News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ს ასფალტბეტონის ლაბორატორია გადაეცა ტექნოლოგიები
სტუ-ს ასფალტბეტონის ლაბორატორია გადაეცა 1-ელ ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ესტუმრა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი, ასევე სტუ-ის სტუდენტები.
შეხვედრა რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა. მან ტექნიკურ უნივერსიტეტში მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ფრანგიშვილმა ხაზი გაუსვა იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტუ-ს უწევს
ზურაბ მგელაძეს “მეცნიერებისა და ხელოვნების რაინდის” წოდება მიენიჭა მეცნიერება
ზურაბ მგელაძეს “მეცნიერებისა და ხელოვნების რაინდის” წოდება მიენიჭა ქართველ მეცნიერს, პროფესორ ზურაბ მგელაძეს, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიამ 2010 წლის 14 აპრილის #218 გადაწყვეტილებით, “მეცნიერებისა და ხელოვნების რაინდის” საპატიო წოდება მიანიჭა და საპატიო ნიშანი გადასცა. ზურაბ მგელაძე არის მინერალური რესურსების საერთაშორისო, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა, საქართველოს ენერგეტიკისა და საქართველოს ეროვნული აკადემიების აკადემიკოსი, საერთაშორისო გეოთერმული, მსოფლიოს “მათემატიკური გეოლოგიის”, ამერიკის მენავთობე გეოლოგთა ასოციაციების წევრი, საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ბათუმის V კინოფესტივალის მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსი დასრულდა ტექნოლოგიები
ბათუმის V კინოფესტივალის მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსი დასრულდა ბათუმის V საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსი დასრულდა. გამოცხდებული იყო კონკურსი 3 საუკეთესო ბლოგერის გამოსავლენად, რომლებიც ყველაზე საინტერესოდ და ეფექტურად გააშუქებდნენ კინოფესტივალის მიმდინარეობას ინტერნეტსირცეში.
ფესტივალის განმავლობაში ბლოგერებს საშუალება ჰქონდათ, აეღოთ აკრედიტაცია, რაც საშუალებას აძლევდათ დასწრებოდნენ ფესტივალზე გამართულ ნებისმიერ კინოჩვენებას, ყველა პრესკონფერენციას და მასტერკლასს, ჩაეწერათ ფესტივალის ჟიურის წევრები, სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები
ქართველმა მეცნიერებმა უნიკალური გეომულტიფუნქციური აპარატურა შექმნეს ტექნოლოგიები
ქართველმა მეცნიერებმა უნიკალური გეომულტიფუნქციური აპარატურა შექმნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ,,დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს" ეწვივნენ და ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი უნიკალური გეომულტიფუნქციური აპარატურა GMSYS 2009 დაათვალიერეს.
ქართველი გეოფიზიკოსების მიერ შექმნილი ხელსაწყო სამი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება და მისი გამოყენება შეიძლება, როგორც სეისმოლოგიურ დაკვირვებებში, ასევე გეოფიზიკის, გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების სფეროებშიც. უცხოური ანალოგებისგან ის უფრო მაღალი თავსებადობით, მოქნილობით, დაბალი ღირებულებითა და მოდერნიზების შესაძლებლობით გამოირჩევა
ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 130 წელი შესრულდა კულტურა, სპორტი
ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 130 წელი შესრულდა 29 სექტემბერს დიდი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 130 წელი შესრულდა. ნიკო (ნიკოლოზ) მერაბის ძე ლორთქიფანიძე 1880 წლის 29 სექტემბერს (ძვ. სტ. 17 სექტემბერს) წყალტუბოს რაიონის ჩუნეშში დაიბადა.
მწერალი იმერელ თავადთა შთამომავალი იყო. მისი წინაპრები იმერეთის მეფის კარზე მიღებული პირები ყოფილან. მათ "ფიცის კაცებს“ უწოდებდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში მათ ანდობდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტას. "ფიცის კაცები“ სასახლის გვარდიის როლს ასრულებდნენ. ამ "ფიცის კაცთა“ წინამძღოლი ყოფილა მწერლის პაპა – გიორგი ლორთქიფანიძე – ბავშვობიდანვე დაახლოებული იმერეთის მეფე სოლომონ მეორესთან
ცესკოსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა სიახლე
ცესკოსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა 28 სექტემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპებით გამოხატავენ ურთიერთთანამშრომლობის სურვილს, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე იურისტების მომზადებას საარჩევნო სამართლის დარგში
სტუ-ის თანამშრომლები ბავშვთა სახლს ესტუმრნენ სიახლე
სტუ-ის თანამშრომლები ბავშვთა სახლს ესტუმრნენსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის თანამშრომელი, გაზეთ “ტექნიკური უნივერსიტეტის” მთავარი რედაქტორი ნიკოლოზ ბრეგვაძე, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, ირმა ჯანგირაშვილთან და ნანა ალადაშვილთან ერთად ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ბავშვთა სახლს ესტუმრა
დღეს ალავერდობაა კულტურა, სპორტი
დღეს ალავერდობაა დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში კი ჩვილთა მე-13 ნათლობა გაიმართება.
წმინდა იოსებ ალავერდელი ცამეტ ასურელ მამებთან ერთად საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდა. იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო. წმ. იოსები ღვთის ნებით კახეთს, იმ ადგილას დაემკვიდრა, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, რომელიც გამოთლილი იყო იმ ხის ჯვარისგან, რომელზედაც უფლი აწამეს

დღეს ჯვართამაღლებაა კულტურა, სპორტი
დღეს ჯვართამაღლებაა დღეს, 27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II წმიდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულებისთანავე, შეასრულებს პანაშვიდს აფხაზეთის ომში გარდაცვლილი ქართველი და აფხაზი მეომრების სულის საოხად
”სტიგმატი” „არტ-ისტერიუმის“ ორგანიზატორებს ღია წერილით მიმართავს კულტურა, სპორტი
”სტიგმატი” „არტ-ისტერიუმის“ ორგანიზატორებს ღია წერილით მიმართავს არტ-ჯგუფი ”სტიგმატი”, რომლის შემადგენლობაშიც შედიან „სტიგმატის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მულტიმედია არტისტი, პოეტი გიორგი ბუნდოვანი (კახიძე), მულტიმედია არტისტი მიხეილ გისტი (მეგრელიშვილი), მულტიმედია არტისტი და პოეტი მარიკა ჟორჟოლიანი, არტისტი ალფრედ კარკლინისი, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, „არტ-ისტერიუმის“ ქართველ ორგანიზატორებსა და კურატორებს, ფართო საზოგადოებას და ქართულ პენ-კლუბს ღია წერილით მიმართავს







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge