News.GTU.ge



«    სექტემბერი 2025    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"ქვაშვეთის ტაძრის საიუბილეოდ" გამოფენა გაიმართება კულტურა, სპორტი
"ქვაშვეთის ტაძრის საიუბილეოდ" გამოფენა გაიმართება 23 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მონაწილეობით, გაიხსნება გამოფენა "ქვაშვეთის ტაძრის საიუბილეოდ". ექსპოზიცია ქაშვეთის ტაძრის განახლების 100 წლისთავს ეძღვნება
გია არსენიშვილს დღეს დაკრძალავენ ---
გია არსენიშვილს  დღეს დაკრძალავენ საქართველოს პარლამენტის წევრს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, გია არსენიშვილს, ლეო ქიაჩელის ქ. # 5/7-იდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს პარლამენტი გაიღებს.
გია არსენიშვილი 68 წლის ასაკში, გულის შეტევით, 17 ნოემბერს გარდაიცვალა.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის
პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები აღნიშნავენ, არსენიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სასწავლო კურსი მაგისტრანტებისთვის: “სამეცნიერო კვლევების მათემატიკური უზრუნველყოფა”, რომელიც შეიცავს მიმართულებებს: ფურიეს მწკრივი, ფურიეს ინტეგრალი და მათი გამოყენება ტელეკომუნიკაციისა და სიგნალების გადაცემის თეორიაში; თანამედროვე ალგებრა და მისი გამოყენება ტელეკომუნიკაციისა და ელექტრული წრედების ამოცანებში; ვექტორული ალგებრა და მისი გამოყენება ელექტრომაგნიტური ველის თეორიაში; ტელეტრაფიკის თეორიის მათემატიკური მეთოდები
დღეს მიხეილ ჯავახიშვილის იუბილე აღინიშნება კულტურა, სპორტი
დღეს მიხეილ ჯავახიშვილის იუბილე აღინიშნება დღეს, 20 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის იუბილეა. მისი დაბადებიდან 130 წელი შესრულდა.
მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) 1880 წლის 20 (8) ნოემბერს მარნეულის რაიონში,სოფელ წერაქვში დაიბადა. იგი იყო XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი,თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ჯავახიშვილის პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოაქვეყნა. წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში. სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა

სტუ-სა და ნოტარიუსთა პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა მეცნიერება
სტუ-სა და ნოტარიუსთა პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა დღეს, 19 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერიამ
30 ნოემბერს “Red Bull"-ის შეჯიბრების ფინალი გაიმართება სიახლე
30 ნოემბერს “Red Bull"-ის შეჯიბრების ფინალი გაიმართება 30 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ “Red Bull"-ის შეჯიბრების ფინალი გაიმართება.
ნახევარფინალური შეხვედრები დაგეგმილია 24 ნოემბერს, 12:00 საათზე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე და 25 ნოემბერს, 12:00 საათზე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ.
ღონისძიების ორგანიზატორები ყველა მსურველს მოუწოდებენ, შექმნან ორკაციანი გუნდი, მოიფიქრონ ორიგინალური სახელი და მიიღონ მონაწილეობა ნახევარფინალში
ნეკროლოგი ---
ნეკროლოგი ორშაბათს, მაგისტრანტებთან სამსაათიანი ლექციის დამთავრების შემდეგ, აუდიტორიიდან ჯგუფთან ერთად გამოსული პროფესორი გია არსენიშვილი მხიარულად საუბრობდა, უზიარებდა ყველას თავის შთაბეჭდილებას პროფესორ-მასწავლებელთა რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. არაფერი მიანიშნებდა იმ შესაძლო ტრაგედიაზე, რომელიც ოთხშაბათს მოხდა და ბატონი გია დავკარგეთ.
დავკარგეთ მეგობარი, ჩვენი კოლეგა, მაღალი ერუდიციისა და დიდი გამოცდილების მქონე პროფესორი, კეთილმოსურნე და მომხიბლავი ადამიანი, ოპტიმისტი და ენთუზიასტი, კეთილშობილი. პიროვნება, რომელიც განსაკუთრებულად აფასებდა სიცოცხლეს, რაც, პირველ ყოვლისა, მკაფიოდ ვლინდებოდა მის საქმიანობაში. სერიოზული, შემოქმედებით შრომაში თავდავიწყებული იყო. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სასწავლო კურსი მაგისტრანტებისთვის: “სამეცნიერო კვლევების მათემატიკური უზრუნველყოფა”, რომელიც შეიცავს მიმართულებებს: ფურიეს მწკრივი, ფურიეს ინტეგრალი და მათი გამოყენება ტელეკომუნიკაციისა და სიგნალების გადაცემის თეორიაში; თანამედროვე ალგებრა და მისი გამოყენება ტელეკომუნიკაციისა და ელექტრული წრედების ამოცანებში; ვექტორული ალგებრა და მისი გამოყენება ელექტრომაგნიტური ველის თეორიაში; ტელეტრაფიკის თეორიის მათემატიკური მეთოდები
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს დააჯილდოებენ სიახლე
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს დააჯილდოებენ 19 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა მეთხუთმეტე გამოშვების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს
დიმიტრი შაშკინი შეფასების ცენტრის საქმიანობის ანგარიშს დაესწრება სიახლე
დიმიტრი შაშკინი შეფასების ცენტრის საქმიანობის ანგარიშს დაესწრება 18 ნოემბერს 11:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის 2010 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს დაესწრება




სტუ-ში ევროკომისიის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართება სიახლე
სტუ-ში ევროკომისიის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართება 18-19 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ე. წ. შეხვედრების ოთახში ჩატარდება ევროკომისიის ექსპერტების შეხვედრა უნივერსიტეტის იმ მეცნიერებთან, რომლებიც ამზადებენ საპროექტო წინადადებებს ევროკომისიის მე-7 ჩარჩო პროგრამის მომავალ კონკურსებში.
მოწვეულნი არიან ევროკომისიის მიერ დაფინანსებული EXTEND პროექტის კოორდინატორები, უკრაინაში ევროკომისიის საინფორმაციო საკონტაქტო პირი და კიევის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები
კრიმინალისტურ სამსახურში დასაქმების მიზნით სტუდენტებს გადაამზადებენ სიახლე
კრიმინალისტურ სამსახურში დასაქმების მიზნით სტუდენტებს გადაამზადებენ დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე, საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გრიგალაშვილი და შსს-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
შეხვედრისას მათ გამოთქვეს სტუ-სთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი. სტუმრებმა მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შესთავაზეს დასაქმების პროგრამაში ჩართვა. ხსენებული პროგრამა გულისხმობს კრიმინალისტურ სამსახურში დასაქმების მიზნით სტუდენტების გადამზადებას







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge