News.GTU.ge



«    იანვარი 2025    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

IT Startup დღეების ფარგლებში იდეების პრეზენტაცია გაიმართა სტუ
IT Startup დღეების ფარგლებში იდეების პრეზენტაცია გაიმართა IT Startup დღეების რიგით მე-2 ღონისძიების ფარგლებში იდეების პრეზენტაცია 14 მარტს გაიმართა, ხოლო ხოლო უკვე ჩამოყალიბებული გუნდების კონსულტანტებთან შეხვედრა 15 მარტს მოეწყო. ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს
სტუ-ში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა კულტურა, სპორტი
სტუ-ში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა 14 მარტს, 19:00 საათზე, ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. ღონისძიება იაპონიაში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაზარალებულებს მიეძღვნა
სტუ-ში ენერგოაუდიტისა დიაგნოსტიკის ლაბორატორია განახლებული გაიხსნა სტუ
სტუ-ში ენერგოაუდიტისა დიაგნოსტიკის ლაბორატორია განახლებული გაიხსნა 15 მარტს, 11:00 სთ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის “თანამედოვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა“ (NATELI) და სტუ-ის ორგანიზატორობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგოეფექტური სატესტო მოწყობილოლებით ახლახან აღჭურვილი ენერგოაუდიტისა დიაგნოსტიკის ლაბორატორია გაიხსნა

სტუ-ში ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა სტუ
სტუ-ში ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის ჯგუფის  შეხვედრა გაიმართა 14 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა ანზორ შავგულიძემ განაცხადა, ამ ჯგუფის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ რეცენზენტების ინსტიტუტი დღეს მძიმედ მუშაობს



ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სტუ-ში ნატოს კუთხე გახსნა სტუ
ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სტუ-ში ნატოს კუთხე გახსნა ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრმა სტუ-ში ნატოს კუთხე გახსნა. ნატოს კუთხის გახსნას ესწრებოდნენ რუმინეთის ელჩი საქართველოში დან მიჰაი ბარლიბა, ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი და ევროპულ და ევროანტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია, ასევე სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები
ენერგეტიკის საგანმანათლებლო პროგრამების თემაზე კონფერენცია ჩატარდა სიახლე
ენერგეტიკის საგანმანათლებლო  პროგრამების თემაზე კონფერენცია ჩატარდა 10 მარტს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული “ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის” ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია “ენერგეტიკის საგანმანათლებლო და სატრეინინგო პროგრამები საქართველოში”
იაპონიის მიწისძვრის შედეგად დღე-ღამის ხანგრძლივობა შემცირდა ---
იაპონიის მიწისძვრის შედეგად დღე-ღამის ხანგრძლივობა შემცირდა ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, იაპონიაში მომხდარმა მიწისძვრამ დღე-ღამის ხანგრძლივობა 1.6 მიკროსეკუნდით შეამცირა. ამავდროულად, ამერიკელი მეცნიერები, იტალიელი კოლეგებისგან განსხვავებით ამტკიცებენ, რომ დედამიწის ღერძი არა 10, არამედ 15 სანტიმეტრით გადაიხარა. შესაბამისი განმარტება აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მეცნიერმა რიჩარდ გროსმა გააკეთა
ზურაბ სოტკილავას 74 წელი შეუსრულდა სტუ
ზურაბ სოტკილავას 74 წელი შეუსრულდა დღეს, 12 მარტს, ქართველ მომღერალს, ლირიკულ-დრამატულ ტენორს, ზურაბ სოტკილავას 74 წელი შეუსრულდა. ზურაბ ლავრენტის ძე სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს სოხუმში, დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965 წელს - ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორია
კრიმინოლოგიის განვითარების თემაზე კონფერენცია გაიმართება სტუ
კრიმინოლოგიის განვითარების თემაზე კონფერენცია გაიმართება 26 მარტს 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (III სართული, საკონფერენციო ოთახი) გაიმართება საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “კრიმინოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. ღონისძიების ორგანიზატორები არიან სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილება; სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო საზოგადოება; ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის დეპარტამენტი
სტუ-ის დიდი სააქტო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა სტუ
სტუ-ის დიდი სააქტო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა დღეს, 10 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართა პროექტში - "1000 დატრენინგებული სტუდენტი სტუ-ში" - მონაწილე სტუდენტების დაჯილდოება. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი. დღეს საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი სააქტო დარბაზი, რომლის რეაბილიტაციაც 2010 წლის სექტემბერში დაიწყო და სულ ახლახან დასრულდა







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge