიც 365 დღეს ითვლის, თუმცა ყოველი ახალი წელი, რომელიც იწყება კვირა დღეს, ერთ დამატებით დღეს _ მეორე შაბათს შეიცავს. ასეთი ვითარება სწორედ 2012 წელს იქნება |
|
|
პატრიარქს დაბადებიდან 77 წელი შეუსრულდა |
სიახლე |
|
|
4 იანვარს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, დაბადებიდან 77 წელი შეუსრულდა. საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში პატრიარქის სახელზე პარაკლისი აღევლინება. პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვა მრევლს სიონის საკათედრო ტაძარში შეეძლება. საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, რადგან მრევლის მხრიდან დიდია სურვილი, პირადად მიულოცოს ეს დღე პატრიარქს, ამის საშუალება მათ მიეცემათ სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც მისი უწმიდესობა, სამღვდელოებასთან ერთად, ორშაბათს საღამოს, 18:00 საათზე, გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს მრევლს |
|
|
"გაერთიანებული ტელეკომი" უსადენო ქსელის გაფართოებას გეგმავს |
სიახლე |
|
|
“გაერთიანებული ტელეკომი" უსადენო ქსელის (CDMA) გაფართოებას გეგმავს. იანვრიდან თბილისსა და რეგიონებში ახალი საბაზო სადგურები დამონტაჟდება, რაც 3 თვის განმავლობაში დამატებით 70 000 აბონენტის ჩართვის შესაძლებლობას მისცემს კომპანიას. ამას გარდა, მიმდინარეობს უკვე არსებული სადგურების განახლება (Upgrade), ფართოვდება უკაბელო ქსელის დაფარვის ზონები და უფრო მეტი მომხმარებლის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი, მათ შორის უკაბელო ტექნოლოგიის მაღალსიჩქარიანი ინტერენტით (EV-DO REV A) |
|
|
2010 წლიდან ეროვნულ არქივში დაჩქარებული მომსახურება დაინერგება |
სიახლე |
|
|
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 2010 წლის 1-ლი იანვრიდან დაჩქარებული მომსახურება დაინერგება. ამის შესახებ ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების აქამდე არსებული წესის მიხედვით მომხმარებელთა მომსახურებისთვის დაწესებული იყო 10-დღიანი ვადა |
|
|
საქართველოში ამინდის პროგნოზი უფრო ზუსტი იქნება |
სიახლე |
|
|
საქართველოში ამინდის პროგნოზი კიდვე უფრო ზუსტი იქნება. გარემოს დაცვის სამინისტრომ მეტეოროლოგიური სამსახურისთვის ახალი აპარატურა შეიძინა, რომელიც 700 ათასი ლარი დაჯდა. ტექნიკა ძველ სისტემებს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. ახალი აპარატურის მონტაჟი 2010 წლის მარტში დასრულდება. ტემპერატურის საზომის სისტემები მესტიაში, ამბროლაურში, რიკოთის უღელტეხილზე და ფოთში დამონტაჟდება |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|