News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ვარძიაში სათავგადასავლო სპორტული ტურნირი მოეწყობა კულტურა, სპორტი
ვარძიაში სათავგადასავლო სპორტული ტურნირი მოეწყობა 5-6 ივნისს საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA) ვარძიის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე “ვარძიის სათავგადასავლო ტურნირ 2010-ს" მართავს. ტურნირში ოცი 6-კაციანი გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო შეჯიბრება სამ დისციპლინაში - სირბილში, ველორბოლასა და ჯომარდობაში - გაიმართება. ჯგუფში 6 მონაწილეა (აქედან სამი სირბილში მიიღებს მონაწილეობას, სამი - ველორბოლაში და ბოლოს ექვსივე ჯომარდობაში)
პარიზში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ღონისძიებები იგეგმება კულტურა, სპორტი
პარიზში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ღონისძიებები იგეგმება პარიზში, პიერ კარდენის ცენტრში, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში რამდენიმე კულტურული ღონისძიება იგეგმება.
4 ივნისს პიერ კარდენის საკონცერტო დარბაზში გაიმართება მუსიკალური საღამო “ქართული კინოსა და თეატრის მუსიკის ნახევარი საათი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით, გიორგი უშიკიშვილი და ქართული სიმღერების ანსამბლი "ლაშარი". ნაჩვენები იქნება კოლაჟები მე-20 საუკუნის ქართული კინოდან

თემაზე: "თანამედროვე SCADA სისტემები სტუ-ში გამოყენების მაგალითზე" სემინარი გაიმართება ტექნოლოგიები
თემაზე: "თანამედროვე SCADA სისტემები სტუ-ში გამოყენების მაგალითზე" სემინარი გაიმართება დღეს, 1-ელ ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების # 89 მიმართულებაზე გაიმართება ტრადიციული Online სემინარი თემაზე: "თანამედროვე SCADA სისტემები სტუ-ში გამოყენების მაგალითზე".
სემინარს გაუძღვება პროფესორი ლევან იმნაიშვილი. სემინარს დაესწრებიან და დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას სტუ-ის რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი და რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი

ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს კულტურა, სპორტი
ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს დღეს, 1-ელ ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ამ თარიღთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას ჩაატარებს.
წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს
1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა ---
1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა დღეს, 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ეს დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი” ბავშვთა უფლებებზე კონფერენცია გაიმართება.კონფერენციის სახელწოდება: “ბავშვის უფლებაა _ მოუსმინონ”. კონფერენცია ტარდება ევროპის საბჭოს პროექტის “სახალხო დამცველის დახმარება” მხარდაჭერით
ახალი ამებების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" დაარსებიდან 5 წლისთავს ფოტოგამოფენით აღნიშნავს ---
ახალი ამებების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" დაარსებიდან 5 წლისთავს ფოტოგამოფენით აღნიშნავს ახალი ამებების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" 1-ელ ივნისს დაარსებიდან 5 წლისთავს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით 1-ელ ივნისს სააგენტო სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მდებარე გალერეა "შარდენში" აწყობს ფოტოგამოფენას, სახელწოდებით _ "ფოტოთი მოყოლილი ამბები"
სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გოდერძი ჩოხელის საღამო გაიმართება კულტურა, სპორტი
სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გოდერძი ჩოხელის საღამო გაიმართება დღეს, 31 მაისს, 18:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მწერალ გოდერძი ჩოხელის საღამო გაიმართება.
ღონისძიებაზე ახალგაზრდები წაიკითხავენ გოდერძი ჩოხელის ლექსებს, მინიატურებს, ნაწყვეტებს მისი შემოქმედებიდან. სიტყვით გამოვლენ მარიამ წიკლაუტრი, მაია წიკლაური, ტარიელ ხალხელაური, გოჩა ხარანაული, ერეკლე საღლიანი, ნონა ნაჭყებია, თემურ არჩვაძე.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ანსამბლები _ “გოგოჭურები”, “ფიცვერცხლი”, ასევე მომღერლები _ თეონა ქუმსიაშვილი, ლაშა ორჯონიკიძე
საქართველო ევოროვიზიის კონკურსზე მე-9 ადგილზე გავიდა კულტურა, სპორტი
საქართველო ევოროვიზიის კონკურსზე მე-9 ადგილზე გავიდა ოსლოს "ტელენორ-არენაზე" ევოროვიზია - 2010-ის ფინალი გაიმართა. 55-ე კონკურსის გამარჯვებული გერმანელი ელენა მაიერ-ლანდრუტი გახდა. მან ინგლისურ ენაზე შეასრულა სიმღერა "Satellite" და მთავარი პრიზის, ბროლის მიკროფონის მფლობელი გახდა. შესაბამისად, გაირკვა, რომ ევოროვიზია - 2011-ის ფინალი გერმანიაში გაიმართება
ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატს საფრანგეთი უმასპინძლებს კულტურა, სპორტი
ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატს საფრანგეთი უმასპინძლებს ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს საფრანგეთი უმასპინძლებს. ამის შესახებ უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ცოტა ხნის წინ ჟენევაში განაცხადა.
ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთის შემდეგ 11 ქალაქში ჩატარდება: ჟირონდა, ლანსი, ლილი, ნანსი, ლიონი, ნიცა, მარსელი, პარიზი, სენტ-ეტიენი, სტრასბურგი, ტულუზა
პატრიარქმა შვილმკვდარ დედებს ძაძების გახდისკენ მოუწოდა სიახლე
პატრიარქმა შვილმკვდარ დედებს ძაძების გახდისკენ მოუწოდა დღეს სამების ახალგაზრდულ ცენტრში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II შვილმკვდარ დედებს შეხვდა.
შაოსანი დედების ერთობა 20 წლის წინ პატრიარქის კურთხებით ჩამოყალიბდა. მასში რამდენიმე ათასი დედაა გაერთიანებული.
საიუბილეო შეკრებაზე დღეს პატრიარქმა ერთობის წევრები დალოცა, დედებმა კი მადლიერების ნიშნად სამების საკათედრო ტაძარს ჯვარცმა გადასცეს. პატრიარქმა დედებს ძაძების გახდისაკენ მოუწოდა







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge