News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში დავით თავხელიძის იუბილესადმი მიძღვნილი სხდომა ჩატარდა მეცნიერება
სტუ-ში დავით თავხელიძის იუბილესადმი მიძღვნილი სხდომა ჩატარდა 6 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საიუბილეო სხდომა, რომელიც ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მანქანათა მექანიზმების თეორიის დარგში ქართული სკოლის ფუძემდებლის, დავით თავხელიძის (1910 – 1989) დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.
დავით თავხელიძე სათავეში ედგა სივრცითი და სფერული სახსროვანი მექანიზმების კვლევისა და შესწავლის საქმეს, რომელიც ამჟამად წარმოადგენს მექანიზმებისა და მანქანების თეორიის ერთ-ერთ განვითარებულ და მოწინავე სამეცნიერო მიმართულებას. მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრა, რომელიც დაფუძნდა და განვითარდა თავხელიძის ხელმძღვანელობით, ამჟამადაც სათავეში უდგას მექანიზმების თეორიის შესწავლასა და განვითარებას საქართველოში
კონკურს "წეროს" გამარჯვებულები გამოვლინდნენ კულტურა, სპორტი
კონკურს "წეროს" გამარჯვებულები გამოვლინდნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ლიტერატურულ კონკურს "წეროს" გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსის მთავარი პრიზი _ ვერცხლის წერო და 2 000 ლარი მიიღო მარიამ ბექაურმა, მოთხრობისთვის "ბავშვობა, როგორც სინამდვილეში", II ადგილი და 1 000 ლარი _ ალეკო ცქიტიშვილმა, მოთხრობისთვის "მთაზე ასვლა", ხოლო III ადგილი და 500 ლარი _ თეა თოფურიამ, მოთხრობისთვის "Disappearance".
სპეციალური პრიზები მიენიჭათ, აგრეთვე, რეზო ნასარიძეს, მოთხრობისთვის "იობის წიგნი", ფირცხალავას, მოთხრობისთვის "ბარონია".
მკითხველის პრიზი, ასლარიანი ვაუჩერი წიგნის მაღაზიათა ქსელში, ლელა კოდალაშვილმა მიიღო. ამას გარდა, ოთხი აქტიური მკითხველი 50-50-ლარიანი ვაუჩერებით დაჯილდოვდა
"ენგურჰესი" უმაღლესი კატეგორიის პლატინის ჯილდოს მფლობელი გახდა სიახლე
"ენგურჰესი" უმაღლესი კატეგორიის პლატინის ჯილდოს მფლობელი გახდა "ენგურჰესი" უმაღლესი კატეგორიის პლატინის ჯილდოს მფლობელი გახდა. მართვის სისტემების გაუმჯობესებისა და ხარისხის მიღწევების კვლევებისა და შეფასების შედეგად ბიზნესის ინიციატივათა საერთაშორისო კომიტეტმა (BID) "ენგურჰესს" უმაღლესი კატეგორიის ჯილდო გადასცა.
ბიზნესის ინიციატივათა საერთაშორისო კომიტეტი (BID) ყოველწლიურად ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის იმ კომპანიების შეფასებას, რომელთაც წარმატება მიაღწიეს ტექნოლოგიებისა და ხარისხის სისტემების დანერგვაში, წარმოების განვითარებასა და მენეჯმენტში
ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია დღეს დასრულდება მეცნიერება
დღეს, 4 ნოემბერს, აკადემიკოს ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდება. კონფერენცია 1-ელ ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაიხსნა.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, საქართველოს საინჟინრო აკადემია, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემათა ინსტიტუტი, გრაცის ტექნიკური უნივერსიტეტი (ავსტრია), კიევის ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა), ვილნიუსის ტექნიკური უნივერსიტეტი (ლიტვა), მეცნიერებათა და ხელოვნებათა ევროპული აკადემია (EASA)
თბილისში ტრამვაის აღდგენის თემაზე სტუ-ში პრეზენტაცია გაიმართა სიახლე
თბილისში ტრამვაის აღდგენის თემაზე სტუ-ში პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საკრებულოს ინიციატივით გაიმართა კონფერენცია – „თანამედროვე ტრამვაი თანამედროვე თბილისში“, რომელიც თბილისში ტრამვაის, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, აღდგენას ეხებოდა.
პრეზენტაცია წარმოადგინა საინიციატივო ჯგუფმა “თბილისის ტრამვაი".
კონფერენციას თბილისის მერი გიგი უგულავა, დედაქალაქის საკრებულოს წევრები კონსტანტინე იონათამიშვილი, ჯაბა სამუშია, ვიქტორ დოლიძე, გიორგი ტყემალაძე, გიორგი ჩაჩანიძე, ექსპერტები თენგიზ ფხალაძე, სოსო ცინცაძე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და საინიციატივო ჯგუფ ,,თბილისის ტრამვაის’’ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა გახსნა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა, რომელმაც ისაუბრა ქვეყნის მასშტაბით ენერგეტიკასა და სატრანსპორტო სისტემაში მიმდინარე კომპლექსურ, ფართომასშტაბიან პროექტებზე
ბათუმში "სიყვარულის ქანდაკება" გაიხსნება სიახლე, კულტურა, სპორტი
ბათუმში "სიყვარულის ქანდაკება" გაიხსნება ბათუმში "სიყვარულის ქანდაკება" გაიხსნება. ქალისა და მამაკაცის მოძრავი ქანდაკება სანაპიროზე, ქალაქის შემოსასვლელში დგას.

7-მეტრიანი სკულპტურა 8-10 წუთის ინტერვალით მოძრაობს. მისი ავტორი მხატვარი თამარ კვესიტაძეა.

სკულპტურა მუდმივი მოძრაობის, სიყვარულისა და ერთიანობის გამომხატველია და 2007 წელს ვენეციის ბიენალეზე მოწონება დაიმსახურა
ნინო სალუქვაძე მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა კულტურა, სპორტი
ნინო სალუქვაძე მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა ნინო სალუქვაძე მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. მიუნხენში მსოფლიო თასზე მიღწეული წარმატება სალუქვაძეს დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა მიულოცა
19 წლამდე ქართველ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია კულტურა, სპორტი
19 წლამდე ქართველ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია 30 ოქტომბერს 19 წლამდე ქართველ მორაგბეთა ნაკრებმა ბელგიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 40:7 დაამარცხა.
როგორც ცნობილია, ქართველი 19 წლამდელებმა ფინალში მოსახვედრად პორტუგალიელი თანატოლები ანგარიშით 27-3, ხოლო ნახევრაფინალში რუმინელ თანატოლებს ანგარიშით 29:3 მოუგეს. რუსეთის ნაკრებმა ნახევარფინალი ბელგიელებს 23:11 მოუგო
თბილისში მცენარეთა დაცვისა და კარანტინის შესახებ სემინარი ჩატარდება სიახლე
თბილისში მცენარეთა დაცვისა და კარანტინის შესახებ სემინარი ჩატარდება 1-6 ნოემბერს თბილისში მცენარეთა დაცვისა და კარანტინის ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ორგანიზაციის (EPPO) აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ის ქვეყნებისთვის სემინარი გაიმართება. სემინარს 1-ელ ნოემბერს სასტუმრო "ვარაზში" 10:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი გახსნის
ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია იხსნება მეცნიერება
ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია იხსნება 1-4 ნოემბერს საქართველოში აკადემიკოს ივერ ფრანგიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია 12:00 საათზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაიხსნება.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, საქართველოს საინჟინრო აკადემია, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემათა ინსტიტუტი, გრაცის ტექნიკური უნივერსიტეტი (ავსტრია), კიევის ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა), ვილნიუსის ტექნიკური უნივერსიტეტი (ლიტვა), მეცნიერებათა და ხელოვნებათა ევროპული აკადემია (EASA)







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge