« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
12 იანვარს აუდიოწიგნების ჩამწერი სტუდია ”ექოს” პრეზენტაცია გაიმართება |
სიახლე |
|
|
12 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში უსინათლოთა და მცირე მხედველთა საბიბლიოთეკო მომსახურების ცენტრის აუდიოწიგნების ჩამწერი სტუდია ”ექოს” პრეზენტაციას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს |
|
|
ეროვნული ოლიმპიადის ტურებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს |
სიახლე |
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა 2011 წლის სასწავლო ეროვნულ ოლიმპიადასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. 2011 წელს, პირველად, ოლიმპიადის შესარჩევი, პირველი ტური უშუალოდ სკოლებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ ჩატარდა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურს გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს |
|
|
საქართველო ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად დაასახელეს |
სიახლე |
|
|
The New York Times-მა ის ადგილები დაასახელა, რომლებიც 2011 წლის ზამთარში ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება. საქართველო ამერიკული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მე-6 ადგილზეა. როგორც გამოცემა წერს, ბაკურიანსა და გუდაურში ყველანაირი პირობა არსებობს მოთხილამურეებისთვის და ექსტრიმის მოყვარულებისთვის და საქართველოს ეს ორი კურორტი დღითიდღე ვითარდება. პოპულარული გამოცემა აღნიშნავს, რომ ტურისტებს ზამთრის გატარება სვანეთშიც შეეძლებათ |
|
|
საქართველოს ეკლესიისა და ტაძრების შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ |
კულტურა, სპორტი |
|
|
საქართველოს ეკლესიისა და ქვეყანაში არსებული ტაძრების შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, საქართველოში უკვე ჩამოსულია კინოდოკუმენტალისტთა ჯგუფი, რომელიც ფილმზე იმუშავებს. პატრიარქმა მრევლს დავით წინასწარმეტყველისა და იოსებ მართლის ხსენების დღე მიულოცა, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 9 იანვარს აღნიშნავს. |
|
|
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე |
კულტურა, სპორტი |
|
|
ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო სულიერო შვილებო! აი, უკვე 2011 წელია, გვესმის ანგელოზთა საოცარი საგალობელი: `დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება~, რათა ჩვენც, იუდეის მწყემსთა და აღმოსავლელ მოგვთა მსგავსად, მივეახლოთ და თაყვანი ვსცეთ ბეთლემის ცივ გამოქვაბულში, ბაგასა შინა მწოლ უჩვეულო ყრმას და გავიხაროთ სიხარულითა დიდითა, რადგან ეს დღე არის საწყისი ცოდვის ბორკილთაგან ჩვენი გათავისუფლებისა და სულიერი თვალ-მარგალიტით გამშვენებისა, დღე იმ აღთქმის აღსრულებისა, რომელსაც ათასწლეულების მანძილზე ელოდა კაცთა მოდგმა, წინასწარმეტყველთა და მართალთა მთელი თაობები |
|
|
მართლმადიდებელი სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს, 7 იანვარს, მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამით დაიწყო. 11:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე საქველმოქმედო ორგანიზაცია ”მკურნალში” მცხოვრებ ახალგაზრდებს შობის დღესასწაულს მიულოცავს. დავით კერესელიძე იქ მცხოვრებ პირებსა და მათ შვილებს ტკბილეულითა და სათამაშოებით დაასაჩუქრებს. ”მკურნალში” სულ 16 მიუსაფარი პირი ცხოვრობს |
|
|
2011 წელს მთავრობის პრიორიტეტი კვლავ განათლება იქნება |
--- |
|
|
2011 წელს მთავრობის პრიორიტეტი კვლავ განათლება, ჯანდაცვის სექტორი და ეონომიკის "ახალი კურსი" იქნება, _ ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინსტრმა ნიკოლოზ გილაურმა გააკეთა. მისი განმარტებით, 2010 წელს მთავრობის მთავარი ფოკუსი განათლება, ჯანდაცვის სექტორი და ეკონომიკის ახალი კურსი იყო და ზუსტად იგივე იქნება 2011 წელშიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2010 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ 2010 წლის ფონზე 2011 წელი უფრო წარმატებული იქნება |
|
|
გია არსენიშვილს 69 წელი შეუსრულდებოდა |
--- |
|
|
5 იანვარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, გია არსენიშვილს, 69 წელი შეუსრულდებოდა. გია არსენიშვილი 2010 წლის 17 ნოემბერს 68 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, არსენიშვილს სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი მიენიჭა. გია არსენიშვილი 1942 წლის 5 იანვარს დაიბადა. იგი იყო თსუ-ის მათემატიკის ინსტიტუტის ფაკულტეტის დოცენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 1995-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად კახეთში. 2000-2001 წლებში დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად, ხოლო 2001-2004 წლებში წარგზავნილ იქნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიასა, სლოვაკიაში, ჩეხეთში |
|
|
ათი წლის გოგონამ ახალი ვარსკვლავი აღმოაჩინა |
სიახლე |
|
|
კანადელმა გოგონამ, 10 წლის კეტრინ ავრორა გრეიმ, ახალი ვარსკვლავი აღმოაჩინა. სამეფო ასტრონომიულმა საზოადოებამ აღმოჩენა უკვე დაამტკიცა. გოგონამ ვარკვლავი ახალი, 2011 წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე აღმოაჩინა. ციურ სხეულს "სუპერნოვა 2010 ლტ" დაარქვეს. იგი მდებარეობს გალაქტიკა UGG 3378-ში, რომელიც დედამიწიდან 240 მილიონი სინათლის წელიწადითაა დაშორებული |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|