News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

მეთორმეტეკლასელებს ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელი გააცნეს სიახლე
მეთორმეტეკლასელებს ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელი გააცნეს	11 ნოემბერს 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის №1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთა ფიზიკის აბიტურის საათის მიმდინარეობას გაეცნო და მოსწავლეებს იმ ახალ, ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელზე გაესაუბრა, რომლითაც საატესტატო გამოცდები პირველად ჩატარდება
სტუ-ის სტუდენტებმა აშშ-ში იმიტირებულ საარბიტრაჟო პროცესებში საუკეთესო შედეგი აჩვენეს სიახლე
სტუ-ის სტუდენტებმა აშშ-ში იმიტირებულ საარბიტრაჟო პროცესებში საუკეთესო შედეგი აჩვენეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სამართლის კლინიკის გუნდმა მონაწილეობა მიიღო სამართლებრივი განათლების საერთაშორისო ცენტრის (CILS), ლონდონის სამეფო კოლეჯის, გერმანიის საარბიტრაჟო ინსტიტუტის (CIS), სუფფოლკის უნივერსიტეტის (აშშ) და პეპერდინის სამართლის სკოლის (აშშ) მიერ ორგანიზებულ ინგლისურენოვან პროექტში - უცხოური ინვესტიციების იმიტირებულ საარბიტრაჟო პროცესები. აღნიშნული პროცესები 22-24 ოქტომბერს აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, პეპერდინის უნივერსიტეტში გაიმართა.

სტუ-ის გუნდი წარმოდგნილი იყო შემდეგი შემადგენლობით: კობა ჩიხლაძე, გიორგი მთიულიშვილი, ქეთევან ცინცაძე, დავით ჩიტაიშვილი, ვანო ზარდიაშვილი და გვანცა მეუნარგია

სტუ-ის თასის მფლობელი ინფორმატიკის ფაკულტეტის საფეხბურთო გუნდი გახდა სიახლე, კულტურა, სპორტი
სტუ-ის თასის მფლობელი ინფორმატიკის ფაკულტეტის საფეხბურთო გუნდი გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების გუნდებს შორის ფინალური საფეხბურთო მატჩი გაიმართა.

სტუ-ის თასის ფინალურში ერთმანეთს ინფორმატიკისა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ
კონკურენტული სტარტაპების გაჩენის ხელშეწყობის მიზნით, IT საინკუბაციო გარემო შეიქმნება ტექნოლოგიები
კონკურენტული სტარტაპების გაჩენის ხელშეწყობის მიზნით, IT საინკუბაციო გარემო შეიქმნება დღეს, 10 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი ქაშიბაძესა და მის მოადგილეს ჯემალ ვაშაკიძეს შეხვდა.
ქაშიბაძემ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი პროგრამა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწყებს. პროგრამა ეხება კონკურენტული სტარტაპების გაჩენის ხელშეწყობის მიზნით, IT საინკუბაციო გარემოს შექმნას. მისი მიზანია ინოვაციების ხელშეწყობა
სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია "გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება" მეცნიერება
სტუ-ში გაიხსნა კონფერენცია "გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება" დღეს, 10 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების ეგიდით, გაიხსნა საერთაშორისო-სამეცნიერო ტექნიკური კონფერენცია "გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება".
კონფერენცია ეძღვნება გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის დაარსების 30 წლისთავს და მისი დამაარსებლის, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვიქტორ ერისთავის დაბადებიდან 70 წლის იუბილეს
10 ნოემბერი მეცნიერთა მსოფლიო დღეა მეცნიერება
10 ნოემბერი მეცნიერთა მსოფლიო დღეა დღეს, 10 ნოემბერს, მეცნიერთა მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, 12:00 საათზე, პროგრამა "აინშატაინის’’ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 23-ე საჯარო სკოლას სასწავლო ლაბორატორიას გადასცემს. ახალგაზრდა მეცნიერი ეკა ბაკურაძე მოსწავლეებთან ერთად ახლად გადაცემულ ლაბორატორიაში ცდებს ჩაატარებს.
"მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის" (WSDPD ) UNESCO-ს ინიციატივით, პირველად 2002 წლის 10 ნოემბერს აღინიშნა
სტუ-ის სტუდენტები ფეხბურთელ არჩილ არველაძეს შეხვდებიან კულტურა, სპორტი
სტუ-ის სტუდენტები ფეხბურთელ არჩილ არველაძეს შეხვდებიან სტუ-ში გრძელდება შეხვედრათა ციკლი ცნობილ ადამიანებთან, 9 ნოემბერს, 15:00 საათზე, სტუ-ის შეხვედრების ოთახში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა ფეხბურთელ არჩილ არველაძესთან
9 ნოემბერს ფაშიზმისა და რასიზმის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დღე აღინიშნება კულტურა, სპორტი
9 ნოემბერს ფაშიზმისა და რასიზმის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დღე აღინიშნება 9 ნოემბერს ფაშიზმისა და რასიზმის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ორგანიზაცია "დრონის" ორგანიზებით სპორტის სასახლეში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების მთავარი ლოზუნგი იქნება "ყველა ერთად ფაშიზმისა და რასიზმის წინააღმდეგ - დაიკავე შენი პოზიცია"
ბათუმში "ლექსების გამოფენა" გაიმართა კულტურა, სპორტი
ბათუმში "ლექსების გამოფენა" გაიმართა ბათუმში ლექსებისა და მინიატიურების გამოფენა გაიმართა კონკურსანტები და მსმენელ-დამთვალიერებლები სტენდებზე გამოკრულ საკონკურსო ლექსებს ეცნობოდნენ, მსჯელობენ და ფავორიტებსაც იქვე ირჩევენ
გოჩა ჩოგოვაძე დაჯილდოვდება ორდენით "ხელოვნებისა და სიტყვიერების ოფიცერი" მეცნიერება
გოჩა ჩოგოვაძე დაჯილდოვდება ორდენით "ხელოვნებისა და სიტყვიერების ოფიცერი" 8 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გ. ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება საზეიმო ცერემონიალი, რომელიც ეძღვნება საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, იუნესკოს გენერალური მდივნის მრჩევლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის გოჩა ჩოგოვაძის დაჯილდოებას საფრანგეთის ორდენით – “ხელოვნებისა და სიტყვიერების ოფიცერი”.
ჯილდოს საფრანგეთის ხელოვნებათა და ფერწერის აკადემიის მდივანი არნო დოტრივი გადასცემს







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge