News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს 7 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს.
იოანე ნათლისმცემელი, სახარებების (მათე, მარკოზი) თანახმად, იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი, რომელმაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა. ცხოვრობდა უდაბნოში (ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის ელიას მსგავსად), ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა მონანიებისაკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, აგრეთვე იესო ქრისტე მდ. იორდანეში
ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაშრომების გასწორება დაიწყო ---
ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაშრომების გასწორება დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესი დაიწყო.
2008 წელს საგამოცდო ნაშრომები პირველად გასწორდა ქართველი სპეციალისტების მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით, რამაც შესაძლებელი გახადა გასწორების პროცეში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლების ჩართვა საკუთარი რაიონიდან გაუსვლელად
ადრიაან ვან დერ მეერს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა მეცნიერება
ადრიაან ვან დერ მეერს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა 5 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისათვის ინოვაციური სამეცნიერო კვლევებისა და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (სსტც) მიერ საქართველოში წლების განმავლობაში გაწეული შრომის აღიარების მიზნით, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სსტც-ის აღმასრულებელ დირექტორს, ადრიაან ვან დერ მეერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
აკადემიური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა ვან დერ მეერს სსტც-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარებაში ნაყოფიერი წვლილის შეტანისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი და მედალი გადასცა
ლიტერატურულ კონკურს "საბას" გამარჯვებულები გამოვლინდნენ კულტურა, სპორტი
ლიტერატურულ კონკურს "საბას" გამარჯვებულები გამოვლინდნენ “თიბისი ბანკში” ლიტერატურულ კონკურს "საბას" მერვე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წლის საუკეთესო პოეტურ კრებულად დასახელდა ზვიად რატიანის "ნეგატივი" ("დიოგენე"); წლის საუკეთესო პროზაულ კრებულად _ კოტე ჯანდიერის "კონკიას ღამე" ("დიოგენე"); წლის საუკეთესო რომანად _ ნაირა გელაშვილის "პირველი 2 წრე" ("კავკასიური სახლი"); წლის საუკეთესო დებიუტად _ მაკა ლდოკონენის - "ქიშმიშიანი ამბები" ("დიოგენე"); წლის საუკეთესო პიესად _ თამარ ბართაიას "მთავარი როლი" ("დიოგენე"); წლის საუკეთესო თარგმანად _ მანანა ღარიბაშვილის გაიუს ვალერიუს კატულუსი - "ლექსების წიგნი", ("ლოგოსი"), წლის საუკეთესო კრიტიკად, ესეისტიკად და დოკუმენტური პროზად _ ზურაბ ქარუმიძის "ჯაზის ცხოვრება" ("სიესტა").
ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლიტერატურული პრემია "საბა" გადაეცა მწერალს გურამ დოჩანაშვილს

ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის გზები ---
/სტუ-ის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის
სამართალმცოდნეობის IV კურსის სტუდენტი
ზაზა ხუხუნაიშვილი/

ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის გზები ნარკოტიკული დანაშაული უდიდესი პრობლემაა მთელ მსოფლიოში. მას არაერთი მაღალგანვითარებული სახელმწიფო ებრძვის, თუმცა უშედეგოდ. ნარკომანიის გლობალური მასშტაბებიდან გამომდინარე, ამ პრობლემით დაღდასმულ ქვეყანათა რიცხვს საქართველოც მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა ნარკომანიის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს ერთიორად ართულებს და არაეფექტურს ხდის
ხელოვნების მუზეუმში ქართველი ებრაელების ისტორიისა და კულტურის ამსახველი გამოფენა გაიხსნება კულტურა, სპორტი
ხელოვნების მუზეუმში ქართველი ებრაელების ისტორიისა და კულტურის ამსახველი გამოფენა გაიხსნება 4 ივლისს ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება გამოფენა "ქართველი ებრაელები _ მათი ისტორია და კულტურა". გამოფენა იერუსალიმის ბენ ცვის ებრაული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას ეძღვნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და მცხეთის მუზეუმში დაცული ქართველ ებრაელთა უძველესი ისტორიისა და კულტურის ამსახველი ასზე მეტი ძეგლი: ფერწერული და გრაფიკული ტილოები, ეროვნული სამოსი, ფოტოები, საკულტო-რელიგიური და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი

სტუდენტურ ოლიმპიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიახლე
სტუდენტურ ოლიმპიადაში  გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ "თბილისის სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში 2010-ის" I და II ადგილზე გასულ სტუდენტებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიალი ახალ სპორტულ ცენტრში გაიმართა, რომელიც თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა. გამარჯვებული სტუდენტები კურსის დასრულების შემდგომ დასაქმდებიან ან სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურაში

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა ---
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა. აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 1-ელ და 2 ივლისს ოთხ სესიად ჩააბარეს. დღეს, ბოლო სესიაზე, 8620 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან გამოცდაზე 8308 გამოცხადდა. შაბათ-კვირას აბიტურიენტები დაისვენებენ, 5 ივლისიდან კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ზოგად უნარებში ტესტირებით გაგრძელდება
Gordon Murray-მ ახალი კლასის ავტომობილი წარმოადგინა ტექნოლოგიები
Gordon Murray-მ  ახალი კლასის  ავტომობილი წარმოადგინა ცნობილმა ინგლისელმა დიზაინერმა Gordon Murray-მ ოფიციალურად წარმოადგინა ახალი კლასის ქალაქის ავტომობილი T.25 (ბენზინზე) და T.27 (ელექტროობაზე). “Frormula1″-ის ბოლიდისა და McLaren F1-ის შემქმნელმა, 20 წლის წინ “სუპერქარების” ისტორიის გადამტრიალებლმა, ახალი მოდელის შექმნისას ხაზი გაუსვა უფრო მანქანის კომფორტსა და მანევრულობას, ვიდრე სისწრაფეს, თუმცა ზოგიერთ ასპექტში ძველი სტანდარტები შეინარჩუნა. მძღოლის ადგილი ცენტრშია მოთავსებული, კორპუსის ნაწილები ადვილი შესაცვლელია ავარიის შემთხვევაში, ძრავა არის სათავსოს ქვეშ. ავტომობილის მასა — 575 კგ-ია. მისი სიგრძეა 2,4 მ, სიმაღლე — 1,6 მ, ხოლო სიგანე - მხოლოდ 1.3მ
ქართველები “NASA-ს” მხარდაჭერით მარსზე მცენარეების დარგვას აპირებენ ტექნოლოგიები
ქართველები “NASA-ს” მხარდაჭერით მარსზე მცენარეების დარგვას აპირებენქართველ მეცნიერთა ჯგუფი კოსმოსის კვლევის აშშ-ის სახელმწიფო ორგანიზაციიდან (NASA) დაბრუნდა, სადაც ისინი საერთაშორისო სამეცნიერო ასტრობიოლოგიურ კონფერენციაზე იყვნენ მიწვეულნი. NASA-ში მათ პლანეტა მარსის შესახებ ახალი თეზისები და 3-წლიანი კვლევის შედეგები ჩაიტანეს, რომლითაც NASA დაინტერესდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის კათედრის მეცნიერები საქართველოში კოსმოსის კვლევის აშშ-ის სახელმწიფო ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენლებად დანიშნა







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge