News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

საქართველოს ნაკრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონია კულტურა, სპორტი
საქართველოს ნაკრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც ტურნირის ბოლო დღეს, 25 აპრილს, საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 3:2 და ოქროს მედლები მოიპოვეს. ფინალური ორთაბრძოლები ზაზა კედელაშვილმა (73 კგ), ლევან წიკლაურმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) მოიგეს
კალათბურთის სპეციალისტმა მარვინ ჰარვმა თბილისში ვარჯიშები ჩაატარა კულტურა, სპორტი
კალათბურთის სპეციალისტმა მარვინ ჰარვმა თბილისში ვარჯიშები ჩაატარა მსოფლიოში ცნობილი საკალათბურთო ინსტრუქტორი მარვინ ჰარვი ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიას ეწვია და ახალგაზრდა მოთამაშეებს ვარჯიშები ჩაუტარა.
მარვინ ჰარვის ამერიკის ქალაქ ტამპაში (ფლორიდის შტატი) აქვს საკუთარი საკალათბურთო "სროლის აკადემია". ჰარვი ითვლება მსოფლიოში ყველაზე გამოცდილ და ძლიერ სროლის სპეციალისტად

24 აპრილს მთელ მსოფლიოში ახალგაზრდობის სოლიდარობის დღეს აღნიშნავენ უცხოეთში
24 აპრილს მთელ მსოფლიოში ახალგაზრდობის სოლიდარობის დღეს აღნიშნავენ 24 აპრილს მთელ მსოფლიოში ახალგაზრდობის სოლიდარობის დღეს აღნიშნავენ. ეს დღე 1957 წლიდან დემოკრატიული ახალგაზრდობის მსოფლიო ფედერაციის გადაწყვეტილებით ყოველწლიურად აღინიშნება.
ახალგაზრდობის სოლიდარობის დღე არის კიდევ ერთი საბაბი სახელმწიფო ორაგნოების, საზოგადოებისა და მასმედიის ყურადღების მისაზიდად ახალგაზრდობის პრობლემებისადმი
უილიამ შექსპირის დაბადებიდან 446 და გარდაცვალებიდან 394 წელი გავიდა კულტურა, სპორტი
უილიამ შექსპირის დაბადებიდან 446 და გარდაცვალებიდან 394 წელი გავიდა ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის, უილიამ შექსპირის დაბადებიდან 446 და გარდაცვალებიდან 394 წელი გავიდა. შექსპირი 1564 წლის 23 აპრილს დაიბადა და 1616 წლის 23 აპრილს გარდიცვალა. იგი მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად
დღეს სერვანტესის გარდაცვალების დღეა კულტურა, სპორტი
დღეს სერვანტესის გარდაცვალების დღეა ესპანელი მწერლის, სერვანტესის გარდაცვალებიდან 394 წელი შესრულდა. მიგელ დე სერვანტეს საავედრა, საქვეყნოდ ცნობილი ავტორი თანამედროვე გაგებით პირველი რომანისა "მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელი", 1547 წლის 29 სექტემბერს ალკადა-დე-ენარესში დაიბადა. მწირი ცნობებია სერვანტესის ბავშვობის პერიოდის შესახებ. იგი იზრდებოდა ძალიან გაჭირვებულ ოჯახში.მიგელის გარდა, მის მშობლებს ჰყავდათ ორი ქალიშვილი - ანდრეა და ლუიზა და ვაჟიშვილი - როდრიგო. მიგელს ძალიან უყვარდა ქუჩის მომღერლების მოსმენა, მოხეტიალე მსახიობების წარმოდგენების ცქერა, აგროვებდა ნაბეჭდ ქაღალთა ფარატინებს, გაფაციცებით და ხარბად კითხულობდა ყოველ ნაბღაჯნ სტრიქონს. ფიქრობენ, რომ მიგელმა პირველდაწყებითი განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო, ხოლო შემდგომ შევიდა სალამანკის უნივერსიტეტში. სალამანკაში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც სავარაუდოდ იდგა სახლი, მიგელმა სტუდენტობის წლები რომ გაატარა
დღეს წიგნის საერთაშორისო დღეა კულტურა, სპორტი
დღეს  წიგნის საერთაშორისო დღეა დღეს, 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესასწაულის აღნიშვნა 1923 წელს კატალონიაში დაიწყო. როცა სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს კაცები ქალებს ვარდებს სჩუქნიდნენ და მათგან, წიგნებს იღებდნენ საჩუქრად. ხოლო მას შემდეგ, რაც 23 აპრილი უკვე "იუნესკომ", წიგნის საერთაშორისო დღეთ გამოაცხადა, ამ დღის აღნიშვნა თითქმის მთელმა მსოფლიომ დაიწყო. დღე, როცა ქუჩები ახალი თუ ძველი წიგნებით იფინება და კაცობრიობა, კიდევ ერთხელ იწყებს მის აუცილებლობაზე საჯაროდ საუბარს
სტუ-ს რუმინეთის ელჩი საქართველოში მიხაი ბარლიბა ესტუმრა მეცნიერება
სტუ-ს რუმინეთის ელჩი საქართველოში მიხაი ბარლიბა ესტუმრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს რუმინეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხაი ბარლიბა ესტუმრა. შეხვედრა, რომელსაც სტუდენტები და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესსორ-მასწავლებლები დაესწრნენ, გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო გეგმები, რომელთა განხორციელებასაც რუმინეთის საელჩო საქართველოში, და კეძოდ, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გეგმავს
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია მოეწყო სიახლე
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია მოეწყო 22 აპრილის, დედამიწის საერთაშორისო დღის აღნიშვნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ წყნეთში გამწვანების აქციით დაიწყო.
"ბაქსვუდის სახელობის საერთაშორისო სკოლა - თბილისის" მოსწავლეებმა და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა დედამიწას მეორმოცე "სიმბოლურ" დაბადების დღეზე, 50-მდე ახალი ხის ნერგი "სიმბოლურად" აჩუქეს. სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად გამწვანების აქციაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ გიორგი ზედგინიძემ მიიღო მონაწილეობა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის "დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემოს" ფარგლებში ფიჭვის და კვიპარისის ჯიშის ნერგები დაირგო
სტუ-ში სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა სიახლე
სტუ-ში სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა	სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში (III სართული) გაიმართება სტუ-ის სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა და სტუ-ის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზენტაცია გაიმართა
თემაზე _ “პროექტების მენეჯმენტი საქართველოს რეალობაში” _ ონლაინსემინარი ჩატარდა სიახლე
თემაზე _  “პროექტების მენეჯმენტი საქართველოს რეალობაში” _ ონლაინსემინარი ჩატარდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების # 89 მიმართულებაზე, ონლაინსემინარი ჩატარდა. თემაზე _ “პროექტების მენეჯმენტი საქართველოს რეალობაში” _ სემინარს უძღვებოდა ექსპერტი დავით რამიშვილი იუსტიციის სამინისტროდან







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge