სიახლე



«    მაისი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების მიღების წახალისება გრძელდება სიახლე
ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების მიღების წახალისება გრძელდება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების წახალისებას გულისხმობს გრძელდება. 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას სპეციალური კვოტებით ისარგებლებენ

გამოცდების ეროვნული ცენტრი გალელ აბიტურიენტებს უმასპინძლებს სიახლე
გამოცდების ეროვნული ცენტრი გალელ აბიტურიენტებს უმასპინძლებს დღეს, 18 თებერვალს, 11:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრი გალის რაიონში მცხოვრებ აბიტურიენტებს უმასპინძლებს. ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები გალელ მოსწავლეებს დეტალურად გააცნობენ როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესს, ისე 2012 წლის გამოცდებთან დაკავშირებულ სიახლეებს
განათლების მინისტრმა “Associated Press”-ს ინტერვიუ მისცა სიახლე
განათლების მინისტრმა “Associated Press”-ს ინტერვიუ მისცა აშშ-ში ვიზიტით მყოფ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ”Associated Press”-ის ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს
Summer Job-ის პროექტში ბიზნესორგანიზაციები და ბიზნესმენები ჩაერთნენ სიახლე
Summer Job-ის პროექტში ბიზნესორგანიზაციები და ბიზნესმენები ჩაერთნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)” ბიზნეს ორგანიზაციები და ბიზნესმენები ჩაერთნენ. დღეს კერძო კომპანიების 150-მდე წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა გამართეს
ESL certified-თან მემორანდუმი გაფორმდა სიახლე
ESL certified-თან მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია მინისტრის დიმიტრი შაშკინის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” და ორგანიზაცია ESL certified – Banaoco International-ს შორის შეთანხმებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს
განათლების სამინისტროს ინიციატივით, 20 000 ადამიანი უფასოდ გადამზადდება სიახლე
განათლების სამინისტროს ინიციატივით, 20 000 ადამიანი უფასოდ გადამზადდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ახალი პროგრამა ”პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით ოც ქალაქში ერთდროულად 20 000 ადამიანს ჩაუტარდება უფასო ტრენინგები
გამოცდების ქულებისა და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სიახლე
გამოცდების ქულებისა და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების მაქსიმალური ქულების და თითოეული გამოცდის ხანგრძლივობის შესახებ
ახალი კანონპროექტით, სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას ვერ შეაჩერებს სიახლე
ახალი კანონპროექტით, სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას ვერ შეაჩერებს ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრება მათ მოქმედებას ვერ შეაჩერებს. ამის თაობაზე დამატებით ჩანაწერი "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში კეთდება
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დოკუმენტები, შესაძლოა, ელექტრონული ფორმითაც გასცეს სიახლე
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დოკუმენტები, შესაძლოა, ელექტრონული ფორმითაც გასცეს	გამოცდების ეროვნული ცენტრი დოკუმენტებს ელექტრონული ფორმითაც გასცემს. შესაბამისი ცვლილება "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შედის. კანონპროექტით დგინდება, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას, უფლება აქვს, მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი წერილობითი ან ელექტრონული ფორმით
აბიტურიენტებისთვის მომსახურების გაწევა, შესაძლოა, ფასიანი გახდეს სიახლე
აბიტურიენტებისთვის მომსახურების გაწევა, შესაძლოა, ფასიანი გახდეს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტებისა თუ მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გარკვეული მომსახურების გაწევა, შესაძლოა, ფასიანი გახდეს. შესაბამისი ცვლილება "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შედის







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge