« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
ფიზიკის მასწავლებლები CERN-ის კვლევით ლაბორატორიაში სტაჟირებას გაივლიან |
მეცნიერება |
|
|
თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების ფიზიკის 14 მასწავლებელი შვეიცარიაში, CERN-ის კვლევით ლაბორატორიაში სტაჟირებას გაივლის. ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, CERN- ის ექსპერტებთან თანამშრომლობით, ქართველი მასწავლებლებისთვის სპეციალური სატრენინგო პროგრამა შეიმუშავა |
|
|
სტუ-ს ევროპული კოსმოსური სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფი ესტუმრა |
მეცნიერება |
|
|
13 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ნიდერლანდები) ექსპერტთა ჯგუფი: ანტენების სექციის უფროსი, დოქტორი სირილ მანჟენო, კონსტრუქციების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი ჯულიან სანტიაგო პროვალდი, ანტენების სექციის წამყვანი სპეციალისტი, დოქტორი ქეის ვან’ტ კლოსტერი, აგრეთვე, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) მსუბუქი კონსტრუქციების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ჰორსტ ბაიერი და ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი ლერი დათაშვილი. ევროპული კოსმოსური სააგენტოს ექსპერტებთან ერთად სტუ-ში სამუშაო შეხვედრა 13 იანვარს დაიწყო და 14 იანვარს დასრულდება |
|
|
16-მა ახალგაზრდა მეცნიერმა საზღვარგარეთ სტაჟირება წარმატებით გაიარა |
მეცნიერება |
|
|
16-მა ქართველმა ახალგაზრდა მეცნიერმა საზღვარგარეთ სტაჟირება წარმატებით გაიარა. დღეს, 24 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს შეხვდებიან |
|
|
საქართველოსა და ტორონტოს უნივერსიტეტები საინჟინრო ტექნოლოგიების სფეროში ითანამშრომლებენ |
მეცნიერება |
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კანადაში ტორონტოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი საქართველოსა და ტორონტოს უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობა იყო. ტორონტოს უნივერსიტეტს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო უნივერსიტეტების სიაში, განსაკუთრებით საინჟინრო ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კუთხით, რაც საქართველოში პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შეხვედრისას დაიგეგმა აქტიური თანამშრომლობა სტუდენტთა გაცვლის, საინჟინრო ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში გამოცდილების გაზიარებაში |
|
|
სამართლის აქტუალური პრობლემების თემაზე სტუ-ში კონფერენცია ტარდება |
მეცნიერება |
|
|
18-19 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება I საერთაშორისო კონფერენცია "სამართლის აქტუალური პრობლემები". კონფერერენციის თემაა "სამართალი დროსა და სივრცეში". კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური, რუსული. კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგ მიმართულებებში: საკანონმდებლო რეფორმა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში; კერძო სამართლის რეფორმა; საჯარო სამართლის რეფორმა; მართლმსაჯულების ინსტიტუტი; კორპორაციული სამართლის განვითარება |
|
|
უკრაინის ტექნოლოგიური ცენტრის ინიციატივით მრგვალი მაგიდა გაიმართა |
მეცნიერება |
|
|
17 დეკემბერს ტექნიკური უნივერსიტეტის შეხვედრების ოთახში უკრაინის სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის (უსტც) ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც ითვალისწინებდა სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის შედეგების კომერციალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. აღნიშნულ ღონისძიებაზე სპიკერებად მოწვეულნი იყვნენ უსტც-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ვიქტორ კორსუნი, მისი კონსულტანტი ტატიანა ილიაში, კიევის ინტელექტუალური საკუთრების ინსტიტუტის პრორექტორი პაველ ციბულიოვი, ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ტექნოლოგიების ტრანსფერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სერგეი პუგაჩი და პატენტმცოდნე (კოორდინატორი) ოლეგ ზალოჟენკოვი |
|
|
ენერგეტიკული პრობლემების თემაზე ონლაინკონფერენცია გაიმართა |
მეცნიერება |
|
|
17 დეკემბერს სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის შეხვედრების ოთახში გაიმართა სამეცნიერო ონლაინკონფერენცია “სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული პრობლემები”. კონფერენცია ჩატარდა USAID-ის ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, მისი ფინანსური მხარდაჭერითა და ინიციატივით. ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტთან არსებული “ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის” და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტ 480-ის მონაწილეობით |
|
|
ჯუმბერ ლომინაძეს ბრწყინვალების ორდენი გადაეცემა |
მეცნიერება |
|
|
10 დეკემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, გამოჩენილ მეცნიერს, ასტროფიზიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოსს, ჯუმბერ ლომინაძეს ნაყოფიერი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მოღვაწეობისთვის ბრწყინვალების ორდენი გადაეცემა |
|
|
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერად ჯემალ გახოკიძე აირჩიეს |
მეცნიერება |
|
|
წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 30 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების საფუძველზე, სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერად პროფესორი ჯემალ გახოკიძე აირჩიეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 21 ოქტომბრის # 54 სხდომის # 4 გადაწყვეტილებით, წარმომადგენლობით საბჭოში 36 კაცი იქნება. სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნები სტუ-ის ფაკულტეტებზე 2010 წლის 25 ნოემბერს ჩატარდა. აირჩიეს წარმომადგენლობითი საბჭოს 36 წევრი |
|
|
სტუ-ის ბიბლიოთეკის დირექტორი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად აირჩიეს |
მეცნიერება |
|
|
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ვაჟა პაპასკირი სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად აირჩიეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 21 ოქტომბრის # 54 სხდომის # 4 გადაწყვეტილებით, წარმომადგენლობით საბჭოში 36 კაცი იქნება. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ადრე ავტომატურად ხდებოდა წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. ახლა კი მას კონკურსის წესით ირჩევენ. წარმომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტების და ბიბლიოთეკის წარმომადგენლების არჩევნების პროცესი ქვემოთ მითითებული ვაკანსიების მიხედვით 29 ოქტომბრიდან დაიწყო |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|