News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

Microsoft-მა საკუთარი მობილური ტელეფონი გამოუშვა ტექნოლოგიები
Microsoft-მა საკუთარი მობილური ტელეფონი გამოუშვა
კომპანია Microsoft-მა საკუთარი მობილური ტელეფონი, სახელწოდებით Kin-ი, ოფიციალურად წარადგინა. მისი მიზნობრივი აუდიტორია ახალგაზრდები არიან, რომლებიც სოციალური ქსელებით აქტიურად სარგებლობენ.
Microsoft-ისთვის ტელეფონებს კომპანია Sharp-ი გამოუშვებს. აშშ-ში ტელეფონები გაყიდვაში მიმდინარე წლის მაისში გამოვა.
უცხოეთში არსებულ ქართულ სკოლებს სახელმძღვანელოებით მოამარაგებენ უცხოეთში
უცხოეთში არსებულ ქართულ სკოლებს სახელმძღვანელოებით მოამარაგებენ მიმდინარე წლის სექტემბრიდან საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლებს ადაპტირებული სახელმძღვანელოებით მოამარაგებენ და მათთვის ახალ სასწავლო გეგმას შეადგენენ. ამის შესახებ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. დავითაიამ სხდომაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2010 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშზე ისაუბრა
ვლადიმერ მაიაკოვსკის გარდაცვალებიდან 80 წელი გავიდა კულტურა, სპორტი
ვლადიმერ მაიაკოვსკის გარდაცვალებიდან 80 წელი გავიდა დღეს, 14 აპრილს, რუსი პოეტის, ვლადიმერ მაიაკოვსკის გარდაცვალებიდან 80 წელი გავიდა. საქართველოში დაბადებული რუსი პოეტი, დრამატურგი, რუსული ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ვლადიმერ მაიაკოვსკი 1930 წლის 14 აპრილს გარდაიცვალა
საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება ---
საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება დღეს, 14 აპრილს, საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იგეგმება. ღონისძიების ფარგლებში ენათმეცნიერების ინსტიტუტის ვებგვერდის ("ქართული ენა") პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ლალი ეზუგბაია წარადგენს. ახალი ვებგვერდი ფართო საზოგადოებას ქართული ენის შესახებ მიაწვდის აკადემიურ ინფორმაციას, ქართული ენის სტანდარტიზაციას ხელს შეუწყობს, მომხმარებელს მიაწვდის პრაქტიკულ ენობრივ რეკომენდაციებს, შესთავაზებს სასწავლო კურსებსა და ლექსიკონებს
სტუდენტებმა პოლონეთის საელჩოსთან გვირგვინები მიიტანეს ---
სტუდენტებმა პოლონეთის საელჩოსთან გვირგვინები მიიტანეს ქართველმა ახალგაზრდებმა, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან ყვავილები და გვირგვინები მიიტანეს. სტუდენტების განცხადებით, ისინი პოლონელ ხალხს პრეზიდენტისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო თანაგრძნობას უცხადებენ. "მიგვაჩნია, რომ საქართველომ ლეხ კაჩინსკის სახით მნიშვნელოვანი მეგობრები დაკარგა", - აცხადებენ ახალგაზრდები
ფრესკების სარეაბილიტაციო სეზონი გაიხსნა კულტურა, სპორტი
ფრესკების სარეაბილიტაციო სეზონი გაიხსნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ფრესკების სარეაბილიტაციო სეზონი გახსნა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2010 წლის ბოლომდე საკონსერვაციო სამუშაო ჩაუტარდება რთულ მდგომარეობაში არსებულ თბილისის პატარა სამებისა და ტაბაკინის ეკლესიების, მოწამეთას, ალავერდის, გელათის, სვეტიცხოვლისა და ნიკორწმინდას სამონსატრო კომპლექსების კედლის მხატვრობას
დავით გოგუაძის ფილმის, "ხომლი 2"-ის, პრემიერა გაიმართა კულტურა, სპორტი
დავით გოგუაძის ფილმის, "ხომლი 2"-ის, პრემიერა გაიმართა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორ დავით გოგუაძის დოკუმენტური ფილმის, "ხომლი 2"-ის, პრემიერა გაიმართა.
როგორც ფილმის ავტორმა და რეჟისორმა დავით გოგუაძემ ჩვენთან საუბარში განაცხდა, სურათზე მომუშავე ჯგუფმა 2009 წელს მოიპოვა რუსთაველის ფონდის სამეცნიერო კვლევების გრანტი და მთელი წლის განმავლობაში აწყობდა ექსპედიციებს ფილმის მეორე ნაწილის გადასაღებად
იტალიაში შოთა რუსთაველის მონუმენტი გაიხსნა უცხოეთში
იტალიაში  შოთა რუსთაველის მონუმენტი გაიხსნა იტალიაში, ვილა ბორგეზეს პარკში, შოთა რუსთაველის მონუმენტი გაიხსნა. ძეგლი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ და რომის ვიცე-მერმა გახსნეს.
ცერემონიას საქართველოს ელჩი იტალიაში კოტე გაბაშვილი და ქართველი ემიგრანტები დაესწრნენ
13 აპრილს ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების N 89 მიმართულების მეოთხე სემინარი გაიმართება ტექნოლოგიები
13 აპრილს ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების N 89 მიმართულების მეოთხე სემინარი გაიმართება 13 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტრადიციულად, გაიმართება "ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების" N 89 მიმართულების მეოთხე სემინარი ONLINE-რეჟიმში.
სემინარის თემაა _ NET Framework, მრავალნაკადიანი პროგრამები, როგორ დავიცვათ პროგრამა ჰეშირებით. სემინარს გაუძღვება ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, ვებდიზაინის N 41 მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი ზვიად შარაძე


საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 19, ხოლო 9 აპრილის ტრაგედიიდან 21 წელი გავიდა ---
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 19, ხოლო 9 აპრილის ტრაგედიიდან 21 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 19, ხოლო 9 აპრილის ტრაგედიიდან 21 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა აქცია იგეგმება. "9 აპრილის" საზოგადოება რუსთაველის გამზირზე, პარლემენტის შენობასთან შეიკრიბება. როგორც "9 აპრილის საზოგადოების" ლიდერმა თამაზ ბიბილურმა განაცხადა, 9 აპრილს, ღამის 01:00 საათზე და დილის 11:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ (მემორიალთან) მასმედიის წარმომადგენლებისთვის 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება. ამასთან, 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება და ღია ცის ქვეშ მოძრავი გამოფენა მოეწყობა








Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge